ქუთაისის ცენტრში, მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის ქუჩაზე, გასულ წელს ორსართულიან შენობებზე დაშენებული ფართები ამ დრომდე უფუნქციოდაა. საპარლამენტო დედაქალაქში 2012 წელს ქუთაისქალაქობის სადღესასწაულოდ 2 მაისისთვის ქალაქის ცენტრს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა: დამონტაჟდა ე.წ. კოლხური შადრევანი და მოპირკეთდა ცენტრალური მოედნის გზის საფარი, მიმდებარედ განთავსებულ კერძო საცხოვრებელ სახლებსა და დაწესებულებებს დაემატა თითო სართული და მოპირკეთდა ბინების ფასადები, რაც ქალაქის მერიაში თიბისი ბანკის შენობის არქიტექტურასთან შესაბამისობაში მოყვანით ახსნეს.
თამარ მეფის 2 და 4 ნომერ ბინებში მცხოვრებნი ამბობენ, რომ სართულის დაშენების შემდეგ მათი საცხოვრებელი პირობები გაუარესდა.
15-მდე ოჯახი ადგილობრივ თვითმმართველობას დაშენებული ფართების საკუთრებაში გადაცემას სთხოვს. ბინებში მცხოვრებთა განცხადებით, დაშენებულ სართულზე ასასვლელად ამ დრომდე სახანძრო კიბე გამოიყენება. თამარ მეფის 2 ნომერში მცხოვრები ბელა ჩაკვეტაძე იხსენებს, რომ ოჯახის საკუთრებაში არსებულ ფართზე სართულის დაშენების შესახებ მშენებლობამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო.
როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჭანჭალეიშვილი გასული წლის თებერვალში რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტავდა, ცენტრალურ მოედანზე მდებარე შენობების სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის 2 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყო და აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად სამშენებლო ფირმა ტენდერით გამოვლინდა. იმ დროისთვის ცნობილი არ იყო, თუ ვის გადაეცემოდა საკუთრებაში და რა განთავსდებოდა დაშენებულ ფართებში. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ლევან ჭანჭალეიშვილის განცხადებით, ბინების კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკება ტენდერის შემდეგ უნდა გამართულიყო.
ვიცე-მერის თენგიზ თოფურიძის განმარტებით, რომელიც ერთი თვეა ამ თანამდებობაზე დაინიშნა და ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის საკითხებს კურირებს, უკვე მოძიებულია შესაბამისი დოკუმენტაცია მერიის კეთილმოწყობისა და საფინანსო სამსახურებში, თუმცა საჭირო დოკუმენტაცია არ არსებობს. თოფურიძე დაშენებას ეფემერულს უწოდებს და აცხადებს, რომ ქალაქში მსგავსი ობიექტი ბევრია. ვიცე-მერის განცხადებით, დაშენება იმის საკუთრებაში უნდა იყოს, ვინც მშენებლობაზე თანხა დახარჯა.