საყოველთაო ამნისტიის შედეგად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 10 ათასზე მეტი პატიმარი გათავისუფლდა. მათი ნაწილი დღეს ამბობს, რომ მთავარი საზრუნავი დასაქმება და საზოგადოებაში რესოციალიზაციაა. ერეკლე ცოცანიძე ერთ-ერთი ყოფილი პატიმარია. მან სასჯელი ბოლომდე მოიხადა და 2012 წლის ნოემბერში გათავისუფლდა. ერეკლე ამბობს, რომ საკუთარი თავის რესოციალიზაციაზე თავად იზრუნა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია დააფუძნა, რომელიც პატიმართა პრობლემების მოსაგვარებლად გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს:
„თავში ხელების შემორტყმა არაფერს არ უშველიდა, ამიტომ ახალგაზრდებთან ერთად შევქმენი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დაკავდა პატიმრებისთვის წიგნების შეგროვებით. პირველ ეტაპზე შევაგროვეთ 1000 წიგნი და ჩავიტანეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ყოფილ პატიმრებთან, თუმცა ამ ადამიანებთან კონტაქტი რთულია. ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ სხვადასხვა აქტიურ ჯგუფებთან ურთიერობაში, რათა თავი არ იგრძნონ გარიყულებად და სტიგმატებად“.
გათავისუფლებულ პატიმართა საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვის მომხრეა კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი, ზვიად ხვედელიძე, რომელმაც გლდანის მერვე საპყრობილე ორი თვის წინ დატოვა. ხვედელიძის აზრით, სახელმწიფო ამ კუთხით ნაკლებად მუშაობს. ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ დასაქმებამდე კიდევ ერთი პროცედურაა გასავლელი - ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი. ზვიად ხვედელიძის თქმით, სარეაბილიტაციო კურსები განსაკუთრებით აუცილებელია იმ ვიდეოკადრების შემდეგ, რომელიც საზოგადოებამ არჩევნებამდე იხილა და „ციხეებში არსებულ ვითარებას ასახავდა“:
„ერთი კვირაც კი საკმარისი იყო ადამიანი მოხვედრილიყო იმ ჯოჯოხეთში, რომ მის ფსიქიკას და ადამიანობას დამღა დასმოდა, ამიტომ ახლა გათავისუფლებული პატიმრები მაქსიმალურ ხელშეწყობას საჭიროებენ. გასაგებია, რომ საკმარისი ყოველთვის არა აქვს ადამიანს, მაგრამ ახლა მათთვის დასაქმება და ელემენტარული პირობების შექმნა მნიშვნელოვანია“.
„ყოფილ პატიმართა კავშირი“ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და ის საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მუშაობს. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გოჩა ცინცაძე, ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას ახლა ყველაზე ხშირად პატიმარი ქალბატონები მიმართავენ დასაქმების თხოვნით. „ყოფილ პატიმართა კავშირი“ ქვემო ვაზიანის ტერიტორიაზე სამკერვალო ფაბრიკის მოწყობას და მათ დასაქმებას გეგმავს. გოჩა ცინცაძე ამბობს, რომ ორგანიზაცია გრანტებით და შემოწირულებებით არსებობს, ამიტომ ფართომასშტაბიან აქტივობებს ვერ ახორციელებენ:
„ამჟამად გათავისუფლებული პატიმრებიდან ქალბატონებმა მოგვმართეს. მათ დასაქმების სურვილი აქვთ. ჩვენც ვგეგმავთ, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე სამკერვალო ფაბრიკა ავამუშაოთ, სადაც ეს პირები დასაქმდებიან. კიდევ ერთი პრობლემაა: პატიმრები თავს მიიჩნევენ მსხვერპლად, რასაც საზოგადოების დამოკიდებულებაც ემატება. ზღვარი უნდა მოიშალოს საზოგადოებასა და ყოფილ პატიმრებს შორის. ფსიქოლოგიური კურსებიც აუცილებელია“.
ყოფილი პატიმრები და ამ კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ პატიმართა რესოციალიზაცია და მათთვის ფიქოლოგიური სარეაბილიტაციო კურსები აუცილებელია და ამ კუთხით სახელმწიფომ უნდა იმუშაოს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ქვეყნის მასშტაბით უკვე ახორციელებს. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მათი მიზანია ყოფილი პატიმრები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ.
„თავში ხელების შემორტყმა არაფერს არ უშველიდა, ამიტომ ახალგაზრდებთან ერთად შევქმენი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დაკავდა პატიმრებისთვის წიგნების შეგროვებით. პირველ ეტაპზე შევაგროვეთ 1000 წიგნი და ჩავიტანეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ყოფილ პატიმრებთან, თუმცა ამ ადამიანებთან კონტაქტი რთულია. ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ სხვადასხვა აქტიურ ჯგუფებთან ურთიერობაში, რათა თავი არ იგრძნონ გარიყულებად და სტიგმატებად“.
გათავისუფლებულ პატიმართა საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვის მომხრეა კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი, ზვიად ხვედელიძე, რომელმაც გლდანის მერვე საპყრობილე ორი თვის წინ დატოვა. ხვედელიძის აზრით, სახელმწიფო ამ კუთხით ნაკლებად მუშაობს. ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ დასაქმებამდე კიდევ ერთი პროცედურაა გასავლელი - ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი. ზვიად ხვედელიძის თქმით, სარეაბილიტაციო კურსები განსაკუთრებით აუცილებელია იმ ვიდეოკადრების შემდეგ, რომელიც საზოგადოებამ არჩევნებამდე იხილა და „ციხეებში არსებულ ვითარებას ასახავდა“:
ამჟამად გათავისუფლებული პატიმრებიდან ქალბატონებმა მოგვმართეს. მათ დასაქმების სურვილი აქვთ. ჩვენც ვგეგმავთ, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე სამკერვალო ფაბრიკა ავამუშაოთ...გოჩა ცინცაძე