სამწუხაროა, რომ ჟულიენ გრაკის ქართულმა თარგმანმა ჩვენს სალიტერატურო ცხოვრებაში თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა. ამ წიგნზე ჯერჯერობით არ დაწერილა არც ერთი რეცენზია, ვერ გავიდა ლიტერატურული პრემია ,,საბას“ შორთლისტშიც კი. თუმცა, ამის მიუხედავად, გრაკის ქართული თარგმანი შარშანდელი წლის ერთ-ერთი მთარგმნელობითი მიღწევა მგონია და ჩემს აზრს ბევრი ობიექტური მიზეზი განაპირობებს. დავიწყებ იმით, რომ თვითონ ფრანგული ლიტერატურისთვისაც ჟულიენ გრაკის პროზა ჩვეულებრივი, იოლად დასამორჩილებელი და მარტივად აღსაქმელი მოვლენა არ ყოფილა. ფრანგული სალიტერატურო კრიტიკის თითქმის ერთსულოვანი აღიარების მიუხედავად, რაც გრაკისათვის მინიჭებული პრემიებით გამოიხატა, ეს მწერალი არ არის საყოველთაოდ პოპულარული, რადგან იგი არასოდეს მიდის კომპრომისზე და მკითხველისთვის ენის მოჩლექას, საკუთარი თავის გამარტივებას, შეფუთვას და ისე მიწოდებას ამავე მკითხველის ეტაპობრივი გაზრდა და თავის სიმაღლემდე აყვანა ურჩევნია.
ალბათ, ამიტომაც განაცხადა ,,გალიმარის“ გამომცემლობამ უარი ჟულიენ გრაკის პირველი რომანის, ,,არგოლის ციხესიმაგრის“, გამოქვეყნებაზე, რამაც მწერალი აიძულა იმ დროისათვის სრულიად უცნობი გამომცემლის, ჟოზე კორტისათვის მიემართა და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩენილიყო.
,,გალიმარმა“ კი მოგვიანებით, წინა საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ჟულიენ გრაკი იმ იშვიათ მწერალთა რიცხვს მიაკუთვნა, ვინც სიცოცხლეშივე დაიბეჭდა ,,პლეადის“ პრესტიჟულ კოლექციაში.
ჟულიენ გრაკი ავტორია რომანებისა: ,,არგოლის ციხესიმაგრეში“, ,,მშვენიერი წყვდიადისეული“, ,,სირტის ნაპირები“, ,,აივანი ტყეში“, ,,კუნძული“, ,,წვრილი წყალი“, ,,დიდი გზის ჩანაწერები“, პიესისა - ,,ცოდვილი მეფე“ და მრავალრიცხოვანი კრიტიკული წერილებისა და კვლევების.
საინტერესოა, რომ ჟულიენ გრაკი მწერლის ლიტერატურული ფსევდონიმია. პროფესორმა ლუის პუარიემ, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის მკვეთრად გამიჯვნის მიზნით, ამჯობინა მხატვრული თხზულებები სწორედ ამ ფსევდონიმით დაესტამბა და ფართო მკითხველისათვის მისი ნამდვილი ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში თითქმის უცნობი დარჩენილიყო.
ყოველ შემთხვევაში, 1951 წელს, როცა მწერალმა გონკურის პრესტიჟული პრემიის მიღებაზე უარი განაცხადა, მისი უნივერსიტეტელი კოლეგები გაკვირვებით ესაუბრებოდნენ თვითონ პროფესორ ლუის პუარიეს ვიღაც ჟულიენ გრაკის შესახებ, რომელსაც ეყო გამბედაობა და ამპარტავნობა, გონკურების პრემია არ მიეღო.
პროფესორს, ალბათ, გულში ეღიმებოდა ნებისმიერ შეფასებაზე, რადგან, როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მისთვის მწერლობა საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალება იყო და არა გზა საყოველთაო პოპულარობის მოსახვეჭად.
