ლაგოდეხის პოლიციის უფროსი გოგიტა ბუთლიაშვილი, რომელიც ქართული ტელევიზიებით გავრცელებულ შოკისმომგვრელ ვიდეომასალებში ამოიცნეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, ამიტომ პოლიციის უფროსის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი უცნობია. ლაგოდეხის პოლიციას უკვე ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეს თანამდებობა მალხაზ შუბითიძემ დაიკავა, თუმცა მედიასთან არც ის ლაპარაკობს იმაზე, თუ რატომ გაუშვეს ბუთლიაშვილი სამსახურიდან.
მალხაზ შუბითიძე: "მე არაფერი არ ვიცი. ან საიდან უნდა ვიცოდე, მონაწილეობდა თუ არა ლაგოდეხის პოლიციის ყოფილი შეფი პატიმრების წამებაში?!"
პოლიციის ყოფილი უფროსი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა სამსახურიდან წასვლამდე მისი კომენტარის ჩაწერა ახალი ამბების სააგენტო "ინფო 9"-მ მოახერხა.
ჟურნალისტი: ბატონო გოგა, კადრებში თქვენი სახელი და გვარი ფიგურირებს. რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?
გოგიტა ბუთლიაშვილი: "ჯერჯერობით არაფერს, გენაცვალე."
პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას და კანონის წინაშე პასუხისგებას ითხოვს "ქართული ოცნება". კოალიციის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა პოლიციის შენობასა და მის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციებიც გამართეს.
გიორგი გვიმრაძე, აქციის მონაწილე: "ლაგოდეხის მოსახლეობამ უნდა ვაიძულოთ გოგიტა ბუთლიაშვილი, პასუხი აგოს იმ უსამართლობაზე, რაც მან ჩაიდინა. ქართველ ერს, ქართველ ხალხს, თითოეულ ჩვენგანს მიაყენა შეურაცხყოფა, რადგან იმ კადრებში ასახულია თითოეული ჩვენგანის მეგობარი. ის უნდა შევარცხვინოთ მთელი ლაგოდეხის წინაშე."
გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ კახეთში რამდენიმე პედაგოგმა და საჯარო მოხელემ პროტესტის და სოლიდარობის ნიშნად სამსახური დატოვა. მათ შორისაა სიღნაღის რაიონის სოფელ ხირსის საბავშვო ბაღის გამგე ირმა ნადირაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი ლაგოდეხში ბესიკ ხასაევი, ლაგოდეხში კულტურის სამსახურის უფროსმა აკაკი მჭედლიშილმა კი განაცხადა, რომ ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა უნდა გადამდგარიყო.
აკაკი მჭედლიშვილი: "გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ მე აღარ მახსოვს ასეთი ძლიერი სტუდენტური ტალღა. სიმართლე გითხრათ, ეს წლები ცოტა ნიჰილისტურად ვუყურებდი ყველაფერს და მეცოდებოდა ქართული საზოგადოება, რომ სტუდენტი ვეღარ იღებდა ხმას. ნუ მივცემთ საშუალებას ნებისმიერ ჩინოვნიკს, ვინც არ უნდა იყოს ის, სულში გვაფურთხოს, ტალახში ამოსვაროს ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი, რომელსაც აგურ-აგურ, საუკუნეების მანძილზე ვაშენებდით."
აკაკი მჭედლიშვილის განცხადებები, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მორალურად მიუღებლად მიაჩნია ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატს და "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსს გურამ კაკალაშვილს. მისი თქმით, კადრები, რომლებიც პატიმართა წამებას ასახავს, მართლაც შემზარავია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა პროკურატურასა და შს სამინისტროში.
გურამ კაკალაშვილი: აკაკი მჭედლიშვილი ლაპარაკობს ხელისუფლების ცვლილებაზე, რატომღაც გაკვირვებულია ხალხის გულგრილობით და თავი მოაქვს დიდ კახელად, იძახის, რომ კახელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი მაღალი ზნეობრივი პრინციპებით…და თან ამ ხელისუფლების წევრია. მე ეს მორალურად მიუღებლად მიმაჩნია."
