ლაბორატორიის „გაკვეთილები“
Your browser doesn’t support HTML5
რა ხდება სკოლის ლაბორატორიებში? როგორ ასწავლიან ბავშვებს საბუნებისმეტყველო საგნებს - ქიმიას, ფიზიკასა თუ ბიოლოგიას საჯარო სკოლებში, აქვთ თუ არა საჭირო ინვენტარი ცდების ჩასატარებლად, თვალსაჩინოებისთვის? აუცილებელი ხელსაწყოების რა ნაწილი მუშაობს და რა ნაწილია უმოქმედო ან როგორ წარმოუდგენიათ პედაგოგებს იდეალური სასკოლო ლაბორატორია? რადიო თავისუფლებამ ეს კითხვები თბილისის ორი, მე-60 და 64-ე სკოლის პედაგოგებს დაუსვა და მათ ლაბორატორიებშიც შეიხედა.