ამავე ინტერვიუში გრაკი იმასაც აღნიშნავდა, რომ ნამდვილი ვინაობის გამჟღავნებისას იძულებული იქნებოდა აჰყოლოდა თანამედროვეობის თავბრუდამხვევ რიტმს და უარი ეთქვა მთავარზე, რაც მის პროზას სხვა ავტორებისაგან გამოარჩევს: აუჩქარებელი, მდორე რიტმი, რომელშიც ფრანგული ენის ათასგვარი ნიუანსი იხსნება და ამ ენის მთელი მშვენიერება სტილური ძიებების გამაოგნებელ ხვეულებში მკაფიოდ ილანდება.
კარგად მესმის, რომ ყოველი ასეთი შეფასება ნაკლულია და არაადეკვატური, მაგრამ ქართველ მკითხველს რომ მიახლოებითი წარმოდგენა მაინც შეექმნას გრაკის ლიტერატურულ სტილსა და პრინციპებზე, ქართველ მწერალთაგან მას, ალბათ, ოთარ ჩხეიძეს თუ შევადარებდით.
ჟულიენ გრაკის პროზის მთავარი კოზირი, ისევე როგორც ოთარ ჩხეიძისა ქართულ სინამდვილეში, მშობლიური ენაა. ის ფრანგული ენის სტიქიაში გრძნობს თავს ყველაზე ლაღად და ამ ენის ისეთ შრეებს ეხება, რაც თვითონ ყველა ფრანგისთვისაც კი თანაბრად გასაგები და მისაღები არ არის. ამიტომაც საერთოდ ძნელია მისი პროზის სხვა ენაზე თარგმნა და მთარგმნელისაგან გარკვეულ შემოქმედებით სიმამაცეს მოითხოვს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სასიამოვნოა, რომ გრაკის ,,სირტის ნაპირები“ ქართულად საერთოდ ითარგმნა და, მით უმეტეს, თარგმანი ძალიან კარგი გამოვიდა.
წიგნის მთარგმნელი დალი იაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნავს:
,,ჟულიენ გრაკი ქართულად არ იყო თარგმნილი. თუ არ ვცდები, ასევე თარგმნილი არ უნდა იყოს ,,საბჭოთა სივრცეში“ და რატომ? ის არ იყო ანგაჟირებული მწერალი. მას უწოდეს უკანასკნელი ფრანგი კლასიკოსი. სიმართლე რომ ვთქვა, იცით, რომ მე ვარ ფრანგულის სპეციალისტი და უნივერსიტეტში ფანტასტიკური პედაგოგები მყავდა, მაგრამ არც ერთისგან ჟულიენ გრაკი არ გამიგია. არ უხსენებიათ. არ ვიცი, ეს იმის ბრალია, რომ ჟულიენ გრაკი იყო ძალიან თავისებური პიროვნება, თავისებური ადამიანი, თუ იმ მიზეზის გამო, რომ მას ყველა ვერ კითხულობს. თვითონ ჟულიენ გრაკი ცდილობდა ეწერა ისე, რომ მის ნაწერში შემდეგ შესაცვლელი არაფერი ყოფილიყო, ანუ ძალიან ბეჯითად, როგორც თვითონ ამბობს, მუშაობდა თითოეულ ფრაზაზე და კატეგორიულად არ უნდოდა, რომ მისი ნაწარმოებები თარგმნილიყო. ცდილობდა იმდენად მიჯაჭვოდა ფრანგულ ენას, იმდენად შესულიყო ფრანგულ ენაში, რომ ფრანგის იქით მისი დაწერილი სხვისთვის არ ყოფილიყო გასაგები“.
ასეთ ვითარებაში, ცხადია, მთარგმნელი უკვე წინასწარვე თითქოს განწირულია მარცხისათვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ენიდან მეორე ენაზე თითქოს ყველაფრის გადატანა შესაძლებელია, მაინც რჩება ამა თუ იმ ლიტერატურაში ტექსტები, რომლებიც მხოლოდ ამ ლიტერატურის კუთვნილებაა და სხვა გარემოს ვერაფრით იგუებს - უფერული გამოჩნდება.
