ბოლო დროს, როდესაც მხატვრული ლიტერატურის კრიზისზე საუბრობენ, ხშირად გამიგონია, რომ ამ კრიზისის ძირითადი მიზეზი სიუჟეტის ან ამბების, ნარატივის გამოფიტვაა. იგულისხმება ის, რომ მხატვრულ ლიტერატურაში, ყველაფერი რისი მოყოლაც შეიძლებოდა, უკვე ნაამბობია და თანამედროვე მწერალი ამ მხრივ ბევრს ვეღარაფერს დაამატებს. შეიძლებოდა გვედავა ამ ამ საკითხზე, მაგრამ ახლა, ცხადია, ეს ამბავი საკამათოდ არ გამხსენებია.
მხატვრული ლიტერატურის კრიზისისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ვგრძნობ, ჩემი ,,შუახნის ასაკის კრიზისი“ ჯერჯერობით იმით გამოვლინდა, რომ ახლა დოკუმენტური პროზა უფრო მაინტერესებს. თვითონაც მქონდა გარკვეული მცდელობა ამ მიმართულებით მუშაობისა და ვიცი, რა რთულია, მოჰყვე საკუთარ ცხოვრებაზე, ილაპარაკო ადამიანებზე, რომლებიც ჯერაც ცოცხლები არიან და შეიძლება ამ ყველაფერს შენგან განსხვავებულად აღიქვამდნენ და აფასებდნენ. გარდა ამისა, ჩვენ ყველას გვაქვს სურვილი, ოდნავ უკეთესები გამოვჩნდეთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ და ამიტომ დოკუმენტურ პროზაში ადამიანი ამბავს და თავის ადგილს ამ ამბავში ზოგჯერ სრულიად ქვეშეცნეულად ალამაზებს. არადა, ასეთი ჟანრის წიგნებს მხოლოდ მაშინ ექნება ფასი, თუ ყველაფერს გულწრფელად მოჰყვები.
გოგი გვახარიას დოკუმენტური ესეების წიგნი ,,ცრემლიანი სათვალე“, უპირველესად, სწორედ გულწრფელობით მოგხიბლავთ. თავის დროზე, როცა ეს ჩანაწერები ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა ჟურნალ ,,ცხელ შოკოლადში“, ამ მრავალმხრივ საინტერესო ჟურნალს სწორედ გოგი გვახარიას ,,ცრემლიანი სათვალის“ გამოც ველოდი თვიდან თვემდე.
ამ ცოტა ხნის წინათ კი ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ წიგნად დასტამბულმა ,,ცრემლიანმა სათვალემ“ ჩემზე კიდევ ერთხელ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. უპირველესად, იმის გამო, რომ გვახარიას წიგნის კითხვისას ვიგრძენი, რა პირობითი ცნებაა ,,გულწრფელობა“ და როგორ შეიძლება ადამიანმა შენს ცხოვრებაზე ისე ილაპარაკო, რომ ყველაფერი ერთი კი არა, ერთდროულად რამდენიმე რაკურსით გამოჩნდეს.
თვითონ გოგი გვახარიამ ამ თემაზე ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:
"გულწრფელობის ზღვარი არსებობს. არსებობს გულწრფელობა და არსებობს გაშიშვლება. და აქ ბეწვის ხიდზე გავდივართ. ყველაზე რთული იყო სწორედ, აი, ამ შუალედის დაცვა. მთელი აბზაცები ყოფილა, როცა გადავიკითხე, ვიგრძენი, რომ ეს ,,გაშიშვლებაა“, და ამომიღია. ან ყოფილა სწორედ რამდენიმე ისეთი აბზაცი, რომ წერ და შენს თავს ეუბნები, თუ ჰყვები რაღაცას, ჯობია, მოჰყვე, ვიდრე არ მოჰყვეო".
ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ჩემი აზრით, გოგი გვახარიას წიგნის მთელი ,,მარილი“ ლიტერატურაში კინემატოგრაფიული პრინციპების ოსტატურად გადმოტანასა და გამოყენებაში იმალება. გვახარია ძალიან კარგად ფლობს ახლო და შორი ხედების მონაცვლეობის პრინციპით პანორამული სურათის შექმნის საიდუმლოს და გულწრფელობის ეფექტსაც სწორედ ამის მიხედვით ათამაშებს. სადაც საჭიროა, ის უცებ ახლო ხედით გვაჩვენებს თავისი ცხოვრების კადრს, ოდნავ საჩოთირო სიტუაციისას კი პერსონაჟს შორს გადატყორცნის და მის ნაცვლად თვითონ ამბავს გადახედავს ზემოდან.
ამას თვითონ წიგნის ავტორიც აღნიშნავს:
,,ეს არ არის მწერლის დაწერილი, ეს არის მართლა კინემატოგრაფისტის დაწერილი, ანუ მართლა მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო კინოდღიურები და მართლა დაენახა მკითხველს, რეალურად დაენახა კინო. თუ რამე არის ამ წიგნში განსხვავებული, ალბათ, ის არის, რომ ეს არის სწორედ კინემატოგრაფისტის დაწერილი წიგნი“.
იქნებ ესეც ქმნის ამ არაჩვეულებრივი ნარატივის ინტელიგენტურ ფონს. დიახ, სწორედ ინტელიგენტურსა და არა ინტელექტუალურს, რადგან მიუხედავად იმისა, როგორი დევალვაცია განიცადა ამ სიტყვამ სხვადასხვა ეპოქის საქართველოში, იმ ინტელექტულობასა თუ სულიერ არისტოკრატიზმს, როგორითაც წიგნიდან თვითონ გოგი გვახარიას პერსონაჟი მოჩანს, ფასი არასოდეს დაუკარგავს.
მართალია, თვითონ ავტორს არასოდეს ღალატობს იუმორისა და გარკვეული თვითირონიის გრძნობა და საკუთარ თავს ადგილ-ადგილ თბილისელ სნობებს შორის მოიხსენიებს, მაგრამ თვითონ წიგნი არ არის ერთი სოციალური ფენისა თუ კლანის ცხოვრების ან დაკვირვებების ამსახველი. აქ სახეების მთელი გალერეაა, სადაც უამრავ ადამიანს გადაეყრებით: წინდებში თასმებჩატანებული, თბილისში ჩამოსული პროვინციელი ყმაწვილიდან მოყოლებული, ბატონ ლეომდე - სამხატვრო აკადემიის გემოვნებიან და სტუდენტების საყვარელ ლექტორამდე; ბოშა ლილიადან მოკიდებული, ავტორის სიყმაწვილის მეგობარ, შემდგომში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეუფემდე.
ყველა ეს პორტრეტი ძალზე ძუნწად, ხშირად რამდენიმე ფრაზით არის დახატული, მაგრამ პერსონაჟის ისეთ სახასიათო შტრიხებს გადმოგვცემს, რომ შეუძლებელია, ყოველი მათგანი ცხადად არ წარმოიდგინო და დაინახო. ამ რეალური პერსონაჟების გვერდით, წიგნში არანაკლები და ეგებ მათზე უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველა იმ კინოგმირს, კინორეჟისორსა თუ ლიტერატურულ პერსონაჟს, რომელმაც ავტორის გემოვნებაზე, მსოფლაღქმასა თუ, საერთოდ, ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია. არსებითად, მკითხველი ვერ ხვდება, რა უფრო მნიშვნელოვანია გოგი გვახარიასათვის: ნაცნობები თუ ის უცნობი ადამიანები, რომლებიც ჩვენზე კინოსა თუ, საერთოდ, ხელოვნების მეშვეობით მოქმედებენ. რეალურად ასე გამჭოლად გადის ერთმანეთში კინო და ცხოვრება, ასე გადადის ცხოვრება კინოში და კინო ცხოვრებაში...
