ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის სკოლის შენობა ამორტიზებული 2012 წლის 14 ოქტომბრის მიწისძვრის შემდეგ გახდა. იმის მიუხედავად, რომ სკოლის შენობის სახურავი და კარ-ფანჯარა შეკეთდა, ეს მხოლოდ იმ კომპლექსურ სამუშაოთა ნაწილია, რომელიც ამ სკოლაშია ჩასატარებელი. სკოლის პედაგოგთა თქმით, დაბზარულია კედლები, დაწეულია იატაკი, თუმცა სასწავლო პროცესი, აღნიშნული საფრთხეებისა და ევაკუაციის გეგმის პარალელურად, მაინც მიმდინარეობს.
პედაგოგი: „უბრალო მიწისძვრაც რომ განმეორდეს, გარეთ გასვლას, ალბათ, ვერ მოვასწრებთ. სახურავი და ფანჯრები კი შეკეთდა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ შენობის მდგრადობაზე. კედლები არ არის მყარი. ერთგვარი გამოსავალი თავად ვიპოვეთ და ევაკუაციის გეგმა მოვამზადეთ, რომელსაც ყველა ბავშვი იცნობს. მათ იციან მიწისძვრის დროს როგორ უნდა დატოვონ შენობა“.
პედაგოგები ცალკეულ შემთხვევებზეც საუბრობენ, რომელიც სკოლაში რამდენიმე ხნის წინ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. მათი თქმით, ერთ-ერთ საკლასო ოთახში გაბზარული კედლიდან ბათქაში ჩამოცვივდა და სკოლის პედაგოგმა მცირე დაზიანება მიიღო. მსგავსი შემთხვევები, სკოლის პერსონალის თქმით, არცთუ იშვიათია.
პედაგოგი: „ ერთხელ, გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, მასწავლებელს ჩამოვარდნილი ბათქაში დაეცა და მცირე დაზიანებები მიიღო“.
პედაგოგები სხვადასხვა სტრუქტურებისგან მიღებულ მრავალ დაპირებას იხსენებენ. ისინი ამბობენ, რომ ექსპერტებმა, პროექტის შემქმნელებმა, ადგილობრივი ხელისუფლების და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ სკოლის რეაბილიტაციის პროცესი ზაფხულში უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად ამისა, ჭიაურის საჯარო სკოლის ადმინისტრაციას ამ დრომდე არც პასუხი მიუღია და არც სამუშაოები დაწყებულა.
პედაგოგი: „შესამოწმებლად იყვნენ მოსულები და პროექტიც შედგენილია. გვითხრეს, ტენდერი გამოცხადდება და სამუშაოები დაიწყებაო, თუმცა მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და არც არავინ მოსულა და არც სამუშაოები ჩატარებულა“.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სკოლა საგანმანათლებლო დაწესებულებაა და მისი დაფინანსება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეროგატივაა. გამგებლის მოადგილე გიორგი ბიჭიაშვილი ამბობს:
„სკოლის ამბავი მუნიციპალიტეტის გამგეობას არ ეხება. სკოლებს განათლების სამინისტრო აფინანსებს“.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ჭიაურის საჯარო სკოლის შენობას ამ ეტაპზე დანგრევის საფრთხე არ ემუქრება, რასაც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მოშველიებით ადასტურებენ. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნატა ასათიანმა განაცხადა, სკოლის შენობის აღდგენითი სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება:
„დაიდო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომ შენობა ავარიული არ არის, თუმცა საჭირო იყო სეისმომედეგობის ამაღლება. 2013 წელს ორჯერ გამოცხადდა ტენდერი, თუმცა იმის გამო, რომ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულამდე გადაიდო. მესამე ტენდერი ზამთრის დადგომის გამო აღარ გამოვაცხადეთ, რადგან ამ პერიოდში მშენებლობები არ არის რეკომენდებული. ჩვენ პროექტი უკვე გვაქვს და 2014 წლის გაზაფხულის დადგომისთანავე ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ“.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ განმეორებითი ბიძგების შემთხვევაშიც კი სკოლა არ დაინგრევა, 200-ზე მეტი მოსწავლე კი ამბობს, რომ მათ განათლების მიღება შიშის ფონზე უწევთ.