სასიხარულოა, რომ ქართული თარგმანი, ამ ობიექტური სირთულეების მიუხედავად, ძალზე შთამბეჭდავი გამოვიდა. ამის მიზეზი, მთარგმნელის - დალი იაშვილის - პროფესიონალიზმთან ერთად, რასაკვირველია, მისი ჯიუტი თავდადება და სიყვარულიც არის კონკრეტულად ამ მწერლისა და მისი ნაწერების მიმართ. დალი იაშვილი ამბობს:
,,ჟულიენ გრაკის სახელი გავიგე დაახლოებით 90-იან წლებში და აქ ვერანაირი ლიტერატურა მის შესახებ ვერ მოვიპოვე და ჩამოსული იყო ამ პერიოდისათვის საქართველოში საფრანგეთის განათლების მინისტრის მოადგილე ქალბატონი პერენ ნაფაკი, უნივერსიტეტში იყო სტუმრად და როცა გაიგო, რომ ვთარგმნიდი, მე მას დავუსვი კითხვა, თქვენთვის საყვარელი ლიტერატურა რომელია-მეთქი. მან მითხრა, რომ ეს არის ჟულიენ გრაკიო და მერე უშურველად გამომიგზავნა ყველა წიგნი ჟულიენ გრაკისა. რატომ ავირჩიე „სირტის ნაპირები“? ყველაზე მეტად მომეწონა და იცით? - შემიყვარდა ეს რომანი, ალბათ, მისი სირთულის გამო, ალბათ, იმის გამო, რომ ყოველ წაკითხვაზე, რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, რაღაც ახალს აღმოვაჩენ შიგ. თვითონ ჟულიენ გრაკმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ტექსტი არის დაწერილი ისე, რომ ყოველმა მკითხველმა თავისი განათლების, ერუდიციის მიხედვით შეიძლება წაიკითხოს სხვადასხვაგვარად“.
რაც მთავარია, ქართული თარგმანი ასეთი ინტერპრეტაციების საშუალებას ნამდვილად გვაძლევს და დალი იაშვილის ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ ერთგულად მიჰყვება დედნის მდინარებას, მაინც ითვალისწინებს ქართულ სამწერლობო გარემოს, მკითხველს, ვისთვისაც ამ წიგნის თარგმანია გამიზნული.
ალბათ, განსაკუთრებულად აღსანიშნავია გამომცემლობა ,,ინტელექტი“, რომელიც მიუხედავად გარკვეული საგამომცემლო რისკებისა, რაც ასეთი მწერლობის პუბლიკაციას ახლავს ხოლმე თან, დათანხმდა გამოეცა ჟულიენ გრაკის ,,სირტის ნაპირები“. თვითონ მთარგმნელმა ამ, ასე ვთქვათ, ,,ტექნიკურ სირთულეებთან“ დაკავშირებით საგანგებოდ აღნიშნა:
,,მე ამ ნაწარმოების თარგმნა გადავწყვიტე უკვე 2000 წელს, მაგრამ ვერც ერთი ქართველი გამომცემელი ვერ დავითანხმე. წიგნი იყო მოცულობითი და ვერ იგებდნენ, რატომ მომწონს და რატომ მინდოდა მისი თარგმნა. ვნანობ რას? 2006 წელს მოვხვდი საფრანგეთში და გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი ჟოზე კორტიეს გამომცემლობაში და მომეპოვებინა საავტორო უფლება, რომელიც დიდი პრობლემა იყო მაშინ. მივედი. ეს არის პარიზის ცენტრში და ცოტა კომიკური იყო ის, რომ ქართულად ჩაცმული ვარ, ჩვეულებრივი თბილისელი გაჭირვებული ქალი, შევდივარ და შემხვდენენ თავიდან ცივად, პარიზულად. მე დავიწყე ლაპარაკი და გაუკვირდათ, საქართველო ვინღაა და რა უნდა ამ ქალს, რა ენაზე უნდა ითარგმნოს ეს მათი ყველაზე კარგი მწერალი. თუმცა დაახლოებთ 20-25-წუთიანი საუბრის შემდეგ ბატონი ფირუდუ, რომელიც ახლაც არის ჟოზე კორტიეს გამომცემლობის ხელმძღვანელი, უეცრად მეუბნება: თუ გსურთ შეხვდეთ ბატონ გრაკს, დავურეკავ და შევხვდეთ. და არ ვიცი, რა დამემართა იმ წუთში, ძალიან დავიძაბე და ვეუბნები, ვერ შევხვდები-მეთქი. მე ვუთხარი: ეს არის იმდენად დიდი მწერალი და მე ვარ ახლა მოუმზადებელი. მე ჯერ სრულად ვერ ჩავწვდი მის არსს, ამიტომაც მერიდება, რომ შვხვდე და იმედი მაქვს, რომ ჩამოვალ გაისად ან ორი წლის შემდეგ და მას შევხვდები“. სამწუხაროდ, 2008 წელს ბატონი გრაკი გარდაიცვალა“.