კომპოზიციურად წიგნი წლების მიხედვით არის დაყოფილი და ის 1974 წლიდან 2004 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. თუმცა, ცხადია, ეს არ არის ამ ეპოქის საქართველოს ბანალური ისტორია. ეს ის ამბებია, რაც ავტორისთვის სუბიექტურად იყო მნიშვნელოვანი და არა ქვეყნისათვის. საინტერესო იქნებოდა, ამ ჩეულებრივი ისტორიული ქრონიკის შედარება გოგი გვახარიას წიგნში მოთხრობილ მოვლენებთან. ვფიქრობ, ეს ექსპერიმენტი კიდევ ერთხელ დაგვანახვებდა იმ უფსკრულის სიღრმეს, რაც ერთი პიროვნების ცხოვრებასა და საზოგადო მოვლენებს შორის ჩნდება ხოლმე ტოტალიტარულ ქვეყანაში. ჩემი აზრით, ეს ფრაგმენტულობა წიგნის კომპოზიციის არაჩვეულებრივად მყარი ხერხემალია, თუმცა თვითონ გოგი გვახარია ამას „ცრემლიანი სათვალის“ ნაკლად მიიჩნევს და ამბობს:
"მე, ვთქვათ, კრიტიკულ რეცენზიას დავწერდი ამ წიგნზე, ისევე როგორც ფილმებზე დამიწერია კრიტიკული რეცენზიები, იმიტომ რომ მთავარი არგუმენტი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ჩემი აზრით, არის მთლიანობა. ეს თავები იწერებოდა სხვადასხვა დროს, მეც ვიცვლებოდი, განწყობა მეცვლებოდა, ხასიათი მეცვლებოდა, ამინდი იცვლებოდა და დამოკიდებულებაც საკუთარი თავისადმი და, ჩემი აზრით, ეს განსხვავებული განწყობები აქ ჩანს. ერთი თავიდან მეორე თავზე გადასვლის ინტრიგაც ნაკლებია, ანუ ეს არის თავები და, ვფიქრობ, მაინც უკეთესი იყო ჟურნალში".
ავტორის ასეთი თვითკრიტიკული შეფასების მიუხედავად, ვფიქრობ, წიგნი მაინც არაჩვეულებრივად შეკრული და, სწორედაც რომ, მთლიანი ტექსტია; თავიდან თავზე გადასვლის ინტრიგის მაპროვოცირებლად კი აქ არა იმდენად კომპოზიცია, რამდენადაც მკითხველის ინტერესი, სხვების ცხოვრების ჭვრეტის, ანუ ვუაიერიზმის, ის ჟინი გვევლინება, რაც კინომანებს სხვა ადამიანებზე მეტადა აქვთ გამძაფრებული.
გარდა ამისა, ნიშანი, რითაც ვხვდებით, რომ, კინემატროგრაფისტთან ერთად, წიგნი ძალიან კარგმა მწერალმაც დაწერა, მისი ლაღი, ბუნებრივი, სალაპარაკო ენასთან მაქსიმალურად მიახლოებული, მაგრამ აზრობრივი აქცენტების გადანაწილებით გამდიდრებული ენაა. ამიტომაც გრჩება წიგნის დასრულებისას დაუკმაყოფილებლობის განცდა და გრძნობ, რომ უკვე წაკითხული 400 გვერდის გარდა, კიდევ 400 გვერდს ასევე მოუწყინრად წაიკითხავდი. თუმცა გვახარიამ, როგორც თამაშის და, ამ შემთხვევაში, ენობრივი და სტილური თამაშების ოსტატმა, კარგად იცის სად დასვას წერტილი, როგორ მოიპოვოს შენი ნდობა ისე, რომ ერთი და იგივე ამბავი თან ძალიან აღმატებულად, თან დისტანცირებული ირონიით შეაფასოს. მაგალითად, „ცრემლიანი სათვალის“ მეშვიდე ნაწილში ასეთ ამბავსაც წაიკითხავთ: ,,ტარკოვსკიმ... გაიხსენა შეხვედრა მაყურებელთან რომელიღაც რუსულ პროვინციაში, სადაც ,,სარკის“ დამთავრების შემდეგ იქაურ ინტელექტუალებს ფილმის მეტაფორულ ენაზე დაუწყიათ მსჯელობა და დისკუსია გვიან ღამემდე გაგრძელებულა... ბოლოს, დარბაზში დამლაგებელი შემოსულა და უთქვამს: აღარ დაამთავრებთ? რას ლაპარაკობთ ამდენს? მარტივი ფილმია. კაცი მთელი ცხოვრება სცოდავდა და ახლა ინანიებსო. ამ დამლაგებელმა ქალმა ყველაზე უკეთ გაიგო ჩემი ფილმიო! - ბრძანა ტარკოვსკიმ და, ცოტა არ იყოს, დააბნია ტარკოვსკისა და ერთმანეთის სანახავად მოსული თბილისელი სნობები.
