ლუის კეროლის სახელი ყველა კულტურულ ადამიანს ბავშვობიდანვე მოჰყვება. მისი შედევრი "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" სწორედ ის წიგნია, რომელსაც ადრეული სიყმაწვილიდან ვკითხულობთ და მერეც არაერთხელ ვუბრუნდებით სხვადახვა ასაკში. იცვლება მასშტაბები, აღქმის კუთხე და სიღრმე, მაგრამ უცვლელია ემოცია, რომელსაც ეს არაჩვეულებრივი ტექსტი გვანიჭებს: ხალასი, თამაშისეული დამოკიდებულება ყოფიერების ურთულესი საკითხებისადმი ლუის კეროლის ტექსტს ბავშვების საყვარელ საკითხავად აქცევს, მოგვიანებით კი იმასაც გავიაზრებთ, რამხელა ტრაგიზმით არის გამსჭვალული წიგნის თითოეული ფრაზა, თვით ისეთი მონაკვეთებიც კი, რომლებიც პრაქტიკულად ავტორის მიერ გამოგონილ ენაზეა შექმნილი და ადამიანთა, საერთოდ, ცოცხალ არსებათა შორის სიღრმისეული კომუნიკაციის საბედისწერო შეუძლებლობაზე მიუთითებს.
გავლენა, რომელიც ლუის კეროლის ამ ნაწარმოებმა მთელ შემდგომდროინდელ ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და ფილოსოფიაზეც კი იქონია, დღემდე ერთგვარი შლეიფივით მოჰყვება თან ტექსტს.
მწერალი და ანგლისტი ზურაბ ქარუმიძე იმის თაობაზე, თუ რა განაპირობებს მკითხველის ასეთ ცოცხალ ინტერესს წიგნის მიმართ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს:
"ძალიან რთულია ამის ახსნა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ წიგნმა ზეგავლენა მოახდინა უამრავ სხვა წიგნზე და არა მხოლოდ ლიტერატურულ წიგნზე, არამედ ფილოსოფიურზე, მათემატიკურზე, ლინგვისტურზე, კულტურულოგიურზე. ყველაფერი ეს არის მახვილგონიერებისა და სიურრეალიზმის ნაზავი, ანუ მე რომ ვამბობ ხშირად, ხელოვნება თამაშის ხელოვნებაა-მეთქი, უპირველეს ყოვლისა, აქ თამაში ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. უზარმაზარ საზრდოს აძლევს მწერლის წარმოსახვას ეს წიგნი. ჯოისი იკვებებოდა ამ წიგნით, ნაბოკოვი. აი, ასეთი ავტორები. ფილოსოფია ვახსენე და ჟილ დელიოზის საზრისის
ლოგიკა ამითი იწყება. უამრავი ავტორი შთააგონა ამ წიგნმა და, ალბათ, მაინც ეს არის საოცარი ნაზავი წარმოსახვის, მახვილგონიერების, სიტყვით თამაშის... განუმეორებელი ოსტატია სიტყვით თამაშის, ხო. ეგრეთ წოდებული ,,პორტმანე-სიტყვები“ აქვს შექმნილი, ანუ სიტყვებს რამდენიმე სემანტიკური ჯიბე აქვს".
ამ უცნაურ ენაზე ჩანართ რამდენიმე ნიმუშსაც რომ თავი დავანებოთ, კეროლის ეს წიგნი სათარგმნელად ურთულესი მასალაა. თავისთავად უაღრესად თავისებური პროზა, სადაც სხვადასხვა ტიპის პოეტური ნიმუშებია ჩართული, ისე არტისტულად არის გადაწნული ერთმანეთზე, რომ მთელი ამ ფოიერვერკის სხვა ენაზე გადატანა შეუძლებელი ამოცანა ჩანს. ,,ელისის“ რუსულ ენაზე მთარგმნელის ბორის ზახოდერის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, "’ელისი’ მთარგმნელის წინაშე წამოჭრის გადაუჭრელ პრობლემებს და საჭიროა გადააბიჯო ’თარგმანს’, რათა გადაჭრა ეს პრობლემები".
ამ ობიექტურ სირთულეთა მიუხედავად, კეროლის შედევრი დილოგია მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურული ქვეყნის ენაზეა თარგმნილი და თანაც არაერთხელ. აქამდე გვქონდა ამ დილოგიის პირველი წიგნის ორი ქართული ვერსიაც: ერთი, შედარებით ადრეული, ინგლისურიდან თარგმნილი ალექსანდრე გამყრელიძის მიერ, და მეორე,1997 წელს ჟურნალ ,,კალთის“ ბიბლიოთეკის ეგიდით დასტამბული, გიორგი გოკიელის ბრწყინვალე ნამუშევარი, რომელმაც თავის დროზე მკითხველზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და გააჩინა სრულიად ჯანსაღი ინტერესი, რომ გოკიელსვე ეთარგმნა ამ დილოგიის მეორე ნაწილიც, მით უფრო, რომ მალე გაირკვა - გიორგი გოკიელი დილოგიის მეორე წიგნზე, ანუ "სარკისმიღმეთზეც", მუშაობდა.
