ლეილა მუსტაფაევა: „ჩვენ გვითვალთვალებენ“

Your browser doesn’t support HTML5

19 სექტემბერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ცოლმა გაასაჯაროვა ფოტოები და ვიდეომასალა, სადაც, მისი თქმით, აღბეჭდილნი არიან ის ადამიანები, რომლებიც მას უთვალთვალებენ. ფოტო-ვიდეო მასალა გადაგზავნილია პროკურატურაში, თუმცა, როგორც მისი ადვოკატი ირწმუნება, საქმეზე ქმედითი საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა. მათ საპასუხოდ, პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ფოტო- და ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. ნინო თარხნიშვილი განაგრძობს თემას.