12-15 აპრილს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობდა პრაღაში გამართულ „ვიშეგრადი პლუს საქართველოს“ ფორმატის შეხვედრებში. ამ შეხვედრების შინაარსისა და შედეგის შესახებ ჩვენს ერთ-ერთ გადაცემაში ილაპარაკა საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ვიქტორ დოლიძემ. დღეს ეთერს ვუთმობთ საქართველოს საპარალამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, რესპუბლიკური პარტიის წევრ ლევან ბერძენიშვილს. ამჯერად ლევან ბერძენიშვილთან - პოლიტიკოსთან, მეცნიერთან, ლიტერატორთან, პედაგოგთან - საუბარი ვარჩიეთ არა პოლიტიკაზე, არამედ ლიტერატურაზე და, როგორ თავად ამბობს, იმ სფეროზე, რომელშიც ის „შეიძლება საზოგადოებას ყველაზე მეტად გამოადგეს“ - განათლებასა და ახალგაზრდების აღზრდაზე.
Your browser doesn’t support HTML5