იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. გოჩა თევდორაძემ ამ პოსტზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა, გასულ კვირაში კი, საკრებულოს ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. ახალი პარტიის დაფუძნებისას თევდორაძემ განაცხადა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რადგან ეს უკანასკნელი ქალაქს და მის ხვალინდელ დღეს ემსახურებაო, თუმცა სამი დღის შემდეგ, 8 აპრილს, სპეციალურ ბრიფინგზე ვიცე-გუბერნატორის პოსტის დატოვების მიზეზები განმარტა:
„ქუთაისის საკრებულოში რადიკალურად შეიცვალა პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა, რისი წინაპირობაც იყო ქუთაისში მძლავრი პოლიტიკური პარტიის, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ოფისის გახსნა და საკრებულოში 10 წევრისგან შემდგარი ამავე სახელწოდების ფრაქციის შექმნა. ამ ფრაქციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ჩემთვის ცნობილია, რადგან მჭიდროა ჩემი კავშირი ამ პოლიტიკურ ძალასთან და მაქვს მხარდაჭერა. ამის გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად ვთვლი მუშაობას გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე“.
ყოფილი ვიცე-გუბერნატორის ამ განცხადებას გასულ კვირაში წინ უსწრებდა ქუთაისის საკრებულოში ყოფილი მმართველი პარტიიდან არჩეული შვიდი წევრის მიერ ფრაქციების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „მაჟორიტარების“ დატოვება. „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა, რომელიც ქუთაისში პარტიის საორგანიზაციო საკითხებს კურირებდა, და კახა ნემსიწვერიძემ, რომელიც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი იყო. ფრაქცია დატოვა გიორგი გოგელაშვილმაც, ყოფილმა ქრისტიან -დემოკრატმა, რომელმაც ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთების გადაწყვეტილება 2 თვის წინ გამოაცხადა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ქუთაისში შეხვედრისას. ქუთაისის საკრებულოს წევრებმა, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს, სამ დამოუკიდებელ წევრთან ერთად ახალი ფრაქცია - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - შექმნეს.
ფრაქცია „მაჟორიტარების“ უკვე ყოფილი წევრი ტარიელ მესხი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და „ალიანსში“ გაწევრიანების საკუთარ მიზეზებზე საუბრობს:
„სადავო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერი მაქვს. პირიქით, ახლაც ვეთანხმები გარკვეულ ნაწილში, თუმცა ჩემი ადგილი და როლი იქ ვეღარ დავინახე. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ამომრჩევლების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე მემუშავა. რადგან მე ვარ ერთ-ერთი დიდი უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ქალაქში და ამომრჩევლების წინაშე მაქვს პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობის გასაზიარებლად კი სოლიდარობაა საჭირო, ამიტომ შეიქმნა ფრაქცია, რომ ერთად ვიმუშაოთ. ჩამოვაყალიბეთ ქუთაისში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საქალაქო ორგანიზაცია, რათა ეს მიზნები და ამოცანები განვახორციელოთ“.
ყოფილი თანაგუნდელების მიმართ კრიტიკულნი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ის წევრები, რომლებიც საკრებულოს ფრაქციებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „მაჟორიტარებში“ აგრძელებენ მუშაობას. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარის, გიორგი უკლებას განცხადებით:
„თუ არ გაქვს პრინციპები და არანაირი პოლიტიკური მრწამსი არ გაგაჩნია, მაშინ უნდა მიჰყვე დინებას. ყვარყვარეობას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი იდეალები, რასაც არ ვღალატობთ და ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე“.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის დაფუძნებისას, პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ პარტია მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს. საკრებულოს ახლად შექმნილი ფრაქციის წევრთა ნაწილი კი აცხადებს, რომ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან“, ისევე როგორც სხვა კონსტრუქციულ ძალასთან.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, ბიუროს ხელმძღვანელი გელა გაბადაძე.
ახლახან განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ქუთაისის საკრებულოში 4 ფრაქცია მუშაობს. მათ შორისაა 4 წევრისგან შემდგარი „ქართული ოცნება“, რომელიც თავდაპირველად ფრაქცია „ქუთაისის“ სახელით ჩამოყალიბდა, ასევე 4-4 წევრით დაკომპლექტებული ფრაქციები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „მაჟორიტარები“ და 10 დეპუტატისგან შემდგარი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.