თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია საქართველოში აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნის გამართვა?

11 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ოფიციალურად გაიხსნა საქართველო-აშშ-ის სწავლება „ღირსეული პარტნიორი.“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი წვრთნა საქართველოში მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე ქართული ქვეითი ასეულის თავსებადობის გაზრდას ნატოსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლება გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააძლიერებს რეგიონის უსაფრთხოებას.

თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია საქართველოში აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნის გამართვა?

მიიღეთ მონაწილეობა რადიო თავისუფლების ფორუმში და კომენტარებში დაწერეთ თქვენი მოსაზრება.