28 ივლისი, კვირა
აჰა, „თავისუფლების დღიურები“ ჩემამდეც მოვიდა; მარინას დღიურის დაწერაზე კი არა, ბრძოლაში წაყოლაზეც არ ვეტყვი უარს... ამდენი წელია მართლაც ბრძოლაში არ ვართ?!
ძნელია, 22 წლის განმავლობაში აკეთებდე საქმეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვერაფერიშვილი ბიზნესია, თანაც ასე უმადური, ხშირად, საშიშიც. საინტერესოა, რომ, „სქემა“ უცვლელია: ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობენ და, გარდა იმისა, რომ მოკავშირედ გთვლიან, ინფორმაციის ძირითადი წყაროებიც არიან და მედიის თავისუფლებაზეც ბევრს გაჰყვირიან, ოცნების ასრულებისთანავე წინამორბედებს ემსგავსებიან - მტრული განწყობით მედიაზე სალაშქროდ იწევენ. ამ „ლაშქრობებს“ კი მიაქვთ ჩემი ქვეყნისთვის უძვირფასესი წლები. შესაბამისად, ჩემიც... როცა ხელისუფლებას მედიასთან უკიდურესად ეძაბება ურთიერთობა, გია ზუსტ პროგნოზს აკეთებს: ამ ხელისუფლებას „სიკვდილის ბუზი აზის!“ მეხუთეჯერ მომხდარი ამბავი გამონაკლისი კი არა, კანონზომიერებაა!
მოკლედ, დღიურები უნდა ვწერო და ჩემს ყოველდღიურ „ჩეკლისტს“ ესეც ემატება.
„მკვდარი სეზონია“, კვირა დღე. გარეთ მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, შიგნით კი არაფერი იცვლება: ვები ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა მუშაობდეს, გაზეთი 14 საათზე სტამბაში უნდა იყოს... გუშინ დასრულდა ნომერი, მაგრამ დღეს ლანჩხუთში პრემიერს ელოდებიან და ჩვენც ინფორმაციისთვის პირველ გვერდზე სათადარიგო ადგილს ვტოვებთ. მოვასწრებთ გაზეთს? ვნერვიულობ!
ვცდილობ, სანამ ნინო და ჟანა ლანჩხუთიდან მასალას გადმოგზავნიან, სახლი დავალაგო, სხვა ადგილებიდან მოსული ინფორმაციების წაკითხვაში გიას მივეხმარო, ვებზე ატვირთული მასალები სოციალურ ჯგუფებში გავაზიარო... თან არ ვინერვიულო - აკამ ეროვნული გამოცდები ჩააბარა და მათემატიკის ნიშანი არ ვიცი; თავს ვერ ვერევი, რომ რამდენჯერმე არ შევიდე საგამოცდო ცენტრის ვებგვერდზე და არ ვნახო. ჯერჯერობით მაღალი ქულები აქვს, მაგრამ მე პროფესიონალი მონერვიულე ვარ და სხვანაირად არ შემიძლია.
აკა, გამოცდების დასრულებისთანავე, ლაშასთან, ვამეხთან და ამირანთან ერთად, ქობულეთში წავიდა და ვნერვიულობ!
რამდენჯერმე ვურეკავ მაგდას - დღეს წყნეთის ბრიტანული საზაფხულო ბანაკიდან ბაკურიანის ამერიკულ საზაფხულო ბანაკში წავიდა; 11 აგვისტოს კი, ინგლისური ენის ოლიმპიადაში ყველაზე უკეთესი შედეგების მქონე სამი ჩოხატაურელი მოსწავლე, მათ შორის, მაგდუნიაც, „ნაბეღლავის“ დაფინანსებით, ლონდონში დამოუკიდებლად წავლენ ორი კვირით. მიხარია, თან ვნერვიულობ!
რამდენჯერმე ვურეკავ მამუკას - ამ წუთებში ყაზბეგიდან გურიაში მიდის. გადატვირთული ტრასების მეშინია და ვნერვიულობ!
ლუკა უკვე კარგა ხანია ბებოსთანაა გურიაში, მენატრება და საღამოს „სკაიპით“ ვნახავ. ნესტზე საშინელი ალერგია აქვს და ვნერვიულობ!
