„უხილავ ფარდაში“ მედიის მკვლევარია გადაცემის ავტორის, ოქროპირ რუხაძის, სტუმარი. ლაშა ქავთარაძე შვედეთში, უფსალის უნივერსიტეტში სწავლობს მაგისტრატურაზე ციფრული მედიისა და საზოგადოების მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა ბაკალავრიატი სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებით. პროფესიით ჟურნალისტია, უმუშავია სხვადასხვა მედიასაშუალებასა (ჟურნალისტად ან პროდიუსერად) და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
Your browser doesn’t support HTML5