გასაგებია მთარგმნელის გულისტკივილი, მაგრამ, ჩემი აზრით, ჟულიენ გრაკისა და დალი იაშვილის მთავარი შეხვედრა მაინც შედგა - შედგა არაჩვეულებრივ თარგმანში, რომელიც, ისევე როგორც დედანი, ძნელად დაგემორჩილება, მაგრამ თუ წაიკითხავ, შეუძლებელია, ერთი მხრივ, მწერლის და, მეორე მხრივ, მთარგმნელის მიმართ აღტაცების გრძნობამ არ შეგიპყროს.
ალბათ, ამიტომაც განაცხადა ,,გალიმარის“ გამომცემლობამ უარი ჟულიენ გრაკის პირველი რომანის, ,,არგოლის ციხესიმაგრის“, გამოქვეყნებაზე, რამაც მწერალი აიძულა იმ დროისათვის სრულიად უცნობი გამომცემლის, ჟოზე კორტისათვის მიემართა და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩენილიყო.
,,გალიმარმა“ კი მოგვიანებით, წინა საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ჟულიენ გრაკი იმ იშვიათ მწერალთა რიცხვს მიაკუთვნა, ვინც სიცოცხლეშივე დაიბეჭდა ,,პლეადის“ პრესტიჟულ კოლექციაში.
ჟულიენ გრაკი ავტორია რომანებისა: ,,არგოლის ციხესიმაგრეში“, ,,მშვენიერი წყვდიადისეული“, ,,სირტის ნაპირები“, ,,აივანი ტყეში“, ,,კუნძული“, ,,წვრილი წყალი“, ,,დიდი გზის ჩანაწერები“, პიესისა - ,,ცოდვილი მეფე“ და მრავალრიცხოვანი კრიტიკული წერილებისა და კვლევების.
საინტერესოა, რომ ჟულიენ გრაკი მწერლის ლიტერატურული ფსევდონიმია. პროფესორმა ლუის პუარიემ, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის მკვეთრად გამიჯვნის მიზნით, ამჯობინა მხატვრული თხზულებები სწორედ ამ ფსევდონიმით დაესტამბა და ფართო მკითხველისათვის მისი ნამდვილი ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში თითქმის უცნობი დარჩენილიყო.
ყოველ შემთხვევაში, 1951 წელს, როცა მწერალმა გონკურის პრესტიჟული პრემიის მიღებაზე უარი განაცხადა, მისი უნივერსიტეტელი კოლეგები გაკვირვებით ესაუბრებოდნენ თვითონ პროფესორ ლუის პუარიეს ვიღაც ჟულიენ გრაკის შესახებ, რომელსაც ეყო გამბედაობა და ამპარტავნობა, გონკურების პრემია არ მიეღო.
ჟულიენ გრაკი ქართულად არ იყო თარგმნილი. თუ არ ვცდები, ასევე თარგმნილი არ უნდა იყოს ,,საბჭოთა სივრცეში“ და რატომ? ის არ იყო ანგაჟირებული მწერალი. მას უწოდეს უკანასკნელი ფრანგი კლასიკოსი...დალი იაშვილი
პროფესორს, ალბათ, გულში ეღიმებოდა ნებისმიერ შეფასებაზე, რადგან, როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მისთვის მწერლობა საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალება იყო და არა გზა საყოველთაო პოპულარობის მოსახვეჭად.