ინფორმაცია ლანჩხუთიდან დროულად მოდის, გაზეთი სტამბაში იგზავნება, ვებზე „არაგვიშავს“ რეიტინგია, მამუკა უკვე მშვიდობით ჩავიდა გურიაში, მაგდაც უკვე ბაკურიანშია, აკა და ბიჭები კარგად არიან: „არ ინერვიულოთ, ია დეიდა!“ ლუკას ველაპარაკე, სახლი ცოოოტათი დავალაგე... აბა, რაზე ვინერვიულო?!..
თეო მირეკავს - გარეთ ნისლია და ზაფხულისთვის უჩვეულოდ ცივა; როგორც თეო ამბობს, ნამდვილი „სამოყვრო ამინდია“. ნენესთვის ბევრ „ჩუპა-ჩუპსს“ ვყიდულობთ და მე და გია თეოსთან და ზაზასთან ავდივართ; მიყვარს, როცა ყველას ერთმანეთი უყვარს და ცოტა არაყს ვსვამ. ვიცი, ცუდად ვიქცევი, მაგრამ ხუთ წელიწადში ერთხელ ხარ ასეთ გუნებაზე - გარეთ ნისლია და მეთექვსმეტე სართულზე, თანაც ნუცუბიძის პლატოზე, თავი ღრუბლებში გგონია; რასაც ჰყვები, ყველას კარგად ესმის და მეც ვყვები სულ ცოტას ყოველდღიურობაზე და ბეეევრს არხოტზე, სვანეთზე, ჯავახეთის ექსპედიციებზე, კარგ ადამიანებზე: ნინო ღოღობერიძეზე, რეზო თაბუკაშვილზე, ღვთისო ჯაბუშანურზე...
დილის ოთხზე ვბრუნდებით სახლში და რადგან ძილში ბევრი რამ მაქვს მოსაფიქრებელი, უწიგნოდ ვიძინებ...
ღამე.
არ მახსოვს უსიზმრო ღამე; თუ რამე მოსაფიქრებელი მაქვს, თანაც ისეთი, „კრეაწიული“, აუცილებლად სიზმარია საჭირო - ნახევრადძილი... არავის უკვირს, თუ შუაღამისას, ნახევრადმძინარეს ფანქრით და ბლოკნოტით წამაწყდებიან: სიზმარშივე ვეუბნები თავს - თუ არ ჩაინიშნავ, დაგავიწყდება...
ახლაც, ოთხ დღეში დედლაინი მაქვს და მოკლე, სხარტ, არსის კარგად გამომხატველ მესიჯს სიზმარში ვეძებ... დღიურები, გასაგებია, „ღამურები?“ თუ როგორ უნდა ვუწოდო?...
...მოქმედება ჩემს სოფელში, ნაბეღლავში ხდება, სადაც მამაჩემის სიცოცხლეში ხუთი ზაფხული მაქვს გატარებული. იქ არასდროს მიცხოვრია. არადა, არასდროს დამსიზმრებია სხვა მშობლიური სახლი...
ვწევარ ეზოში მაღალ ბალახში და ვუყურებ, თავს ზემოთ, ცის ფონზე როგორ ირხევიან გაბუმბლული ბაბუაწვერები. ქარი ძლიერდება და მომავალი დიდი ბაბუაწვერები პაწია პარაშუტებით „ახალი მიწებისკენ“ მიფრინავენ. ახლადგამომცხვარი პურის, ველური მარწყვის და გუბაზეულის ხეობიდან ამოსული მდინარის სუნია. მამაჩემი, რომელიც 43 წლის გარდაიცვალა და ახლა უკვე ჩემზე უმცროსია, წაბლის ხის ჩუქურთმებიან აივანზე ზის და ჩემი თვალებით მიყურებს. არაფერზე ვნერვიულობ, კონცენტრირებას მესიჯზე ვცდილობ, მაგრამ ისე კარგად ვარ, ბალახებში მეძინება. ზაზას არყის ბრალია...
