დღევანდელ ქართულ ცხოვრებაში ყველაზე დინამიკურად მაინც მთარგმნელობითი პროცესები ვითარდება. ათასი პრობლემის მიუხედავად, ითარგმნება უამრავი წიგნი როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური ენებიდან. თუმცა ამ ვითარებაში თუ რაიმე ჩავარდნა მაინც არის, ჩვენი უშუალო მეზობელი, კავკასიელი და კიდევ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების თანამედროვე ლიტერატურის თარგმანის დეფიციტია. ქართველებს თითქოს არ აინტერესებთ, რა ხდება ამ ხალხების მწერლობაში და ის ორიოდე ნიმუშიც, რაც აქა-იქ ამ ქვეყანათა ლიტერატურიდან გაიელვებს ხოლმე ჩვენს პრესაში, სიტუაციას პრინციპულად არ ცვლის.
თავის დროზე, გასული საუკუნის ბოლოს, ბატონი ოთარ ნოდიას ძალისხმევით, დაარსებული მთარგმნელობითი კოლეგია ბევრს მუშაობდა ამ მიმართულებით, დღეს, როგორც ჩანს, მხოლოდ ,,კავკასიური სახლი“ და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია იღვწის კავკასიისა და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ხალხთა ლიტერატურის ქართულ ენაზე ათვისებისათვის, მაგრამ ეს საკმარისი სრულებითაც არ არის, რადგან ჩანს, რომ საქმეს აშკარად აკლია ცოცხალი კონტაქტები და ინტერესი.
მაგალითად, იმავე ,,მთარგმნელობითი კოლეგიის" ძალისხმევით, ადრე სხვადასხვა, როგორც მაშინ უწოდებდნენ, ,,მოძმე რესპუბლიკებში“ რეგულარულად გზავნიდნენ ახალგაზრდა მთარგმნელებს, რომლებიც ადგილზე სწავლობდნენ მასპინძელი ხალხის ენას, ლიტერატურასა და წეს-ჩვეულებებს. სამშობლოში დაბრუნებული ამ ახალგაზრდებიდან კი ზოგი მართლაც ჩინებული მთარგმნელი დადგა.
სწორედ ასე გააგზავნეს ლიტვაში ახალგაზრდა ნანა დევიძეც, რომელიც დღეს ლიტვური ლიტერატურის ლამის ერთადერთი მთარგმნელი ბრძანდება.
ლიტერატორი მაია ჯორჯაძე ნანა დევიძის მთარგმნელობითი საქმიანობის შესახებ რადიო ,,თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნავს:
,,მე მოწმე ვარ ნანა დევიძის მთელი შემოქმედებითი საქმიანობისა დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე ვიცი, რა უძღვოდა აი, იმ შედეგს, რაც დღეს გვაქვს სახეზე, უზარმაზარ ნათარგმნ ლიტერატურას ლიტვური ენიდან და როგორი რუდუნებით, სიყვარულით ეწეოდა ნანა ამ საქმიანობას. რაც შეეხება კონკრეტულად ამ წიგნს: რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ავტორია, რამდენადაც მე შემიძლია შევაფასო, ისევ ნანას თარგმანით, მაგრამ მე იქ ნანასაც ვხედავდი და ნანას სიტყვაც მესმოდა, იმიტომ რომ ამ სიტყვას შეჩვეული ვარ, ვიცი, მე მას ვცნობ. ეს არის ძალიან სიღრმისეული, თავისებური, ძარღვიანი ქართული. ამ ქართულის მიღმა კი ვხედავ იმ სამყაროს. ჩვენ იქ ვცხოვრობდით, ამ ხალხთან გვქონდა ურთიერთობა, ის ლანდშაფტი ჩვენთვის ნაცნობია და ნანას ხმა ჩამესმოდა და ვმოგზაურობდი ისევ იმ ჩემს ნაცნობ სამყაროში.“
სტუდენტობიდან მოყოლებული ქალბატონმა ნანამ ლიტვური მწერლობის არაერთი ნიმუში გვითარგმნა, მისი ბოლო ნამუშევარი კი, რომელზედაც ლიტერატორი მაია ჯორჯაძე საუბრობს, ბრწყინვალე ლიტველი მწერალი ქალის ბირუტე იონუშკაიტეს მოთხრობების კრებულია. ეს კრებული – ,,ჩუმი ყვავილობა“, რომელიც ცხრამეტ მოთხრობას აერთიანებს ახლახან დასტამბა ,,კავკასიურმა სახლმა“, ლიტვის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის განვითარების ფოდნთან არსებული ორგანიზაციის ,,ლიტვური წიგნების“ მხარდაჭერით. კრებულის პრეზენტაცია გასულ კვირას ,,კავკასიურ სახლშივე“ გაიმართა და სასიხარულოა, რომ ამ საღამოს თვითონ მწერალიც ესწრებოდა.