გლდანის მერვე საპყრობილეში განვითარებულ მოვლენებზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ რიგითი ადამიანებიც. ჩვენ მიერ გამოკითხული ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ის ნეიტრალური ადამიანია და კადრების ნახვის შემდეგ სხვანაირად ფიქრობს:
"ძალიან განვიცადე და ვფიქრობ, რომ ეს არის ამ მთავრობის დიდი შეცდომა. თვითონ სისტემაა ცუდი."
"ჩემი მოსაზრება ასეთია: ყველამ იცოდა ეგ ამბავი."
"ივანიშვილმა, ამ მოვლენის ამსახველი კადრებით, კუდით დაიჭირა სააკაშვილი."
"მე ამ ყველაფერმა სრულიად შემაცვლევინა აზრი. ვფიქრობდი სხვანაირად, მაგრამ ვარ ძალიან დამწუხრებული."

ლაგოდეხის მოსახლეობამ უნდა ვაიძულოთ გოგიტა ბუთლიაშვილი, პასუხი აგოს იმ უსამართლობაზე, რაც მან ჩაიდინა. ქართველ ერს, ქართველ ხალხს, თითოეულ ჩვენგანს მიაყენა შეურაცხყოფა ...გიორგი გვიმრაძე.
პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას და კანონის წინაშე პასუხისგებას ითხოვს "ქართული ოცნება". კოალიციის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა პოლიციის შენობასა და მის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციებიც გამართეს.
გიორგი გვიმრაძე, აქციის მონაწილე: "ლაგოდეხის მოსახლეობამ უნდა ვაიძულოთ გოგიტა ბუთლიაშვილი, პასუხი აგოს იმ უსამართლობაზე, რაც მან ჩაიდინა. ქართველ ერს, ქართველ ხალხს, თითოეულ ჩვენგანს მიაყენა შეურაცხყოფა, რადგან იმ კადრებში ასახულია თითოეული ჩვენგანის მეგობარი. ის უნდა შევარცხვინოთ მთელი ლაგოდეხის წინაშე."
გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ კახეთში რამდენიმე პედაგოგმა და საჯარო მოხელემ პროტესტის და სოლიდარობის ნიშნად სამსახური დატოვა. მათ შორისაა სიღნაღის რაიონის სოფელ ხირსის საბავშვო ბაღის გამგე ირმა ნადირაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი ლაგოდეხში ბესიკ ხასაევი, ლაგოდეხში კულტურის სამსახურის უფროსმა აკაკი მჭედლიშილმა კი განაცხადა, რომ ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა უნდა გადამდგარიყო.
აკაკი მჭედლიშვილი: "გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ მე აღარ მახსოვს ასეთი ძლიერი სტუდენტური ტალღა. სიმართლე გითხრათ, ეს წლები ცოტა ნიჰილისტურად ვუყურებდი ყველაფერს და მეცოდებოდა ქართული საზოგადოება, რომ სტუდენტი ვეღარ იღებდა ხმას. ნუ მივცემთ საშუალებას ნებისმიერ ჩინოვნიკს, ვინც არ უნდა იყოს ის, სულში გვაფურთხოს, ტალახში ამოსვაროს ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი, რომელსაც აგურ-აგურ, საუკუნეების მანძილზე ვაშენებდით."
აკაკი მჭედლიშვილის განცხადებები, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მორალურად მიუღებლად მიაჩნია ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატს და "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსს გურამ კაკალაშვილს. მისი თქმით, კადრები, რომლებიც პატიმართა წამებას ასახავს, მართლაც შემზარავია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა პროკურატურასა და შს სამინისტროში.
ძალიან განვიცადე და ვფიქრობ, რომ ეს არის ამ მთავრობის დიდი შეცდომა. თვითონ სისტემაა ცუდი ...