კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ცვლილება შედის. რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი - ჯარიმა ამოქმედდება, სისხლისსამართლებრივი დევნა კი კანონის ხელმეორედ დარღვევისას დაიწყება. ცვლილების ინიციატორი რეინტეგრაციის სამინისტროა. სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის დეკრიმინალიზაციის ინიციატივა იმას ნიშნავს, რომ ის ადმინისტრაციულად დასჯადი გახდება და, პატიმრობის ნაცვლად, ფინანსურ ჯარიმას დაექვემდებარება.
ღალატი და პოზიციების შერბილება უწოდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება კანონიდან მთავარი არსის ამოღებას გულისხმობს და ის საქართველოს სუვერენიტეტისთვის საზიანოა.
საპარლამენტო უმრავლესობა კი ცვლილებებს მხარს დაუჭერს. დეპუტატი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ღალატი ხისტი პოლიტიკაა და მმართველი კოალიცია სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გადახვევას გამორიცხავს.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონზე ერთი თვის წინ ერევანში, სამოქალაქო დიალოგის ფორმატში, ქართველი და ოსი ექსპერტებიც საუბრობდნენ. ოსური მხარე კანონის გაუქმებას ან მასში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას მოითხოვს. პოლიტოლოგი დინა ალბოროვა აცხადებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ამ კანონს გადახედავს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციიდან შესვლის უფლებას მისცემს, ოსური მხარეც შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს და სამხრეთის მიმართულებით გზების გახსნაზე იფიქრებს.
ერევანში ვიზიტად მყოფი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მაშინ ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა და განაცხადა, რომ ოსური მხარისგან არგუმენტირებულ პასუხებს ვერ ისმენს, თუ რაში უშლის ხელს მათ ეს კანონი. გარდა ამისა, ზაქარეიშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაუქმების განზრახვა არა აქვს და სახელწოდებაც იგივე დარჩება.
კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს წინა ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მალევე მიიღო. ამის შემდგომ საქართველოს ციხეებში ამ კანონის დარღვევისთვის უცხო ქვეყნების არაერთი მოქალაქე მოხვდა. კანონის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უცხოელი მოქალაქეების რუსეთის მხრიდან შესვლა უკანონოდ ითვლება. კანონის მიხედვით, აფხაზეთში კანონიერად შესვლა ზუგდიდიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორიდანაა შესაძლებელი. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემსვლელებს რუსი მესაზღვრეები პასპორტებში აღნიშვნას აღარ უკეთებენ. შესაბამისად, საზღვრის დამრღვევების გამოვლენა ისედაც თითქმის შეუძლებელი გახდება.