ლარი, ეკონომიკა და მთავრობის კურსი

უზრუნველყოფს თუ არა ლარის გამყარებას ის გეგმა, რომელიც ამ მიზნით წარადგინა საქართველოს მთავრობამ, და მოსალოდნელია თუ არა დაგეგმილი რეფორმებით ეკონომიკის რეალური გაჯანსაღება? - დისკუსია სამთავრობო პრიორიტეტების ადეკვატურობის შესახებ აქტუალობას არ კარგავს, მით უფრო, ისეთ ფონზე, როდესაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები ძირითადად მიუღებელია ოპონენტებისთვის. რა არგუმენტები აქვთ მათ და რითი უპირისპირდებიან ამ არგუმენტებს ხელისუფლების წარმომადგენლები?

Your browser doesn’t support HTML5

ლარი, ეკონომიკა და მთავრობის კურსი

საქართველოს მთავრობის პირველივე სხდომაზე, 29 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება. აქციზის გადასახადის გაზრდა შეეხება ასევე იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებს. მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა, ასევე, ეგრეთ წოდებული ლარიზაციის გეგმა, რომელშიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანახმად, ისეთი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯებია გათვალისწინებული, როგორიცაა 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით, რისთვისაც სახელმწიფო დამატებით 65 მილიონ ლარს გამოყოფს:

400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს. ამავე გეგმით, მცირე ზომის სესხები, ახალი სესხები - 2017 წლის პირველი იანვრიდან 100 000 ლარამდე, შემდეგ წელს 200 000 ლარამდე - გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით...
გიორგი კვირიკაშვილი

“ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 000 ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში. მაგალითად, თუ კურსია 2,5, მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2,30. ამ სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიოც, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს. ამავე გეგმით, მცირე ზომის სესხები, ახალი სესხები - 2017 წლის პირველი იანვრიდან 100 000 ლარამდე, შემდეგ წელს 200 000 ლარამდე - გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით“.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ამ ნაბიჯით ერთჯერადად დაეხმარება ყველაზე დაზარალებულ ჯგუფს. ამასთან ერთად, სამთავრობო გეგმა ითვალისწინებს ეგრეთ წოდებული ლარით ფასდადების პრინციპის ამოქმედებას, რომელიც, ამავდროულად, არ გულისხმობს ფასის სხვა ვალუტით გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანია ვალდებული გახდება ბინის ფასი ლარით გამოაცხადოს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შეეძლება ფასი ნებისმიერ სხვა ვალუტაშიც მიუთითოს. სიახლეებს შორისაა, ასევე, ონლაინ სესხების გაცემის დარეგულირება, რასაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, თანახმად, 6-8 თვე დასჭირდება და შემუშავდება მოდელი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებლის უფლებები.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სიახლეები, როგორც ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ლარის გამყარების საშუალება, თავის მხრივ, 30 ნოემბერს საპარლამენტო დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საპარლამენტო უმცირესობის წევრ რომან გოცირიძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გეგმა არის, ფაქტობრივად, ქვეყნის საბაზრო ლიბერალური პოლიტიკიდან ადმინისტრაციულად მართვადი ეკონომიკისაკენ გადახვევა:

“ის, რაც გუშინ მოვისმინეთ, მთავრობას 2 დღით ადრე არ უთქვამს ამ დარბაზში. ფაქტობრივად, მთავრობამ მოატყუა ხალხი. საიდან მოგაქვთ 65 მილიონი? ვისი ფულით აპირებთ სესხების გასტუმრებას? გაისტუმრეთ საკუთარი ჯიბიდან. თუ ეს არის ბიუჯეტიდან აღებული ფული, ეს არის პირდაპირ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, რაც იმოქმედებს შემდგომში ლარის გაუფასურებაზე. თუ თქვენ ამას აიძულებთ ეროვნულ ბანკს, რომელიც უკვე ფეხქვეშ გაიგდეთ და ყველაფერზე გეთანხმებათ, გამოიწვევს ფასების ზრდას და ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას“.

რომან გოცირიძის ამ შეფასებას არ იზიარებს უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებების პაკეტი ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის:

ჩემთვის ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომლისგანაც მე არ ვიცი, როგორ მოახერხებს ლარის კურსის სტაბილიზაციას, კონკრეტულად რა იქნება გადადგმული. ვერც ერთი ეს ნაბიჯი ლარის კურსის სტაბილიზაციის ხელმშემწყობი ვერ იქნება, ეს ცოტა სხვა პირობებს არეგულირებს...
დემურ გიორხელიძე

“ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ ეხლა 2-3 პუნქტით აწევა-დაწევაზე კურსის, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მტკივნეული დღეისათვის, იმიტომ რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს სესხები განთავსებული სწორედ დოლარში და ეს ჩვენთვის გასაგებია, მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ეხლა სწორედ იმ თემებზე, რომ უახლოეს მომავალში და სწორედ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს, დასაქმდეს მოსახლეობა, რომ ის ვალდებულებები, რაც მათ გააჩნიათ, და ეს ვალდებულებები არ არის ერთდღიანი, ერთთვიანი ან ერთწლიანი, შეძლონ, შესაბამისად, მომავალში გადაიხადონ და ასე მძიმედ არ დააწვეს მსგავსი ცვლილებები“.

მმართველი ძალის წარმომადგენლების ოპტიმისტური გათვლების მიუხედავად, ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი მთავრობის ეკონომიკური სტაბილურობის გეგმას აკრიტიკებს. მათი აზრით, მთავრობის ეგრეთ წოდებული ლარიზაციის გეგმით შეუძლებელია როგორც ლარის გამყარება, ისე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. დემურ გიორხელიძე, თავის მხრივ, მთავრობისგან დამატებით განმარტებებს ელის:

“საჭიროა მთავრობის გეგმები გაიწეროს, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომლისგანაც მე არ ვიცი, როგორ მოახერხებს ლარის კურსის სტაბილიზაციას, კონკრეტულად რა იქნება გადადგმული. ვერც ერთი ეს ნაბიჯი ლარის კურსის სტაბილიზაციის ხელმშემწყობი ვერ იქნება, ეს ცოტა სხვა პირობებს არეგულირებს“.

დემურ გიორხელიძისგან განსხვავებით, ეკონომიკური ექსპერტი ლევან კალანდაძე ფიქრობს, რომ მთავრობისა და პრემიერის მიერ დასახული პრიორიტეტები პრაქტიკულად ესადაგება არსებულ გამოწვევებს და, მიუხედავად მათი სიხისტისა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პრაგმატული გადაწყვეტილებაა.