29 ივლისი, ორშაბათი
დილის პროცედურა გავლილია - ჩამოვნიშნე, დღეს რაც უნდა გავაკეთო; არ დავმალავ და, წინა დღეებში გასაკეთებელი თითქმის პირწმინდად გადავწერე. ელფოსტა გავასუფთავე. 10 კაცი „გურია NEWS“-ის გვერდს დავუმეგობრე, ვების მასალებს ზოგს ვკითხულობ, ზოგს გიას ვუგზავნი. გიორგის მიაჩნია, ერთ საქმეს რომ ვაკეთებთ, გაგვიმართლა; მოტივაცია ასეთი აქვს: სხვა ცოლი რომ მყოლოდა და წარმოვიდგენ, სახლში მისულს, დაღლილს უნდა მომეყოლა, რაც დღის განმავლობაში მოხდა, თავზარი მეცემაო. 1992 წლიდან სამსახურში, სახლში, მეგობრებთან, ერთად ვართ, თუ არ ჩავთვლით მივლინებებს, სამშობიაროებში, საავადმყოფოში ყოფნას, ხანმოკლე წასვლა-წამოსვლას. მოსაყოლიც არაფერია და, შესაბამისად, არც თავზარი გვეცემა...
„მკვდარი სეზონის“ ჩვეულებრივი დღეა, თანაც გადავწყვიტე, ერთი სიტყვაც არ დავწერო პოლიტიკურ მოვლენებზე - ყელში ამოვიდა!
ჩვენები რეკავენ აბაშიდან, ქუთაისიდან, ლანჩხუთიდან, თბილისიდან, ოზურგეთიდან, ჩოხატაურიდან... გზავნიან მასალებს. ფინანსურ განყოფილებას გადარიცხვებზე ვიზირება უნდა, მენეჯერს - ათასი პრობლემა აქვს.
„გურია NEWS“-ის ვების დიზაინს ვაახლებთ და ბოლო კვირაა, დაძაბული ვმუშაობთ; დაკას სარეკლამო ბლოკების დიზაინი აინტერესებს და საკუთარი ვერსია მოაქვს დიზაინერისთვის. ვცდილობ, მთლიანობაში წარმოვიდგინო, როგორი იქნება განახლებული ვები და რაც გამახსენდება, ვინიშნავ, რომ არ დამავიწყდეს. შიდა რესურსი ამოწურულია - ჩვენი ვები უკვე ძალიან პოპულარულია და აუცილებელია „სამოყვარულო“ სახე აღარ ჰქონდეს. როგორღაც უნდა გამოვნახოთ შესაბამისი ხარჯებისთვის საჭირო ფული.
ბოლო ორი თვეა, სრულიად შევცვალეთ აღრიცხვის სისტემა, ბეჭდური ვერსიის ფასები, დისტრიბუციის ქსელთან, ბიუროებთან ურთიერთობის სქემა. ახლა ყველაფერი ჩვენი გუნდის კიდევ ერთი შეუცვლელი წევრის, ვარდოს მხრებზე გადადის ეს ყველაფერი. დაკა საათობით უზის ახალ ცხრილებს. და მიუხედავად იმისა, რომ სანუგეშო ჯერჯერობით არაფერია, ერთმანეთს ვარწმუნებთ, რომ ამდენი შრომა ფუჭად არ ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება - ჟურნალისტებისთვის ჰონორარის, გაზეთის ბეჭდვის, ტრანსპორტირების, დისტრიბუციის, ვების შენახვის და მოდერნიზაციის, მივლინებების, ხელფასების, ტექნიკის შეკეთების, ოფისების შენახვის, კომუნიკაციის, დენის, წყლის, გაზის ფულს ვიშოვით. ან ჩვენ ვიქნებით, ან ეს ცხრილები შეგვჭამენ!
პარალელურად, ასოციაციის ფარგლებში IREX-ის მიერ მხარდაჭერილი საარჩევნო ინიციატივის პროექტის „სტაფიც“ მუშაობს - Headlines.ge-ს რეორგანიზაცია სრულ პიკშია და მეც ვუერთდები. თინიკოს, თეონას, გიორგის, მათეს იმედი მაქვს და პროფესიონალი მონერვიულის პირობაზე, ნაკლებად ვღელავ - ვხედავ, ყველაფერი კარგად მიდის.
გარდა იმისა, რომ ეს ჩემი საქმეა, ვერაფრით გავუცრუებ იმედს იმ ადამიანებს, ვისთანაც პატივისცემა, ათწლეულობით საქმიანი ურთიერთობა, ნდობა და გვერდში დგომა მაკავშირებს. იმედი მაქვს, ეს პროექტი წარმატებით დასრულდება და თვითმმართველობისთვის დავიწყებთ მზადებას. უზარმაზარი რეფორმა პლუს არჩევნები... წინასწარ ვნერვიულობ, ამას ყველაფერს რომ წარმოვიდგენ!
საღამოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უნდა ვიყო - „მთავარი ფაქტორის“ თემა რეგიონული მედიაა. თემების თავმოყრას და მოკლედ ფორმულირებას ვცდილობ. რთული ფორმატია: ექვსმა სტუმარმა უნდა ისაუბროს, სათქმელიც თქვას, რეკომენდაციებიც გასცეს. ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ჩვენს სალონში თმაზე საღებავს მადებენ და ნახევარსაათიან შუალედს დოკუმენტებზე ხელმოსაწერად ვიყენებ.
გადაცემიდან არც მთლად კმაყოფილი მოვდივარ და მანქანაში გიორგის უფრო ლოგიკურად ვუხსნი, რის თქმა მინდოდა. გული მწყდება, რომ ათწლეულობით დაგროვილი მასალების, დოკუმენტების, კვლევის, მონიტორინგის გასაანალიზებლად არავის გვცალია. მუდმივად ვსაუბრობთ მედიის პრობლემებზე, მაგრამ ეს კონკრეტული პრობლემები შედეგებია და არა გამომწვევი მიზეზები.
პროფესიონალიზმიც გვაკლია, ერთიანობაც, საზოგადოების საჭიროებათა ცოდნაც, ფინანსური გამჭვირვალობაც, გულწრფელობაც როცა პრობლემებზე ვსაუბრობთ. ყველა თავისი კოშკიდან იყურება, ყველა საკუთარ ფავორიტს „ალაიკებს“ და თითქმის არავის უნდა ჩაიხედოს, რა ხდება იქ, ადგილზე, საძირკველში.
სახლამდე ვასწრებ დავურეკო ბიჭებს, ქეთის, ზაალს... ყველანი კარგად არიან, ვმშვიდდები.
ისევ უწიგნოდ ვწვები.
ღამე.
ნახევრადსიზმრის ამოცანა ისევ მესიჯზე კონცენტრირებაა. ტბაზე ვართ და გამხმარ ისლში მოცურავე იხვებს ვუყურებთ. ნელ-ნელა დაცურავენ, ფერად ყელზე ზამთრის მზეს ათამაშებენ. ნელ-ნელა ემატება და ემატება ტბას იხვი და მალე ტბა ისე გაიჭედება, ახალმოფრენილის ადგილი აღარ დარჩება. ვცდილობ, ფოტოები გადავიღო და წინასწარ მიხარია, რომ კარგი ფოტოები გამომივა. მთავარია, მოთმინება გვეყოს, არ გავინძრეთ და არ დავაფრთხოთ. გადის ერთი, ორი, სამი საათი. გონებას ვძაბავ და მესიჯზე ვფიქრობ. ასე მგონია, რაც მინდა, წყლის ზედაპირზე დაიწერება. წყლისკენ ვიხრები და გარედან ვხედავ, როგორ მიფართოვდება თვალები, უფრო, უფრო და უფრო. ტბისხელა თვალებით დავყურებ ტბას და ვხედავ, როგორ დაცურავენ იხვები, როგორ ბიბინებს ქარისგან წაფერდებული წალამი, ფერადი ბუმბული იხვების ყელზე. შიში მიპყრობს, რომ მთლად ტბის წყლად არ ვიქცე, მაგრამ ყველაფერი კარგად მთავრდება. ხმაური მაღვიძებს - არ მაქვს კარგი ფოტოები, მაგრამ მაქვს კარგი მესიჯი და ამიტომ, არც იმ მტრედებზე ვჯავრობ, გიამ რომ რაფაზე დაყრილი პურით გაატუტუცა და უკვე ოთახში ეძებენ საკენკს...