ბირუტე იონუშკაიტე თანამედროვე ლიტვური ლიტერატურის გამორჩეული ფიგურაა. ის ლიტვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეც არის და საზოგადოებრივ ასპარეზზეც აქტიურად მოღვაწეობს. წეღან ქართული სალიტერატურო პროცესებში ცოცხალი კონტაქტების ნაკლებობაზე რომ მოგახსენეთ, როგორც ჩანს, ეს პრობლემა თავის დროზე ლიტველებმაც იგრძნეს და ამიტომაც სცადეს შეენარჩუნებინათ ორი უმთავრესი ღონისძიება, რაც უკვე თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში რეგულაურად ტარდება ამ ქვეყანაში: ერთი პოეზიის ყოველწლიური ფესტივალი ,,პოეზიის გაზაფხული“ და მეორე „მწერალთა საერთაშორისო სემინარი“. ამ
ღონისძიებებზე თანამედროვე ქართველ მწერლებსაც რეგულარულად იწვევენ და რამდენიმე წლის წინათ, მეც მერგო ლიტვური ,,პოეზიის გაზაფხულის“ სტუმრობის პატივი. ბირუტე იონუშკაიტეც, რომელიც აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ, სწორედ მაშინ გავიცანი.
ვილნიუსში ერთი ძველი, ულამაზესი ქუჩაა. ამ ქუჩაზე ლიტვური ლიტერატურის ყველა გამორჩეულ წარმომადგენელს თავისი კუთხე აქვს და პრაქტიკულად მთელი ქუჩა ქვეყნის მწერლობის თავისებური და შთამბეჭდავი ექსპოზიციაა. ქუჩის შუაგულში თვალში აუცილებლად მოგხვდებათ კედელზე ამოკვეთილი ნეკერჩხლის ფოთოლი, რომელზეც ბირუტე იონუშკაიტეს სახელი აწერია. ფოთლის ქვემოთ კი მწერლის წიგნებიდან რამდენიმე ციტატაცაა ამოჭრილი.
