ლევან ავალიშვილი კანონშემოქმედებაში მოქალაქეთა ჩართულობის გზებზე

Your browser doesn’t support HTML5

5 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) პროგრამების დირექტორი. მან ილაპარაკა პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის გზებზე. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამ მხრივ საზოგადოების აქტიურობის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი გარემოება მოქალაქეთა არაინფორმირებულობაა. IDFI-მ მოამზადა "საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გზამკვლევი". "დილის საუბრების" ეთერში ლევან ავალიშვილმა განმარტა მოქალაქეთა მონაწილეობა საკანონმდებლო საქმიანობაში: საკანონმდებლო ინიციატივის, საკანონმდებლო წინადადების, აგრეთვე პეტიციის წარდგენის გზით და ილაპარაკა პარლამენტის ღიაობის ვალდებულებაზე.