მეც, მათ შორისო“ , - წერს გოგი გვახარია.
ცხადია, ამ პასაჟის მერე, სიბრიყვე იქნებოდა, გოგი გვახარიას წიგნის მეტაფორებზე ანუ, ზოგადად, მხატვრულ ხერხებზე დაგვეწყო საუბარი. მაგრამ ის კი მაინც უნდა ითქვას, რომ სწორედ ასეთი ცინცხალი ყოფითი დაკვირვებებია ამ წიგნის უმთავრესი მეტაფორები. ხერხი, როცა ისე მიაკუთვნებ რომელიმე ჯგუფს საკუთარ თავს, რომ სწორედ ამით ემიჯნები. თორემ დანარჩენი ლირიკაა, ანუ როგორც პავლე მოციქულის ერთი ციტატი თვითონ გვახარიას ოსტატურად შურჩევია თავისი წიგნის ერთ-ერთი საუკეთესო თავის სათაურად: ,,თორემ ენით კი ვის არ შეუცოდავს?“
მეც, მათ შორის...
მხატვრული ლიტერატურის კრიზისისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ვგრძნობ, ჩემი ,,შუახნის ასაკის კრიზისი“ ჯერჯერობით იმით გამოვლინდა, რომ ახლა დოკუმენტური პროზა უფრო მაინტერესებს. თვითონაც მქონდა გარკვეული მცდელობა ამ მიმართულებით მუშაობისა და ვიცი, რა რთულია, მოჰყვე საკუთარ ცხოვრებაზე, ილაპარაკო ადამიანებზე, რომლებიც ჯერაც ცოცხლები არიან და შეიძლება ამ ყველაფერს შენგან განსხვავებულად აღიქვამდნენ და აფასებდნენ. გარდა ამისა, ჩვენ ყველას გვაქვს სურვილი, ოდნავ უკეთესები გამოვჩნდეთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ და ამიტომ დოკუმენტურ პროზაში ადამიანი ამბავს და თავის ადგილს ამ ამბავში ზოგჯერ სრულიად ქვეშეცნეულად ალამაზებს. არადა, ასეთი ჟანრის წიგნებს მხოლოდ მაშინ ექნება ფასი, თუ ყველაფერს გულწრფელად მოჰყვები.
გოგი გვახარიას დოკუმენტური ესეების წიგნი ,,ცრემლიანი სათვალე“, უპირველესად, სწორედ გულწრფელობით მოგხიბლავთ. თავის დროზე, როცა ეს ჩანაწერები ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა ჟურნალ ,,ცხელ შოკოლადში“, ამ მრავალმხრივ საინტერესო ჟურნალს სწორედ გოგი გვახარიას ,,ცრემლიანი სათვალის“ გამოც ველოდი თვიდან თვემდე.
ამ ცოტა ხნის წინათ კი ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ წიგნად დასტამბულმა ,,ცრემლიანმა სათვალემ“ ჩემზე კიდევ ერთხელ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. უპირველესად, იმის გამო, რომ გვახარიას წიგნის კითხვისას ვიგრძენი, რა პირობითი ცნებაა ,,გულწრფელობა“ და როგორ შეიძლება ადამიანმა შენს ცხოვრებაზე ისე ილაპარაკო, რომ ყველაფერი ერთი კი არა, ერთდროულად რამდენიმე რაკურსით გამოჩნდეს.