მთარგმნელმა ნანა დევიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ბირუტე იონუშკაიტეს შესახებ აღნიშნა:
„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ლიტერატურაში ბირუტეს შემოქმედება... და რით არის მნიშვნელოვანი? ბირუტეს ბიოგრაფიით. ბირუტე ცხოვრობს პოლონეთში, დაიბადა პოლონეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ოდესღაც ეკუთვნოდა ლიტვას, მაგრამ ომის შემდგომ მიაკუთვნეს პოლონეთს. ანუ ეს ის ტერიტორიაა, სადაც ლიტველები დღემდე ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი ეროვნულობა, ენა, კულტურა და იქ ძალიან მძაფრი ბრძოლები მიდის. და იცით რა ხდება? - როდესაც რაღაცნაირად ჩაკეტილი ხარ და მოწყვეტილი მშობლიურ საზღვრებს, ენა შიგვე იხარშება და ბირუტესთან ლიტვური ენა არის თავისთავად ძალიან თვითმყოფადი და საინტერესო. ის ატარებს გარკვეულწილად რაღაც არქაიზმის ელემენტებსაც, ანუ ძველი ლიტვური ენის ძირებიდანაც ამოდის, იყენებს მშობლიური კუთხის ლექსიკას და რაღაც უჩვეულო კუთხით დაგანახებთ იმ სამყაროს. ამას გარდა, ძალიან ხშირად როდესაც ბირუტეს შემოქმედებას ვეცნობი (და ეს ბევრად უფრო დიდია, ვიდრე აქ წარმოდგენილი მოთხრობები), სულ მახსენდება ერთი აფრიკული ტომის სიმღერა: ,,წინ მიდიხარ მშვენიერებაა, უკან წახვალ, მშვენიერებაა, მარჯვნივ წახვალ, მშვენიერებაა, მარცხნივ წახვალ მშვენიერებაა.“
შეუძლებელია ამ სოლიდურმა კრებულმა ბირუტე იონუშკაიტეს სხვა ნაწარმოებების, განსაკუთრებით მისი რომანების წაკითხვის სურვილი არ გაგიჩინოს. ის ისეთი სიღრმით, სიყვარულით გვაცნობს თანამედროვე ლიტვას, ისე საინტერესოდ გვესაუბრება ამ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემებზე, რომ მკითხველი თითქოს აქ აღწერილი ამბების უშუალო თანამონაწილე ხდება.
წიგნის რედაქტორ მაკა ლდოკონენი წინასიტყვაობაში აღნიშნავს:
,,თითქოს ფილმს უყურებ, თითქოს, შენ თვალწინ ფერწერული ტილო იქმნება, თითქოს მუსიკალური ნოტები ყურის ძირში ებმის ერთმანეთს, ახალი მელოდია რომ გააჟღერონ. მოკლედ რომ ვთქვათ, ბირუტეს მოთხრობების კითხვა პერფორმანსის ეპიცენტრში ყოფნას ჰგავს.“
მწერლის ნიჭირებასთან ერთად ამის მიზეზი ნანა დევიძის არაჩვეულებრივი ქართულიცაა. და აქ მხოლოდ ლექსიკური მარაგის სიმდიდრეს არ ვგულისხმობ. ნანა დევიძემ შეძლო, თითოეული მოთხრობის ყველა პასაჟი ჩვენამდე განსაკუთრებული სტილური თრთოლვით მოეტანა და ბირუტეს მოთხრობები ქართული მწერლობის ორგანულ ნაწილადაც ექცია.
დასანანია, რომ თვითონ მწერალი ქართულად ვერ შეძლებს წაიკითხოს თავისი მოთხრობები, რათა იგრძნოს, ნანა დევიძის წყალობით, როგორ იქცა იმაზე არანაკლებ მნიშვნელოვან ქართველ მწერლადაც, ვიდრე ის მშობლიური ლიტვური ენის სტიქიაშია. ჩვენ კი ბირუტე იუნოშკაიტეს ეს წიგნი გვიტოვებს იმედს, რომ მალე მისი რომანების ქართულად წაკითხვის საშუალებაც გვექნება.
თავის დროზე, გასული საუკუნის ბოლოს, ბატონი ოთარ ნოდიას ძალისხმევით, დაარსებული მთარგმნელობითი კოლეგია ბევრს მუშაობდა ამ მიმართულებით, დღეს, როგორც ჩანს, მხოლოდ ,,კავკასიური სახლი“ და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია იღვწის კავკასიისა და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ხალხთა ლიტერატურის ქართულ ენაზე ათვისებისათვის, მაგრამ ეს საკმარისი სრულებითაც არ არის, რადგან ჩანს, რომ საქმეს აშკარად აკლია ცოცხალი კონტაქტები და ინტერესი.
