თუ აშშ-მა დეფოლტი გამოაცხადა, მსოფლიო ეკონომიკას კატასტროფა მოელის. ეს წინადადება იოლი სათქმელია, მაგრამ რას გულისხმობს აშშ-ის ვალის ლიმიტის გამო ეს კრიზისი, რა არის მისი მიზეზი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას? და რა არის ეს ვალის ლიმიტის გამო კრიზისი, საერთოდ?
ამერიკის მთავრობას აქვს ვალი. ამ ვალის ლიმიტი კანონითაა დადგენილი. ანუ მთავრობა ვერ აიღებს ახალ ვალს, ვერ გაზრდის არსებულ ვალს, თუ კანონში ეს არ ჩაიწერა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ 17 ოქტომბერს მთავრობა მიუახლოვდება ზღვარს, 16,7 ტრილიონ დოლარს, როგორც ეს კანონით არის გამყარებული. მას მხოლოდ 30 მილიარდი დოლარიღა ექნება ნაღდი ფულის სახით და უუნარო აღმოჩნდება დაფაროს ღია ანგარიშები, გადაიხადოს ხელფასები, სოციალური დახმარება. ამას დაერთვის უცხოეთში აღებული ვალების პროცენტები, რაც ასევე გადასახდელია. ასეთი რამ აშშ-ს არასოდეს დამართვნია ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში. 1790 წელს, როცა შეერთებული შტატები მართლაც ახლად შექმნილი სახელმწიფო იყო, მან განიცადა დეფოლტი, მაგრამ ეს იყო და ეს, მას მერე შეერთებული შტატები მზარდი, ამ ეტაპზე უდიდესი ეკონომიკაა მსოფლიოში. ამ სტატუსის მქონე სახელმწიფოს დეფოლტი გაუგონარი ამბავია. მაგრამ ორი პარტია, რესპუბლიკური და დემოკრატიული ძალები ვერ თანხმდებიან, რის შედეგადაც კანონმდებლები ვერ ახერხებენ მხარი დაუჭირონ ვალის რაოდენობის გაზრდას და ამის დაკანონებას.
რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მზად არიან გაზარდონ ვალის ლიმიტი, თუ ისინი შეუთანხმდებიან დემოკრატებს მთავრობისა და სოციალური ხარჯების შემცირების თაობაზე. დემოკრატები კი უპასუხებენ, რომ მოილაპარაკებენ მხროლოდ მას მერე, რაც რესპუბლიკელები დათანხმდებიან ვალის ლიმიტის გაზრდას, რადგან მანამდე დისკუსია მათ ზეწოლის ქვეშ მოუწევდათ. არც ერთი პარტია არ თმობს, თუმცა ორივე აცხადებს, რომ არ სურს დეფოლტი. შემდეგი შეკითხვა, რაც უჩნდება ამ თემატიკით დაინტერესებულ ადამიანს, არის შემდეგი: რას მოიტანს მსოფლიოსთვის ეს დეფოლტი? პირველები, ვინც იგრძნობენ მას, იქნებიან ქვეყნები, ორგანიზაციები და სააქციო ფონდები, რომლებმაც შეისყიდეს აშშ-ის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იმ იმედით, რომ კარგად აბანდებდნენ თანხებს. ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი ეთან ილზეცკი ამბობს, რომ „თუ მართლაც მოხდა სახელმწიფო ობლიგაციების დეფოლტი, ეჭვგარეშეა, ეს დიდ ქაოსს გამოიწვევს საფინანსო ბაზრებზე. ამ აქტივებს იყენებს ბევრი კერძო და ეროვნული ბანკი რეზერვის სახით და თუ უცბად მათი გაუფასურება მოხდა, ძნელი წარმოსადგენია, ზუსტად რა შედეგი მოჰყვება ამას“. აი, ერთ-ორი შესაძლებელი შედეგი:
საერთაშორისო რეიტინგული სააგენტოები ავტომატურად დასწევენ იმ ბანკების კრედიტუნარიანობის დონეს, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები აქვთ შეძენილი. ეს ბანკები ვეღარ შეძლებენ სხვაგან სესხის აღებას იმისათვის, რომ იშოვონ სამოქმედო ფული. ბანკები,რომლებსაც აღარ ექნებათ საკმარისი აქტივები, ვეღარ შეძლებენ ფულის გასესხებას და მსოფლიო ბიზნესი კრედიტების გარეშე დარჩება. ამასთან ერთად, ფასს დაკარგავს დოლარი, დღესაც არცთუ მაღალი კურსის მქონე საერთაშორისო ვალუტა, და არეულობა დაიწყება ვაჭრობაში, მაგალითად, ოქროთი და ნავთობით, რაშიც ფულის ეს ერთეული იყო წამყვანი. ამ დროს აშშ-ის ეკონომიკა, ასევე მასთან დაკავშირებული ქვეყნების ეკონომიკები, სუსტდება და რეცესიის ფაზაში გადადის. ორმა ქვეყანამ, რომლებსაც აშშ-ისთვის უზომო რაოდენობის თანხები აქვთ ვალის სახით მიცემული, - პირველ რიგში, ჩინეთმა და ასევე იაპონიამ, - უკვე დასცა განგაში შესაძლებელი დეფოლტის გამო.