ამავე ინტერვიუში გრაკი იმასაც აღნიშნავდა, რომ ნამდვილი ვინაობის გამჟღავნებისას იძულებული იქნებოდა აჰყოლოდა თანამედროვეობის თავბრუდამხვევ რიტმს და უარი ეთქვა მთავარზე, რაც მის პროზას სხვა ავტორებისაგან გამოარჩევს: აუჩქარებელი, მდორე რიტმი, რომელშიც ფრანგული ენის ათასგვარი ნიუანსი იხსნება და ამ ენის მთელი მშვენიერება სტილური ძიებების გამაოგნებელ ხვეულებში მკაფიოდ ილანდება.
კარგად მესმის, რომ ყოველი ასეთი შეფასება ნაკლულია და არაადეკვატური, მაგრამ ქართველ მკითხველს რომ მიახლოებითი წარმოდგენა მაინც შეექმნას გრაკის ლიტერატურულ სტილსა და პრინციპებზე, ქართველ მწერალთაგან მას, ალბათ, ოთარ ჩხეიძეს თუ შევადარებდით.
ჟულიენ გრაკის პროზის მთავარი კოზირი, ისევე როგორც ოთარ ჩხეიძისა ქართულ სინამდვილეში, მშობლიური ენაა. ის ფრანგული ენის სტიქიაში გრძნობს თავს ყველაზე ლაღად და ამ ენის ისეთ შრეებს ეხება, რაც თვითონ ყველა ფრანგისთვისაც კი თანაბრად გასაგები და მისაღები არ არის. ამიტომაც საერთოდ ძნელია მისი პროზის სხვა ენაზე თარგმნა და მთარგმნელისაგან გარკვეულ შემოქმედებით სიმამაცეს მოითხოვს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სასიამოვნოა, რომ გრაკის ,,სირტის ნაპირები“ ქართულად საერთოდ ითარგმნა და, მით უმეტეს, თარგმანი ძალიან კარგი გამოვიდა.
წიგნის მთარგმნელი დალი იაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნავს:
,,ჟულიენ გრაკი ქართულად არ იყო თარგმნილი. თუ არ ვცდები, ასევე თარგმნილი არ უნდა იყოს ,,საბჭოთა სივრცეში“ და რატომ? ის არ იყო ანგაჟირებული მწერალი. მას უწოდეს უკანასკნელი ფრანგი კლასიკოსი. სიმართლე რომ ვთქვა, იცით, რომ მე ვარ ფრანგულის სპეციალისტი და უნივერსიტეტში ფანტასტიკური პედაგოგები მყავდა, მაგრამ არც ერთისგან ჟულიენ გრაკი არ გამიგია. არ უხსენებიათ. არ ვიცი, ეს იმის ბრალია, რომ ჟულიენ გრაკი იყო ძალიან თავისებური პიროვნება, თავისებური ადამიანი, თუ იმ მიზეზის გამო, რომ მას ყველა ვერ კითხულობს. თვითონ ჟულიენ გრაკი ცდილობდა ეწერა ისე, რომ მის ნაწერში შემდეგ შესაცვლელი არაფერი ყოფილიყო, ანუ ძალიან ბეჯითად, როგორც თვითონ ამბობს, მუშაობდა თითოეულ ფრაზაზე და კატეგორიულად არ უნდოდა, რომ მისი ნაწარმოებები თარგმნილიყო. ცდილობდა იმდენად მიჯაჭვოდა ფრანგულ ენას, იმდენად შესულიყო ფრანგულ ენაში, რომ ფრანგის იქით მისი დაწერილი სხვისთვის არ ყოფილიყო გასაგები“.
მე ამ ნაწარმოების თარგმნა გადავწყვიტე უკვე 2000 წელს, მაგრამ ვერც ერთი ქართველი გამომცემელი ვერ დავითანხმე. წიგნი იყო მოცულობითი და ვერ იგებდნენ, რატომ მომწონს და რატომ მინდოდა მისი თარგმნა...დალი იაშვილი