1-31 ივლისს ჩეხეთში, სლოვაკეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ერთდროულად ტარდება ცენტრალური ევროპის უდიდესი ლიტერატურული ფესტივალი „ავტორთა კითხვის თვე“, რომელზეც წელს საქართველო არის წარმოდგენილი სტუმარ ქვეყნად. ფესტივალზე მიწვეულია 31 ქართველი პოეტი და მწერალი. ისინი ერთი თვის განმავლობაში საჯაროდ კითხულობენ თავიანთ ტექსტებს. ამ 31 ავტორიდან ყოველ მათგანს თითო დღე დაეთმობა ფესტივალის ხუთივე მასპინძელ ქალაქში: ბრნოში, ოსტრავაში, კოშიცეში, ვროცლავსა და ლვოვში. რადიო თავისუფლება ლიტერატურული ფესტივალის პარტნიორი მედიასაშუალებაა.
ჩვენ ვთხოვეთ ფესტივალის მონაწილეებს, ხმამაღლა ეფიქრათ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ზოგადსა და კონკრეტულ თემებზე. მოუსმინეთ ლელა კოდალაშვილს.
Your browser doesn’t support HTML5