ახლა იმის შესახებ, თუ რა იწვევს ვალის ლიმიტის კრიზისს. მედია იუწყება ხოლმე დასავლეთის არაერთ ქვეყანაში სახელმწიფო ვალის გადახდისუუნარობის შესახებ. ასე იყო საბერძნეთში, ესპანეთში, პორტუგალიაშიც, ადრე - ისლანდიაში და ასე შემდეგ. აშშ-ის კრიზისის მიზეზი, ფიქრობს ზოგიერთი ექსპერტი, პოლიტიკური დაპირისპირებაა. იოჰანეს თიმი, ტრანსტლანტიკურ ურთიერთობათა სპეციალისტი ბერლინის საერთაშორისო და უშიშროების საკითხთა კვლევის ინსტიტუტში, ამბობს, რომ „ეს, ერთგვარად, ძალით შექმნილი კრიზისია. შეიძლება იმაზე დავა, რომ ამერიკის ვალი ძალიან გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტსა და ბიუჯეტთან ან სხვა მონაცემებთან შედარებით, მაგრამ ეს კრიზისი წარმოშვა ვაშინგტონში შექმნილმა ჩიხმა და არა იმან, რომ ბაზრები ნდობით არ უყურებენ ამერიკელების შესაძლებლობას, ვალი აიღონ“.
კრიზისს აშშ-ში, ჩანს, ხელს უწყობს ღრმა იდეოლოგიური განსხვავება იმაზე წერმოდგენებს შორის, თუ რაში უნდა დახარჯოს მთავრობამ ფული. ამ თემაზე აშშ-ში პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობას ასე განმარტავს მეთიუ ელიოტი, გაერთიანებული სამეფოს გადასახადის გადამხდელთა ლონდონში დაფუძნებული ალიანსის დამაარსებელი:
„დემოკრატები და რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი გავლენიანი წევრი ფიქრობს, რომ ამერიკამ გაიარა მომჭირნეობის ფაზა. ამდენად, კვლავ ხარჯების შემცირება ეკონომიკისთვის, მათი აზრით, არ იქნება კარგი. საჭიროა მთავრობამ ხარჯები გაიღოს და გაიზარდოს ვალის ლიმიტი. რესპუბლიკური პარტიის ის წევრები, რომლებიც თავისუფალ ბაზარს ანიჭებენ უპირატესობას და რომლებიც ჩაის პარტიის მოძრაობის გავლენის ქვეშ არიან, თვლიან, რომ ხარჯების დაზოგვის რეალური პერიოდი არ გვქონია, უზარმაზარია ყოველწლიური დეფიციტი, სახელმწიფო ვალი იზრდება და ამიტომაც საჭიროა ხარჯების დიდი რაოდენობით შემცირება“.
საკითხავია, მოიძებნება თუ არა პრობლემის პოლიტიკური მოგვარების გზა. 2011 წელს მხარეებმა მოახერხეს მორიგების გზით დეფოლტის თავიდან აცილება. ახლა დაძაბულობა უფრო ძლიერია. ვალის ლიმიტის გამო კრიზისი დაიწყო. პირველი ოქტომბრიდან მთავრობამ შეაჩერა მუშაობა, ვერ თანხმდებიან ბიუჯეტის გარშემო. შეთანხმება მოხდება, მაგრამ ამას მოელიან სულ ბოლო წამს, მძაფრი მოლაპარაკების შემდეგ. როგორ იმოქმედებს ეს კრიზისი, თუნდაც დეფოლტის თავიდან აცილების შემდეგ, აშშ-ის ეკონომიკაზე? ლონდონელი პროფესორი ილზეცკი ასე უყურებს მომავალს:
„ეს დღე ათ წელიწადში ან ოც, ან ორმოცდაათ წელიწადში დადგება, როცა დოლარი თავის სტატუსს დაკარგავს და ფულის სხვა ერთეულს - ევროს ან ჩინურ იუანს - დაუთმობს პოზიციას. ეჭვი არაა, ათწლეულების შემდეგ ისტორიაში ჩაიწერება, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკური დაპირისპირება იყო, რომლის მოწმენიც ახლა ვართ ვაშინგტონში“.
