ლაშა ტუღუში: ასეთი რყევები არ არის სწორი

ლაშა ტუღუში

საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა ეროვნული უშიშროების საბჭომ 21 ნოემბერს ერთხმად აღადგინა შეიარაღებულ ძალებში სამხედრო გაწვევა, რაც ოთხი თვის წინ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ერთპიროვნულად და ერთი უწყების ფარგლებში გააუქმა.

Your browser doesn’t support HTML5

ლაშა ტუღუში: ასეთი რყევები არ არის სწორი

არის თუ არა ეს დროის და ენერგიის ფუჭი ხარჯვა და უხერხული გზავნილი დასავლელი პარტნიორებისათვის? ჩვენს შეკითხვებს გადაცემის ძირითად ნაწილში უპასუხებს ლაშა ტუღუში, არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული კოორდინატორი, რომელმაც 22 ნოემბერს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რაც იმავე დღეს თანამშრომლობის მემორანდუმშიც აისახა.