ეს არ არის მწერლის დაწერილი, ეს არის მართლა კინემატოგრაფისტის დაწერილი, ანუ მართლა მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო კინოდღიურები და მართლა დაენახა მკითხველს, რეალურად დაენახა კინო...გოგი გვახარია
"გულწრფელობის ზღვარი არსებობს. არსებობს გულწრფელობა და არსებობს გაშიშვლება. და აქ ბეწვის ხიდზე გავდივართ. ყველაზე რთული იყო სწორედ, აი, ამ შუალედის დაცვა. მთელი აბზაცები ყოფილა, როცა გადავიკითხე, ვიგრძენი, რომ ეს ,,გაშიშვლებაა“, და ამომიღია. ან ყოფილა სწორედ რამდენიმე ისეთი აბზაცი, რომ წერ და შენს თავს ეუბნები, თუ ჰყვები რაღაცას, ჯობია, მოჰყვე, ვიდრე არ მოჰყვეო".
ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ჩემი აზრით, გოგი გვახარიას წიგნის მთელი ,,მარილი“ ლიტერატურაში კინემატოგრაფიული პრინციპების ოსტატურად გადმოტანასა და გამოყენებაში იმალება. გვახარია ძალიან კარგად ფლობს ახლო და შორი ხედების მონაცვლეობის პრინციპით პანორამული სურათის შექმნის საიდუმლოს და გულწრფელობის ეფექტსაც სწორედ ამის მიხედვით ათამაშებს. სადაც საჭიროა, ის უცებ ახლო ხედით გვაჩვენებს თავისი ცხოვრების კადრს, ოდნავ საჩოთირო სიტუაციისას კი პერსონაჟს შორს გადატყორცნის და მის ნაცვლად თვითონ ამბავს გადახედავს ზემოდან.
,,ეს არ არის მწერლის დაწერილი, ეს არის მართლა კინემატოგრაფისტის დაწერილი, ანუ მართლა მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო კინოდღიურები და მართლა დაენახა მკითხველს, რეალურად დაენახა კინო. თუ რამე არის ამ წიგნში განსხვავებული, ალბათ, ის არის, რომ ეს არის სწორედ კინემატოგრაფისტის დაწერილი წიგნი“.
იქნებ ესეც ქმნის ამ არაჩვეულებრივი ნარატივის ინტელიგენტურ ფონს. დიახ, სწორედ ინტელიგენტურსა და არა ინტელექტუალურს, რადგან მიუხედავად იმისა, როგორი დევალვაცია განიცადა ამ სიტყვამ სხვადასხვა ეპოქის საქართველოში, იმ ინტელექტულობასა თუ სულიერ არისტოკრატიზმს, როგორითაც წიგნიდან თვითონ გოგი გვახარიას პერსონაჟი მოჩანს, ფასი არასოდეს დაუკარგავს.
მართალია, თვითონ ავტორს არასოდეს ღალატობს იუმორისა და გარკვეული თვითირონიის გრძნობა და საკუთარ თავს ადგილ-ადგილ თბილისელ სნობებს შორის მოიხსენიებს, მაგრამ თვითონ წიგნი არ არის ერთი სოციალური ფენისა თუ კლანის ცხოვრების ან დაკვირვებების ამსახველი. აქ სახეების მთელი გალერეაა, სადაც უამრავ ადამიანს გადაეყრებით: წინდებში თასმებჩატანებული, თბილისში ჩამოსული პროვინციელი ყმაწვილიდან მოყოლებული, ბატონ ლეომდე - სამხატვრო აკადემიის გემოვნებიან და სტუდენტების საყვარელ ლექტორამდე; ბოშა ლილიადან მოკიდებული, ავტორის სიყმაწვილის მეგობარ, შემდგომში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეუფემდე.
მე, ვთქვათ, კრიტიკულ რეცენზიას დავწერდი ამ წიგნზე, ისევე როგორც ფილმებზე დამიწერია კრიტიკული რეცენზიები, იმიტომ რომ მთავარი არგუმენტი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ჩემი აზრით, არის მთლიანობა. ეს თავები იწერებოდა სხვადასხვა დროს, მეც ვიცვლებოდი, განწყობა მეცვლებოდა, ხასიათი მეცვლებოდა, ამინდი იცვლებოდა და დამოკიდებულებაც საკუთარი თავისადმი...გოგი გვახარია