ამერიკის მთავრობას აქვს ვალი. ამ ვალის ლიმიტი კანონითაა დადგენილი. ანუ მთავრობა ვერ აიღებს ახალ ვალს, ვერ გაზრდის არსებულ ვალს, თუ კანონში ეს არ ჩაიწერა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ 17 ოქტომბერს მთავრობა მიუახლოვდება ზღვარს, 16,7 ტრილიონ დოლარს, როგორც ეს კანონით არის გამყარებული. მას მხოლოდ 30 მილიარდი დოლარიღა ექნება ნაღდი ფულის სახით და უუნარო აღმოჩნდება დაფაროს ღია ანგარიშები, გადაიხადოს ხელფასები, სოციალური დახმარება. ამას დაერთვის უცხოეთში აღებული ვალების პროცენტები, რაც ასევე გადასახდელია. ასეთი რამ აშშ-ს არასოდეს დამართვნია ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში. 1790 წელს, როცა შეერთებული შტატები მართლაც ახლად შექმნილი სახელმწიფო იყო, მან განიცადა დეფოლტი, მაგრამ ეს იყო და ეს, მას მერე შეერთებული შტატები მზარდი, ამ ეტაპზე უდიდესი ეკონომიკაა მსოფლიოში. ამ სტატუსის მქონე სახელმწიფოს დეფოლტი გაუგონარი ამბავია. მაგრამ ორი პარტია, რესპუბლიკური და დემოკრატიული ძალები ვერ თანხმდებიან, რის შედეგადაც კანონმდებლები ვერ ახერხებენ მხარი დაუჭირონ ვალის რაოდენობის გაზრდას და ამის დაკანონებას.
რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მზად არიან გაზარდონ ვალის ლიმიტი, თუ ისინი შეუთანხმდებიან დემოკრატებს მთავრობისა და სოციალური ხარჯების შემცირების თაობაზე. დემოკრატები კი უპასუხებენ, რომ მოილაპარაკებენ მხროლოდ მას მერე, რაც რესპუბლიკელები დათანხმდებიან ვალის ლიმიტის გაზრდას, რადგან მანამდე დისკუსია მათ ზეწოლის ქვეშ მოუწევდათ. არც ერთი პარტია არ თმობს, თუმცა ორივე აცხადებს, რომ არ სურს დეფოლტი. შემდეგი შეკითხვა, რაც უჩნდება ამ თემატიკით დაინტერესებულ ადამიანს, არის შემდეგი: რას მოიტანს მსოფლიოსთვის ეს დეფოლტი? პირველები, ვინც იგრძნობენ მას, იქნებიან ქვეყნები, ორგანიზაციები და სააქციო ფონდები, რომლებმაც შეისყიდეს აშშ-ის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იმ იმედით, რომ კარგად აბანდებდნენ თანხებს. ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი ეთან ილზეცკი ამბობს, რომ „თუ მართლაც მოხდა სახელმწიფო ობლიგაციების დეფოლტი, ეჭვგარეშეა, ეს დიდ ქაოსს გამოიწვევს საფინანსო ბაზრებზე. ამ აქტივებს იყენებს ბევრი კერძო და ეროვნული ბანკი რეზერვის სახით და თუ უცბად მათი გაუფასურება მოხდა, ძნელი წარმოსადგენია, ზუსტად რა შედეგი მოჰყვება ამას“. აი, ერთ-ორი შესაძლებელი შედეგი:
ეს, ერთგვარად, ძალით შექმნილი კრიზისია. შეიძლება იმაზე დავა, რომ ამერიკის ვალი ძალიან გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტსა და ბიუჯეტთან ან სხვა მონაცემებთან შედარებით, მაგრამ ეს კრიზისი წარმოშვა ვაშინგტონში შექმნილმა ჩიხმა...იოჰანეს თიმი
ახლა იმის შესახებ, თუ რა იწვევს ვალის ლიმიტის კრიზისს. მედია იუწყება ხოლმე დასავლეთის არაერთ ქვეყანაში სახელმწიფო ვალის გადახდისუუნარობის შესახებ. ასე იყო საბერძნეთში, ესპანეთში, პორტუგალიაშიც, ადრე - ისლანდიაში და ასე შემდეგ. აშშ-ის კრიზისის მიზეზი, ფიქრობს ზოგიერთი ექსპერტი, პოლიტიკური დაპირისპირებაა. იოჰანეს თიმი, ტრანსტლანტიკურ ურთიერთობათა სპეციალისტი ბერლინის საერთაშორისო და უშიშროების საკითხთა კვლევის ინსტიტუტში, ამბობს, რომ „ეს, ერთგვარად, ძალით შექმნილი კრიზისია. შეიძლება იმაზე დავა, რომ ამერიკის ვალი ძალიან გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტსა და ბიუჯეტთან ან სხვა მონაცემებთან შედარებით, მაგრამ ეს კრიზისი წარმოშვა ვაშინგტონში შექმნილმა ჩიხმა და არა იმან, რომ ბაზრები ნდობით არ უყურებენ ამერიკელების შესაძლებლობას, ვალი აიღონ“.
ეს დღე ათ წელიწადში ან ოც, ან ორმოცდაათ წელიწადში დადგება, როცა დოლარი თავის სტატუსს დაკარგავს და ფულის სხვა ერთეულს - ევროს ან ჩინურ იუანს - დაუთმობს პოზიციას...ილზეცკი