პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო ორგანიზაცია უკვე ორი კვირაა ქუთაისში ფუნქციონირებს. 21 იანვარს გამართულ პარტიის დამფუძვნებელ კონფერენციაზე 119-მა დელეგატმა ორგანიზაციის თავმჯდომარედ მანანა მიქაძე აირჩია. მანანა მიქაძე ამ დრომდე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი იყო და თავმჯდომარის თანამდებობაზე მას ოპონენტი არ ჰყავდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციამ თებერვლის თვეში დაგეგმილ ყრილობაზე ღირსეული დელეგატები წარადგინოს.
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ამჟამად იქმნება კომიტეტები, საპარლამენტო კომიტეტების შესბამისად. მანანა მიქაძე რადიო თავისუფლებასთან პარტიულ ორგანიზაციაში მოქალაქეების გაწევრიანების კრიტერიუმებზე საუბრობს. მანანა მიქაძის განმარტებით, პოლიტიკური ორგანიზაცია კოორდინირებულად თანამშრომლობს კოალიციაში შემავალ სხვა პოლიტიკური პარტიების რეგიონალურ ოფისებთან. როგორც კოალიციის ერთ-ერთი წევრი, პოლიტიკური პარტია „ეროვნული ფორუმის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახი დვალიშვილი განმარტავს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკუთარ აქტივისტებთან შეხვედრები გამართეს მართვის ტერიტორიული ორგანოების მიხედვით, ამჟამად კი პარარელურ რეჟიმში მიმდინარეობს კომიტეტების შექმნა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება. კახი დვალიშვილის თქმით, ქუთაისში მოვლენები მშვიდ გარემოში ვითარდება, რადგან კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთის შიდაპოლიტიკურ საქმიანობაში არ ერევიან. „ეროვნული ფორუმი“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის განმარტებით, ორგანიზაციას აქტივისტი ბევრი ჰყავს, მაგრამ ახალი წევრების მიღებას სიფრთხილით ეკიდებიან.
მიმდინარე წლიდან ქუთაისის ცენტრში განთავსებული კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი დახურულია და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების საქალაქო ორგანიზაციები საქმიანობას საკუთარ ოფისებში აგრძელებენ.