ევროკავშირი საქართველოში უკვე მესამე წელია ახორციელებს პროგრამას „ერთად შევეგებოთ ევროპას,“ რომლის მიზანია ქვეყნის მოსახლეობისთვის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაცნობა. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პროგრამამ მუშაობა დაიწყო ახალი, კონკრეტული მიმართულებით, რომლის ამოცანაა დაინტერესებულ მოქალაქეთა ინფორმირება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე. ამ მიზნით ქუთაისში გაიმართა შეხვედრა მეწარმეებისა და ფერმერების მონაწილეობით.
Your browser doesn’t support HTML5