პრეზიდენტის მიერ 12 ოქტომბერს გამოცემულ ბრძანებულებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, მომატებული ხელფასები 200-200 ლარით შემცირდა.
მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს გიორგი წვერავას, მიხეილ სააკაშვილის 12 ოქტომბრის ბრძანებულებით, ხელფასი 1500 ლარი გაუხდა, დოკუმენტში 19 ოქტომბერს შესული ჩასწორების მიხედვით კი, მისი სახელფასო ანაზღაურება 200 ლარით შემცირდა და 1300 ლარს შეადგენს. გამგებლის მოადგილე გიორგი წვერავა ამბობს, რომ მომატებულ ხელფასს გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებული ყველა საჯარო მოხელე მიიღებს.
გიორგი წვერავა: „მოხდა კორექტირება ამ ბრძანებულებაში. მაგალითად, განვიხილოთ ჩემი სახელფასო განაკვეთი. თავდაპირველად ჩემი ხელფასი 900 ლარი, 12 ოქტომბრის ბრძანებულებით, გახდა 1500 ლარი და, 19 ოქტომბერს მიღებული ჩასწორებით, გახდა 1300 ლარი“.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება გამოქვეყნდა, ხელფასების მომატების სურვილი ლაგოდეხში თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას გაუჩნდა. ლაგოდეხში პირველი, ვინც ამ მოთხოვნით გამოვიდა, სახანძრო სამაშველო სამსახურია. მეხანძრეები და სამსახურის აპარატის თანამშრომლები ამბობენ, რომ დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობენ და დროა მათი შრომა მეტად დაფასდეს.
მეხანძრე: „როგორც გავიგე, ყველა საჯარო სამსახურში მოემატათ ხელფასი, სახანძროს თანამშრომლების გარდა. გვეუბნებიან, რომ ბევრნი ხართ და ვერ მოგიმატებთო. ჩვენ გავიგეთ ახლა, რომ თვითმმართველობაში საჯარო მოხელეებს ხელფასებს უმატებენ და ვითხოვთ ხელფასები ჩვენც გაგვიზარდონ“.
ხელფასების მომატება ჯერ არ მოუთხოვიათ ლაგოდეხის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს. სამსახურის უფროსი ვერა ღვედაშვილი ამბობს, რომ მათ საჯარო მოხელის სტატუსი არ აქვთ, თუმცა იმედი აქვთ, რომ თუ ხელფასების მომატება მოხდება, ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებოდ არც მათ დატოვებს. ბიბლიოთეკა არასამეწარმეო იურიდიულ დაწესებულებას წარმოადგენს და ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ვერა ღვედაშვილი: „ბიბლიოთეკის თანამშრომლები არ ვითვლებით საჯარო მოხელეებად. შესაბამისად, შეიძლება არც მოგვიმატონ. ეს არის გამგეობის და გამგებლის კეთილ ნებაზე დამოკიდებული“.
როდის დაიწყება თვითმმართველობებში მომატებული ხელფასების გაცემა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც გამგებლის მოადგილეს გიორგი წვერავას. მისი განცხადებით, ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩენილი თანხები მომატებული ხელფასების გასაცემად არასაკმარისია და თუ ფინანსთა სამინისტრომ რაიონს ტრანსფერის სახით თანხა არ გადმოურიცხა, ნამატი ხელფასების გაცემა ვერც ამ ეტაპზე მოხდება.
როგორ აფასებს საზოგადოების ნაწილი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მომატებას? ჩვენ მიერ გამოკითხული ლაგოდეხელების ერთი ნაწილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ საჯარო მოხელეები ისედაც კარგ ხელფასს იღებდნენ.
მოსახლეობა:
„კი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რვა წელი იყო პრეზიდენტად და აქამდე ვერ მოუმატა? ახლა ახალი ხელისუფლება გადაწყვეტს პენსიას გაზრდის თუ საკრებულოს თამანშრომლებს მოუმატებს ხელფასს“.
„დაბალი ხელფასი არც აქამდე ჰქონდათ საჯარო სამსახურში და ჯობდა ისევ პენსია გაეზარდათ და გაჭირვებულებს დახმარებოდნენ. რას აკეთებდნენ, რაზე უნდა დამატებოდათ?“
„ხელფასის მომატების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ საჭიროა ყველას დაემატოს. გააჩნია რას გააკეთებენ მომატებული ხელფასის შემდეგ რაიონისთვის და ქვეყნისთვის. გააკეთებენ კი რამეს?“
„ყველას უნდა მოემატოს ხელფასი, მარტო საჯარო მოხელეებს კი არა“.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფინანსთა სამინისტროსგან თანხის გადმორიცხვის მოლოდინშია, რათა მომატებული ხელფასები გასცეს, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს კი იმედი აქვთ, რომ ხელფასებს მათაც მოუმატებენ.

ბიბლიოთეკის თანამშრომლები არ ვითვლებით საჯარო მოხელეებად. შესაბამისად, შეიძლება არც მოგვიმატონ ...ვერა ღვედაშვილი

დაბალი ხელფასი არც აქამდე ჰქონდათ საჯარო სამსახურში და ჯობდა ისევ პენსია გაეზარდათ და გაჭირვებულებს დახმარებოდნენ ....