30 ივლისი, სამშაბათი
12 საათამდე წინა დღე ერთი ერთზე მეორდება. ვმუშაობთ რეორგანიზაციაზე, „ჰედლაინზე“, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოში“ წარსადგენ პროექტზე, რომელსაც „ხსნის პროექტი“ დავარქვი. ხატიასაც კარგად ესმის ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც 22-წლიანი გამოცემა დგას. რაც არ უნდა გადაქექო ცხრილების, ანგარიშების, ანალიზების „ნაცარი“, რეალობა ერთია: ყოველთვიურად, საარსებოდ, 17 ათასი ლარი უნდა ვიშოვო. ისე ვითრგუნები და ვიღლები, თუ არ დავისვენე, გული გამისკდება. მე და გია მუხათწყაროში მივდივართ. უბრალოდ, წრეს ვარტყამთ, ზევიდან ლისის ტბას, უფრო შორს თბილისის ზღვას ვუყურებთ. ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ერთი კვირით მაინც ბუკისციხეში წავიდეთ. დღისით ნახევრად დამთავრებულ სახლს მივხედოთ, საღამოს ჩვენი აივნის მოაჯირზე შემოვაწყოთ ფეხები და ჩვენს მეგობრებთან ერთად ლუდი დავლიოთ. ვმშვიდდებით და უკან ვბრუნდებით. ქეთი რეკავს და ამბობს, რომ მათემატიკის ნიშნები დაიდო. როგორც აკას დეიდა და როგორც მასწავლებელი, მგონი, ჩემზე მეტად ნერვიულობს. გული მიჩერდება და ნახვის „უპირატესობას“ გიას ვუთმობ. ყველაფერი კარგადაა, თუმცა, შეიძლებოდა, უკეთ ყოფილიყო. გულზე მოშვებულები ცოტას ვწუწუნებთ, რომ ჩვენ უფრო მეტს ვმეცადინეობდით, ჩვენს მისაღებ გამოცდებს ვიხსენებთ, ყველას ვურეკავთ. აკას ხმა მოუვაჟკაცდა და მოუმხიარულდა: ხვალიდან ბუკისციხეში მიდის და ვენახს მიხედავს. სამი წლის წინ ბიჭებმა ეზოში ვენახი დარგეს და წელს პირველი მოსავალი იქნება. ძალიან მიხარია, რადგან როცა ვენახი გაქვს, ვერსად გაიქცევი და როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, წელიწადში ერთხელ მაინც, ჩემი სახლის კარი აუცილებლად გაიღება: ბიჭები ღვინის წასაღებად მაინც ჩავლენ!
გაზეთზე ვმუშაობთ. საღამოს ქეთი და გიორგი, დაკა და აჩიკო მოდიან და გამოცდების დასრულებას ვიწრო წრეში აღვნიშნავთ. ფართოდ 16 აგვისტოს, აკას დაბადების დღეზე ვიზეიმებთ ბუკისციხეში.
დღეს წიგნით ვიძინებ!
ღამე.
მარიკას, შალვას, მამუკას, აკას, მაგდას, ლუკას ვაძინებ. ყველა თანატოლია, ერთნაირად მრგვალი და ფლანელში შეფუთული. რატომღაც, სიმღერის ნაცვლად, ზღაპრის მოყოლას ვიწყებ: ნაკიანი წლის აგვისტო იდგა. თეთრ, კრიალა ქვებზე სიცხისგან გაწვრილებული ცისფერი მდინარე ასკინკილათი მიხტოდა. მზე და მთვარე ერთად ეკიდა და ჯიკავ-ჯიკავით გადადიოდნენ ცარგვალზე. თეთრპერანგიანი, ქალამნიანი გლეხი ხნულში იდგა და მუჭა-მუჭა აბნევდა ჟიკჟიკა ვარსკვლავებს. მიტოვებული სახლის თავანიდან გამომძვრალი ოჩხამურის ჭინკა უკან მისდევდა და რიგრიგობით აქრობდა ვარსკვლავებს. ხნულივით შავი არც კი ჩანდა ხნულში. არც გლეხი იღლებოდა და არც ჭინკა. ქალამნები იცვითებოდა, მოთმინება - არა. დრო მიდიოდა. ნათელი ემატებოდა სულს და მიწას - მადლი. იბურცებოდნენ მთები და ღრმავდებოდნენ ზღვები... არ ვიცი, მერე რა უნდა მოხდეს, რომ ამ შავ-თეთრ ზღაპარში ფერები გაჩნდეს. დაძაბული ვფიქრობ, თან ვიმეორებ: იბურცებოდნენ მთები, ღრმავდებოდნენ ზღვები... ყველა უხმოდ მიყურებს უზარმაზარი თვალებით და ელოდებიან ზღაპრის გაგრძელებას... არ ვიცი, ეს ზღაპარი როგორ სრულდება და... მეღვიძება.
