ჰაერის დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტი

ქუთაისის ერთ-ერთი ქუჩა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების შესწავლით გამოვლინდა, რომ 2016 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაიარა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, დაახლოებით, 76 %-მა, რაზეც საპატრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალი იყო და 2016 წელს დაჯარიმდა დამრღვევთა მხოლოდ 13.6 %. ამასთან, ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის შეადგენდა 10 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 100 ლარს, რაც, აუდიტის სამსახურის შეფასებით, ძალიან მცირე იყო და ვერ უზრუნველყოფდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულების აღსრულებას.

Your browser doesn’t support HTML5

ჰაერის დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტი

ჰაერის დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტი

  • 2016 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაიარა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, დაახლოებით, 76 %-მა.
  • საპატრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალი იყო და 2016 წელს დაჯარიმდა დამრღვევთა მხოლოდ 13.6 %.
  • ქუთაისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ - ჭავჭავაძის - გამზირზე CO 2-ის კონცეტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას ხშირად 2-ჯერ აჭარბებს.

2018 წლის 1 იანვრიდან გადასახადი გაიზარდა 50 ლარამდე ფიზიკური და ორას ლარამდე იურიდიული პირებისთვის. იანვრიდან ამოქმედდა სხვა ახალი წესები, მათ შორის: ყველა ინსპექტირების ცენტრი უნდა იყოს ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემაში და მონაცემები ავტომატურად უნდა გადაეცეს ცენტრალურ სერვერს. ინფორმაციაზე ინდივიდუალური წვდომის შესაძლებლობა აქვს საპატრულო პოლიციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, აკრედიტაციის ცენტრს და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლიდან ამოქმედებული ახალი წესებით, იანვარ-თებერვალში სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა სამგზავრო და სატვირთო ავტომობილების 20 %–ზე მეტმა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების ასოცირებული პროფესორის, ლალი გამყრელიძის, აზრით, სავალდებულო ტექნიკურმა დათვალიერებამ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, დადებითი შედეგები მოიტანოს, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმირება ჰაერის დამაბინძურებელი ფაქტორებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე დაბინძურებული ჰაერის მავნე ზეგავლენის შესახებ.

ლალი გამყრელიძისავე განცხადებით, ადამიანების ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების უარყოფით ზეგავლენას ადასტურებს სტატისტიკური მონაცემებიც, რომელთა მიხედვით, ბოლო წლებში 2-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა კიბოსა და სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებათა რაოდენობა. ლალი გამყრელიძე ლაპარაკობს იმ მავნე ნივთიერებებზე, რომლებიც ამ ავადმყოფობათა მაპროვოცირებლად ითვლება და ატმოსფერულ ჰაერში გამონაბოლქვიდან ხვდება.

ავთანდილ ქვაჩაკიძისავე განცხადებით, ბოლო წლებში ქალაქში მიმდინარე მშენებლობების ფონზე, ფაქტობრივად, განახევრდა მწვანე საფარი, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს ატმოსფერულ ჰაერზე.

მოძველებული ავტოტრანსპორტის გარდა, ჰაერის დაბინძურების ხელშემწყობად სპეციალისტები მიიჩნევენ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას და მტვერს. გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ობსერვატორიის ხელმძღვანელის, ავთანდილ ქვაჩაკიძის, განცხადებით, ქუთაისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ - ჭავჭავაძის - გამზირზე CO 2-ის კონცეტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას ხშირად 2-ჯერ აჭარბებს.

ავთანდილ ქვაჩაკიძისავე განცხადებით, ბოლო წლებში ქალაქში მიმდინარე მშენებლობების ფონზე, ფაქტობრივად, განახევრდა მწვანე საფარი, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს ატმოსფერულ ჰაერზე და მისი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კომერციული ობიექტებისა თუ მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვის გაცემისას გათვალისწინებული იყოს ადგილი რეკრეაციული ზონისთვის.