რეგიონების მოსახლეობისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ საშუალებად „მასთ ქერისა“ და „მასთ ოფერის“ პრინციპის ამოქმედება ითვლება, თუმცა იმ მუნიციპალიტეტთა სოფლების მოსახლეობისთვის, სადაც საკაბელო კომპანიები არ ფუნქციონირებენ, ინფორმაციის მიღების საშუალებად ტელეკომპანიების სატელიტური ანტენების დამონტაჟება რჩება.
რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ საკაბელო კომპანიებისთვის მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის დადგენა მომსახურების ფასს გაზრდის. საკაბელო კომპანიების არცთუ იაფი მომსახურებით ქუთაისში ძირითადად მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობს. ეთერ დარსაძე, რომელიც 5 წელია საკაბელო კომპანიის კლიენტია, ამბობს, რომ სასურველია ოპერატორმა საქართველოში მოქმედი ყველა ტელეარხის ტრანსლირება მოახდინოს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მცხოვრები მაია კუხიაიძე მიიჩნევს, რომ სწორი არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელია მოსახლეობას ალტერნატიული ტელეარხების ნახვის საშუალება ჰქონდეს.
საკაბელო კომპანიების დავალდებულება ყველა ტელეარხის მაუწყებლობა უზრუნველყოს და, შესაბამისად, ყველა ტელეკომპანია იყოს ვალდებული მისი ტრანსლირების უფლება მისცეს ყველა საკაბელოს, მხოლოდ იმ მოსახლეობის ინფორმირებულობას უზრუნველყოფს, რომელიც საკაბელო კომპანიების მომსახურებით სარგებლობს, სოფლებში მცხოვრები ადამიანები კი ინფორმაციის მიღებას მწირი საშუალებებით ახერხებენ. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებლისა და რედაქტორის ლაურა გოგოლაშვილის თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც, სხვა რაიონების მსგავსად, ინფორმაციას ნაციონალური ტელეარხებიდან იღებს და მხოლოდ მცირე ნაწილს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე.
სოფლის მოსახლეობისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მისაწოდებლად ტელეკომპანიების მიერ სატელიტური ანტენების შეთავაზებაში ხედავს გამოსავალს საქართველოს მედიაკლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი. მისი აზრით, „მასთ ქერის“ ამოქმედება გარკვეულწილად რეგიონალური ტელეარხების მიერ საზოგადოებისთვის დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებასაც ხელს შეუწყობს.