31 ივლისი, ოთხშაბათი
ჩემი დღიური ზარმაცი მოსწავლის სასკოლო დღიურს ემსგავსება - მათემატიკა - იგივე, ბიოლოგია - იგივე, ფიზკულტურა - იგივე...
დილას გაზეთი სტამბაში გავგზავნეთ და დაიწყო იგივე. ერთადერთი, რაც დღიურში ჩასანიშნად ღირდა, ის იყო, რომ გაჭირვებული ადამიანის დახმარება შევძელით. ოზურგეთში, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მამას, რომელიც შრომით აჭმევს შვილებს პურს, ორივე ფეხზე განგრენა აქვს. დროული მკურნალობით ჯერ კიდევ შანსია, ფეხების ამპუტაციას გადარჩეს. პუბლიკაციას ვებზე გამოხმაურება მოსდევს: ერთ-ერთი კერძო სადაზღვევო კომპანია გვეხმაურება, მერე - ჯანდაცვის სამინისტრო. ის ასპროცენტიან დაფინანსებას ჰპირდება, ეს - სამოცდაათიანს. მიხარია, მთავარია, მხოლოდ პიარი არ იყოს და ყველაფერი ბოლომდე მივიდეს. ისევ ვიწყებ ნერვიულობას, რომ არაფერმა შეგვიშალოს ხელი. შუალედში ზაალს ველაპარაკები, დედაჩემი მენატრება და მისი ხმის გაგონება თუ მიშველის. მრცხვენია - ყველაფერი ზაალს და ნინოს გადავაბარე, სულ ორი-სამი დღით ვახერხებ ჩარბენას და მაშინაც ოზურგეთში, ლანჩხუთში უნდა ჩავიდე, დაგროვილ საქმეებს მივხედო, ჩასვლით ავაღელვო, წამოსვლით დავადარდიანო... სულ ვფიქრობ, რომ ვერასდროს ვიქნები ასეთი დედა: ულამაზესი, მართლაც ერთეულისთვის მინიჭებული სილამაზით გამორჩეული, უკვე 42 წლის ასაკიდან სამ შვილს უმამოდ გვზრდიდა. მანამდე წარმოუდგენელ საქმეებს უსიტყვოდ აკეთებდა - არც ერთი დღე არ გაუცდენია სამსახურში, სადაც პაციენტები ენდობოდნენ; უვლიდა ფუტკარს, ვენახს, ბაღს, ბოსტანს, რეცხავდა, ალაგებდა, გვასწავლიდა ქარგვას, კერვას, არაჩვეულებრივად აცხობდა, ამზადებდა სახელგანთქმულ კერძებს, გაჭირვებულს ეხმარებოდა, საერთო საქმეში არადროს გამოწყვეტილა... ყველა ერიდებოდა გამორჩეული ღირსების და სიამაყის გამო - არასდროს მინახავს ქალებში მოჭორავე, ვინმეს გამკიცხავი. არასდროს მახსოვს, ჩვენი დანაშაული ან ცუდი საქციელი წამოექადნებინოს. ძალიან კარგი ექიმი და უიშვიათესი გულის პატრონი ძმა გამიზარდა, თბილისში გამორჩეული მათემატიკის მასწავლებელი და გამიზარდა, მეც თუ რამ შემიძლია, სულ მისი დამსახურებაა... ჩვენი ოჯახის ბავშვებისთვის ბებო ყველაზე დიდი სითბოა! მე კი ვერაფერს ვაკეთებ მისთვის ახლა, როცა ინსულტის გამო გადაადგილება უჭირს - საქმეები მაქვს! და კიდევ ერთი, რასაც მხოლოდ დღიურში ვწერ: სამი თვის წინ დავპირდი, რომ ინვალიდის ეტლს ვუშოვიდი, რომ ეზოდან მოშორებით გასეირნება მოახერხოს... ორიოდე მეგობარს ვთხოვე, გაეგოთ როგორ შეიძლება ამ საქმის მოგვარება. გაიკითხ-გამოიკითხეს, მაგრამ ყველას თავზესაყრელი საქმე აქვს და მეც შეხსენება მომერიდა. ვერც სამინისტროს მივაკითხე და ვერც სოციალურ სამსახურს. რა ვიცი, სხვანაირად არ მინდა ვინმემ გაიგოს და თქვას, საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად გვაწუხებსო. ცუდად ვიქცევი, ორშაბათიდან ამ საქმეს უნდა მივხედო...
