ბეშუმში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი სტუმრებიც საუბრობენ. მცირე მეწარმეები კი დამსვენებელთა შემცირებულ რაოდენობაზე გამოთქვამენ წუხილს. მათი შეფასებითაც, ტურისტთა კლება მოუწესრიგებელმა გზამ და ინფრასტრუქტურამ განაპირობა. ბეშუმი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე მდებარეობს.
Your browser doesn’t support HTML5