ყვარყვარე და ყვარყვარიზმი

Your browser doesn’t support HTML5

ყვარყვარეს და „ყვარყვარიზმს“ დღეს ხშირად ახსენებენ. პოლიკარპე კაკაბაძის პიესის, „ყვარყვარე თუთაბერის“ მთავარი გმირი განსაკუთრებით პოლიტიკოსების ქცევაზე ახსენდებათ. თუმცა რა ვიცით ჩვენ თავად პიესის ავტორის შესახებ, როგორ მოახერხა პოლიკარპე კაკაბაძემ 1928 წელს პიესის დადგმა და როგორ შემორჩა „ყვარყვარე“ ქართულ სცენას? გიორგი გვახარიას სტუმარი, პოლიკარპე კაკაბაძის ქალიშვილი, ფილოლოგი მანანა კაკაბაძე მწერლის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ეპიზოდების შესახებ გვიამბობს.