ოფისიდან ღამის 12 საათზე ვბრუნდებით, ნახევარფაბრიკატებს ვყიდულობთ, ვჭამთ და წიგნით ვიძინებ!
ღამე.
სიზმრებს იშვიათად ვყვები. თუ ცუდი სიზმარია, საერთოდაც, ვცდილობ, დავივიწყო. ვივიწყებ.
1 აგვისტო, ხუთშაბათი
დედლაინია. ვმუშაობ. ჩვენი საგამომცემლო სახლის ახალგაზრდული გაზეთის ანგარიშებს ვადგენ. გავაჩეროთ გამოცემა? არ გავაჩეროთ და რა ვქნათ? ასე რთული ვითარება, კარგა ხანია, აღარ გვქონია. ახსნა რომ დავიწყო, პოლიტიკაზეც უნდა დავწერო, მე კი პირობა დავდე - არც ერთი სიტყვა პოლიტიკაზე! და მაინც, პრემიერმა ვადა დაასახელა - დეკემბრიდან წასვლას გეგმავს. პროგნოზების კოლაფსი...
4 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოში“ მივდივარ. საკუთრების უფლებების დაცვაზე მომუშავე კოალიციის სხდომაა. დაწყებამდე ფონდის სამზარეულოში ვსხედვართ. მიყვარს აქ ყოფნა - ეს სამზარეულო განსაკუთრებულია, მშობლიური, მყუდრო, მიუხედავად იმისა, რომ ცარიელი არასდროს არაა. კარგ ადამიანებთან ურთიერთობა მავიწყებს ინტრიგებს, სიხარბეს, თავხედობას, გაუტანლობას, საქმის ფეხებზე მოკიდებას, რასაც დაუპყრია ყოველდღიურობა. მარტო ჩვენს სფეროში არა - ყველგან.
სხდომაზე ყველაფერი მაინტერესებს: რა შეიცვალა სვანეთში, ანაკლიაში, გონიოში, სადაც ადამიანებს მიწები წაართვეს, სადაც გასულ წელს უმძიმესი შეხვედრები მახსოვს მათთან. მიხარია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება, ყველა მზადაა, ყველაფერი იღონოს, რომ რამე შეიცვალოს... თუმცა, გადაწყვეტილების მიღება და ამ ყველაფრის დაკანონება, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. პროფესიონალი მონერვიულის პირობაზეც, ეს ძალიან მაღელვებს!
თეოს ბაკურიანში მიყავს ნენე და ვნერვიულობ. ზაზა შეუძლოდაა და ვნერვიულობ. ვურეკავ და ვიგებ, მშვიდობით ჩასულან. ოფისში ვბრუნდები. ვმუშაობთ. ვების ახალი დიზაინი მზადაა და ბოლო შენიშვნებს გავდივართ. მომწონს და მიხარია. ჩემებთან ვრეკავ, ყველა სახლშია და მეც სახლში მივდივარ. სხდომის ამბებს გიას ვუყვები, მამუკა ყუფარაძის და დათო ლოსაბერიძის დაბარებულ მოკითხვას გადავცემ - ჩვენ გვიყვარს მამუკა და დათო!
ფილმს ვუყურებთ და წიგნით ვიძინებ!
ღამე.
დავივიწყოთ ეს სიზმარიც! ეტყობა, ძალიან გადავიღალე!
2 აგვისტო, პარასკევი
მათემატიკა - იგივე, ბიოლოგია - იგივე, ფიზკულტურა - იგივე... თუმცა, სამოქალაქო განათლებაში გვაქვს „ახალი გაკვეთილი“: ჩვენი ოზურგეთელი რესპონდენტის საქმე გართულდა; ყოველი წუთი ძვირფასია, მაგრამ რატომღაც კლინიკაში საქმე ფერხდება. ფორმა „ასი“, ფორმა „ორი“, ის დოკუმენტი, ეს საბუთი... „გურია NEWS“-ის ოზურგეთის ბიუროს ჟურნალისტებს ოჯახი ურეკავს და ჩვენებიც ადგილზე მიდიან. საღამოს ყველა დოკუმენტი მზადაა. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელიც მთელი დღე ხაზზე ჰყავთ და, მგონი, ყველაფერი ბოლოში გადის.
