რადიო თავისუფლების რეპორტაჟს ქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელებში ნაგვისა და ანტისანიტარიის შესახებ, მერიიდან რეაგირება მოჰყვა. ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულმა „სპეციალურმა სერვისებმა“, ჭავჭავაძე-ნიკეას ქუჩებისა და ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე გადასასვლელები დაასუფთავეს. ქუთაისის მერის განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდება განათება, სათვალთვალო კამერები და ტერიტორიები მოწესრიგდება. დასუფთავებული მიწისქვეშა გადასასვლელი ამ დროისთვის ჩაკეტილია, რათა მოქალაქეებმა არ დააბინძურონ.