ბირუტე ცხოვრობს პოლონეთში, დაიბადა პოლონეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ოდესღაც ეკუთვნოდა ლიტვას, მაგრამ ომის შემდგომ მიაკუთვნეს პოლონეთს. ანუ ეს ის ტერიტორიაა, სადაც ლიტველები დღემდე ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი ეროვნულობა, ენა, კულტურა და იქ ძალიან მძაფრი ბრძოლები მიდის...ნანა დევიძე
მაგალითად, იმავე ,,მთარგმნელობითი კოლეგიის" ძალისხმევით, ადრე სხვადასხვა, როგორც მაშინ უწოდებდნენ, ,,მოძმე რესპუბლიკებში“ რეგულარულად გზავნიდნენ ახალგაზრდა მთარგმნელებს, რომლებიც ადგილზე სწავლობდნენ მასპინძელი ხალხის ენას, ლიტერატურასა და წეს-ჩვეულებებს. სამშობლოში დაბრუნებული ამ ახალგაზრდებიდან კი ზოგი მართლაც ჩინებული მთარგმნელი დადგა.
სწორედ ასე გააგზავნეს ლიტვაში ახალგაზრდა ნანა დევიძეც, რომელიც დღეს ლიტვური ლიტერატურის ლამის ერთადერთი მთარგმნელი ბრძანდება.
ლიტერატორი მაია ჯორჯაძე ნანა დევიძის მთარგმნელობითი საქმიანობის შესახებ რადიო ,,თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნავს:
,,მე მოწმე ვარ ნანა დევიძის მთელი შემოქმედებითი საქმიანობისა დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე ვიცი, რა უძღვოდა აი, იმ შედეგს, რაც დღეს გვაქვს სახეზე, უზარმაზარ ნათარგმნ ლიტერატურას ლიტვური ენიდან და როგორი რუდუნებით, სიყვარულით ეწეოდა ნანა ამ საქმიანობას. რაც შეეხება კონკრეტულად ამ წიგნს: რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ავტორია, რამდენადაც მე შემიძლია შევაფასო, ისევ ნანას თარგმანით, მაგრამ მე იქ ნანასაც ვხედავდი და ნანას სიტყვაც მესმოდა, იმიტომ რომ ამ სიტყვას შეჩვეული ვარ, ვიცი, მე მას ვცნობ. ეს არის ძალიან სიღრმისეული, თავისებური, ძარღვიანი ქართული. ამ ქართულის მიღმა კი ვხედავ იმ სამყაროს. ჩვენ იქ ვცხოვრობდით, ამ ხალხთან გვქონდა ურთიერთობა, ის ლანდშაფტი ჩვენთვის ნაცნობია და ნანას ხმა ჩამესმოდა და ვმოგზაურობდი ისევ იმ ჩემს ნაცნობ სამყაროში.“
სტუდენტობიდან მოყოლებული ქალბატონმა ნანამ ლიტვური მწერლობის არაერთი ნიმუში გვითარგმნა, მისი ბოლო ნამუშევარი კი, რომელზედაც ლიტერატორი მაია ჯორჯაძე საუბრობს, ბრწყინვალე ლიტველი მწერალი ქალის ბირუტე იონუშკაიტეს მოთხრობების კრებულია. ეს კრებული – ,,ჩუმი ყვავილობა“, რომელიც ცხრამეტ მოთხრობას აერთიანებს ახლახან დასტამბა ,,კავკასიურმა სახლმა“, ლიტვის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის განვითარების ფოდნთან არსებული ორგანიზაციის ,,ლიტვური წიგნების“ მხარდაჭერით. კრებულის პრეზენტაცია გასულ კვირას ,,კავკასიურ სახლშივე“ გაიმართა და სასიხარულოა, რომ ამ საღამოს თვითონ მწერალიც ესწრებოდა.