მას შემდეგ ოცი წელი გავიდა და წელს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში" გიორგი გოკიელის თარგმნილი ლუის კეროლის დილოგია სრულად დაისტამბა.
თუ რამეზე შეიძლება ითქვას საჩუქარი, სწორედ ამ თარგმანზე, რომელმაც გიორგი გოკიელის 20-წლიანი შემოქმედებითი ძიებები გააერთიანა და საშუალება მოგვცა, კეროლის უკვდავი წიგნის არაჩვეულებრივი ზუსტი და ცოცხალი ინტერპრეტაცია წაგვეკითხა.
საგულისხმოა, რომ სწორედ სასაჩუქრე ფორმატითაა გამოცემული წიგნი, ძალზე მდიდრული გარეკანითა და ხარისხით, და, რაც მთავარია, კეროლის თანამედროვე ილუსტრატორის, ჯონ ტენიელის, კლასიკური გრავიურებით არის გაფორმებული.
თვითონ თარგმანი კი ნიმუშია იმისა, რა სასწაულს ახდენს ვითარება, როცა მთარგმნელი თანაბრად კარგად ფლობს როგორც დედნის ენას, ასევე მშობლიური ენის სხვისთვის მოუხელთებელ ხვეულებსა და ნიუანსებს.
გიორგი გოკიელმა, ჩემი აზრით, წარმოუდგენელი რამ მოახერხა: ისე გადააბიჯა ,,თარგმანს“, რომ ამით კი არ დაშორდა, კიდევ უფრო მიუახლოვდა მთავარს - დედანში განფენილ უჩვეულო ენობრივ და მხატვრულ რეალობას.
ზურაბ ქარუმიძე გოკიელის ამ თარგმანის შესახებ აღნიშნავს: "გია გოკიელმა ნაწილობრივ გაიზიარა ნიკო ყიასაშვილის ბედი, რომელიც 'ულისეს' თარგმნიდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, და ეს ბუნებრივია, რადგან 'ულისეც' ასეთი ტიპის წიგნია, რომელსაც ასე, ერთი ჩაჯდომით ვერ თარგმნი. ამას უნდა შეალიო, ფაქტობრივად, ცხოვრების ნაწილი. და გიაც აი, ასეთ წიგნს შეეჭიდა, ურთულეს წიგნს, სათარგმნად. ვიმეორებ: სიტყვით თამაში სადაც არის, ძალიან რთული სათარგმნია ყველაფერი და ზოგ შემთხვევაში, უბრალოდ, გაუგებარია, რა ენიდან თარგმნი; ანუ არის იქ რამდენიმე პასაჟი, ცნობილი ძალიან, მაგალითად 'ჯაბერუოკი', რომელიც ხელოვნურად შექმნილი ენაა, თვითონ ლუის კეროლის გამოგონილი ენაა, რომელიც ახდენს ენის იმიტაციას. ამიტომ შენც უნდა აიღო და, ფაქტობრივად, ხელოვნური რაღაც ენა შექმნა, ქართულზე დაყდნობით, რაც წარმოუდგენლად რთული ამოცანაა".
თვითონ მთარგმნელი, გია გოკიელი, თარგმანის პროცესის სირთულეებზე ამბობს: "უნდა გითხრათ, რომ თავიდან ერთიანი კონცეფცია არ მქონია და, ამდენად, არც თარგმანის თეორიებითა და ასეთი რამეებით არ ვხელმძღვანელობდი. მე, საერთოდ, ასე მწამს, რომ ადამიანმა უნდა წაიკითხოს, უნდა იცნობდეს თარგმანის თეორიას, მაგრამ მუშაობის დროს უნდა დაივიწყოს სრულიად და სრულიად უნდა განყენდეს, ამიტომ თარგმანი ჩემთვის მაინც არის ინტუიტიური პროცესი. რასაკვირველია, ეს ჟანრობრივი, უფრო ინტონაციური სახესხვაობანი, რაც ნაწარმოებში გვხვდება, აუცილებლად დასაჭერი და შესანარჩუნებელი იყო და, პირველ რიგში, ეს არის კონტრასტი თვითონ ავტორისეულ თხრობასა და პერსონაჟთა მეტყველებას შორის. ავტორისეული თხრობა, შეიძლება ითქვას, ზღვარზეა, ბავშვთან საუბრის, ერთგვარი ენამოჩლექით საუბრის ზღვარზეა, რომელიცშეიძლება გაგექცეს და თვითონ თარგმანში გამოგივიდეს ეს ენისმოჩლექა. რაც შეეხება მთავარ სირთულეს, მე თავიდან მეგონა, რომ
იქნებოდა ეს ენობრივი თამაში და, ასე ვთქვათ, ეს ჟონგლიორობა სიტყვებით, თუმცა ეს იმდენად რთული არ აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც, აი, ამ თხრობის ინტონაციისა და მსვლელობის შენარჩუნება. ეს იყო მოულოდნელად ყველაზე რთული ამოცანა".
