12 აპრილს გაერო კოსმოსში ადამიანის გაფრენის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი იყო პირველი ადამიანი, რომელიც 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსში გაფრინდა. მას შემდეგ კოსმოსში იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყნის 500-ზე მეტმა კოსმონავტმა და ასტრონავტმა. კაცობრიობა მარსის კოლონიზაციისთვის ემზადება.