ბირუტე იონუშკაიტე თანამედროვე ლიტვური ლიტერატურის გამორჩეული ფიგურაა. ის ლიტვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეც არის და საზოგადოებრივ ასპარეზზეც აქტიურად მოღვაწეობს. წეღან ქართული სალიტერატურო პროცესებში ცოცხალი კონტაქტების ნაკლებობაზე რომ მოგახსენეთ, როგორც ჩანს, ეს პრობლემა თავის დროზე ლიტველებმაც იგრძნეს და ამიტომაც სცადეს შეენარჩუნებინათ ორი უმთავრესი ღონისძიება, რაც უკვე თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში რეგულაურად ტარდება ამ ქვეყანაში: ერთი პოეზიის ყოველწლიური ფესტივალი ,,პოეზიის გაზაფხული“ და მეორე „მწერალთა საერთაშორისო სემინარი“. ამ
ვილნიუსში ერთი ძველი, ულამაზესი ქუჩაა. ამ ქუჩაზე ლიტვური ლიტერატურის ყველა გამორჩეულ წარმომადგენელს თავისი კუთხე აქვს და პრაქტიკულად მთელი ქუჩა ქვეყნის მწერლობის თავისებური და შთამბეჭდავი ექსპოზიციაა. ქუჩის შუაგულში თვალში აუცილებლად მოგხვდებათ კედელზე ამოკვეთილი ნეკერჩხლის ფოთოლი, რომელზეც ბირუტე იონუშკაიტეს სახელი აწერია. ფოთლის ქვემოთ კი მწერლის წიგნებიდან რამდენიმე ციტატაცაა ამოჭრილი.
მთარგმნელმა ნანა დევიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ბირუტე იონუშკაიტეს შესახებ აღნიშნა:
„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ლიტერატურაში ბირუტეს შემოქმედება... და რით არის მნიშვნელოვანი? ბირუტეს ბიოგრაფიით. ბირუტე ცხოვრობს პოლონეთში, დაიბადა პოლონეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ოდესღაც ეკუთვნოდა ლიტვას, მაგრამ ომის შემდგომ მიაკუთვნეს პოლონეთს. ანუ ეს ის ტერიტორიაა, სადაც ლიტველები დღემდე ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი ეროვნულობა, ენა, კულტურა და იქ ძალიან მძაფრი ბრძოლები მიდის. და იცით რა ხდება? - როდესაც რაღაცნაირად ჩაკეტილი ხარ და მოწყვეტილი მშობლიურ საზღვრებს, ენა შიგვე იხარშება და ბირუტესთან ლიტვური ენა არის თავისთავად ძალიან თვითმყოფადი და საინტერესო. ის ატარებს გარკვეულწილად რაღაც არქაიზმის ელემენტებსაც, ანუ ძველი ლიტვური ენის ძირებიდანაც ამოდის, იყენებს მშობლიური კუთხის ლექსიკას და რაღაც უჩვეულო კუთხით დაგანახებთ იმ სამყაროს. ამას გარდა, ძალიან ხშირად როდესაც ბირუტეს შემოქმედებას ვეცნობი (და ეს ბევრად უფრო დიდია, ვიდრე აქ წარმოდგენილი მოთხრობები), სულ მახსენდება ერთი აფრიკული ტომის სიმღერა: ,,წინ მიდიხარ მშვენიერებაა, უკან წახვალ, მშვენიერებაა, მარჯვნივ წახვალ, მშვენიერებაა, მარცხნივ წახვალ მშვენიერებაა.“
თითქოს ფილმს უყურებ, თითქოს, შენ თვალწინ ფერწერული ტილო იქმნება, თითქოს მუსიკალური ნოტები ყურის ძირში ებმის ერთმანეთს, ახალი მელოდია რომ გააჟღერონ. მოკლედ რომ ვთქვათ, ბირუტეს მოთხრობების კითხვა პერფორმანსის ეპიცენტრში ყოფნას ჰგავს...მაკა ლდოკონენი