შეიძლება სრულიად კატეგორიულად ითქვას, რომ გია გოკიელმა ამ ყველაზე რთულ ამოცანას თავი დიდი წარმატებით გაართვა. ქართული კეროლი ამ მხრივ სრულიად გამორჩეულია და, მთარგმნელის დიდი ოსტატობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ისეთ ფერადოვან კალეიდოსკოპში ვხვდებით, რაც სწორედ სარკისებურ ეფექტს ახდენს. ალბათ, ასეთი იქნებოდა არა ელისი, არამედ თვითონ ლუის კეროლის ეს ტექსტი რომ სარკისმიღმეთში მოხვედრილიყო.
ამ წიგნის ქართული სარკისმიღმეთი უჩვეულოდ ადეკვატური, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ზღაპრული გამოვიდა.
ამიტომაც შეუძლებელია არ დაეთანხმო ზურაბ ქარუმიძეს, რომელმაც გოკიელის თარგმანის შესახებ გვითხრა:
"უდიდეს შექებას იმსახურებს გია ამ საოცარი საქმისთვის. ურთულესი რამ გააკეთა მან. ვულოცავ მას და ქართველ მკითხველსაც".
გავლენა, რომელიც ლუის კეროლის ამ ნაწარმოებმა მთელ შემდგომდროინდელ ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და ფილოსოფიაზეც კი იქონია, დღემდე ერთგვარი შლეიფივით მოჰყვება თან ტექსტს.
მწერალი და ანგლისტი ზურაბ ქარუმიძე იმის თაობაზე, თუ რა განაპირობებს მკითხველის ასეთ ცოცხალ ინტერესს წიგნის მიმართ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს:
"ძალიან რთულია ამის ახსნა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ წიგნმა ზეგავლენა მოახდინა უამრავ სხვა წიგნზე და არა მხოლოდ ლიტერატურულ წიგნზე, არამედ ფილოსოფიურზე, მათემატიკურზე, ლინგვისტურზე, კულტურულოგიურზე. ყველაფერი ეს არის მახვილგონიერებისა და სიურრეალიზმის ნაზავი, ანუ მე რომ ვამბობ ხშირად, ხელოვნება თამაშის ხელოვნებაა-მეთქი, უპირველეს ყოვლისა, აქ თამაში ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. უზარმაზარ საზრდოს აძლევს მწერლის წარმოსახვას ეს წიგნი. ჯოისი იკვებებოდა ამ წიგნით, ნაბოკოვი. აი, ასეთი ავტორები. ფილოსოფია ვახსენე და ჟილ დელიოზის საზრისის
ამ უცნაურ ენაზე ჩანართ რამდენიმე ნიმუშსაც რომ თავი დავანებოთ, კეროლის ეს წიგნი სათარგმნელად ურთულესი მასალაა. თავისთავად უაღრესად თავისებური პროზა, სადაც სხვადასხვა ტიპის პოეტური ნიმუშებია ჩართული, ისე არტისტულად არის გადაწნული ერთმანეთზე, რომ მთელი ამ ფოიერვერკის სხვა ენაზე გადატანა შეუძლებელი ამოცანა ჩანს. ,,ელისის“ რუსულ ენაზე მთარგმნელის ბორის ზახოდერის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, "’ელისი’ მთარგმნელის წინაშე წამოჭრის გადაუჭრელ პრობლემებს და საჭიროა გადააბიჯო ’თარგმანს’, რათა გადაჭრა ეს პრობლემები".
ამ ობიექტურ სირთულეთა მიუხედავად, კეროლის შედევრი დილოგია მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურული ქვეყნის ენაზეა თარგმნილი და თანაც არაერთხელ. აქამდე გვქონდა ამ დილოგიის პირველი წიგნის ორი ქართული ვერსიაც: ერთი, შედარებით ადრეული, ინგლისურიდან თარგმნილი ალექსანდრე გამყრელიძის მიერ, და მეორე,1997 წელს ჟურნალ ,,კალთის“ ბიბლიოთეკის ეგიდით დასტამბული, გიორგი გოკიელის ბრწყინვალე ნამუშევარი, რომელმაც თავის დროზე მკითხველზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და გააჩინა სრულიად ჯანსაღი ინტერესი, რომ გოკიელსვე ეთარგმნა ამ დილოგიის მეორე ნაწილიც, მით უფრო, რომ მალე გაირკვა - გიორგი გოკიელი დილოგიის მეორე წიგნზე, ანუ "სარკისმიღმეთზეც", მუშაობდა.
მას შემდეგ ოცი წელი გავიდა და წელს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში" გიორგი გოკიელის თარგმნილი ლუის კეროლის დილოგია სრულად დაისტამბა.
სიტყვით თამაში სადაც არის, ძალიან რთული სათარგმნია ყველაფერი და ზოგ შემთხვევაში, უბრალოდ, გაუგებარია, რა ენიდან თარგმნი; ანუ არის იქ რამდენიმე პასაჟი, ცნობილი ძალიან, მაგალითად "ჯაბერუოკი", რომელიც ხელოვნურად შექმნილი ენაა, თვითონ ლუის კეროლის გამოგონილი ენაა, რომელიც ახდენს ენის იმიტაციას...ზურაბ ქარუმიძე