ქუთაისში ორი მუშა დაიღუპა მშენებლობაზე

ქუთაისში დაიღუპა ორი მუშა, რომლებიც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.