ევროკომისიის კონფერენციის დეტალები, „ჰედლაინი“, „გურია NEWS“-ის ვებგვერდი, ისევ დისტრიბუციის ცხრილები, შემოსავლები, კიდევ უფრო მეტად - გასავლები, ინფორმაციები სამეგრელოდან, გურიიდან, ქუთაისიდან, თბილისიდან... ბიჭებთან რეკვა, ყველას კარგად დაგულება... დღე ასე სრულდება.
სახლში ადრე - 10 საათზე მოვდივართ. ტელევიზორს ვრთავთ. დღეს დავითაშვილმა კოალიცია დატოვა. სიუჟეტს ვუყურებთ: გული მიგრძნობს, რომ სახინკლეში უკანონოდ ჩაწერილ კადრებს აჩვენებენ და „ნა ვერტელესაც“ ახსენებენ. კი, ასეა...
სხვაგან ვრთავთ, ფილმს ვუყურებთ. უწიგნოდ ვიძინებ.
ღამე.
თოვლია დიდი. მეზობლის ღობემორღვეულ ეზოში თვალდაშრეტილი, გამოკეტილი სახლი დგას. ბილიკი მხოლოდ ჭიშკრამდე, საქათმემდე, ჭამდე, შეშის საჩეხამდე მიდის. ყველანი სახლში ვართ: ჩვენც, ჩვენი შვილებიც, სიძეები, რძლები... ისინიც, ვინც დიდი ხანია გარდაგვეცვალნენ - ბებიაჩემიც... გული სიხარულით მაქვს სავსე. მერე მეზობლები მოდიან - სახლებს ვთოვლავთ და თქვენიც დავთოვლოთო... ისმის, როგორ ცვივა სახურავიდან თოვლის ბელტები. სუფრას ვამზადებთ და ცხელი მჭადის ოხშივარში, ნელა უწითლდებათ და უმსხვილდებათ კაცებს ცხვირები: ასე იცის „ადესამ“! მერე მღერიან და ბანცალით მიდიან ჭიშკრისკენ. ჩვენ ფანჯრებიდან ვიყურებით, ბებია კი აივანზე ნავთის ფარნით დგას და უნათებს - გზაი არ დეებნეთ და ფხარი არ ეცვალოთ. უცებ, ვხედავ, მეზობლის თვალდაშრეტილი სახლის აივანზე მარიკუნას პეპლებიანი კაბა ჰკიდია - ეტყობა, ზაფხულში დაავიწყდათ ჩამოხსნა... თოვლი ქრება და მარტო ეს კაბა ჩანს, დიდდება, დიდდება და... მეღვიძება.
3 აგვისტო, შაბათი
გაზეთის ვამთავრებთ; გია თან ვებზე მუშაობს, თან კინოს უყურებს. მე „თავისუფლების დღიურებს“ ვასრულებ. 4 საათზე ჩაწერაა. გადავიკითხო? არა, არ ღირს, იყოს რაცაა...
გასვლისას, მობილურზე გლდანის საპყრობილიდან მირეკავს პატიმარი ლევან მ. - სამი თვე დარჩა სასჯელის მოხდამდე, „უდოზე“ წარდგენილია, ადმინისტრაციის მადლობა წინა კვირაში მიიღო, მაგრამ ეშინია, საქმე არ გაურთულდეს: სამი დღეა, სამეურნეო ნაწილში ის პატიმარი გადმოიყვანეს, რომელმაც გასულ წელს ლევანს ჩაქუჩით სცემა და ამისთვის სასჯელიც დაიმატა. როგორც თავად ამბობს, ლევანს ეს ერთი თვე უსაფრთხოება და პროვოკაციის თავიდან აცილება უნდა. ითხოვს, ყველა დაეხმაროს, რომ ეს ერთი თვე მშვიდობიანად გასრულდეს.
მართალია, ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრი აღარ ვარ, მაგრამ უარს ვერაფრით ვეტყვი, ირაკლი კორძაიას გზიდან დავურეკავ...

Your browser doesn’t support HTML5