კოსტიუმები სცენისთვის
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენილია თეატრის მხატვრის, ანკა კალატოზიშვილის ნამუშევრები - აპლიკაციები და კოსტიუმები სხვადასხვა სპექტაკლიდან. ანკა კალატოზიშვილი მრავალი წელია ამზადებს თეატრისთვის კოსტიუმების ესკიზებს. მიმდინარე გამოფენაზე, რომელიც 2 მარტამდე გასტანს, ბოლო ხუთი წლის ნამუშევრებია წარმოდგენილი.