გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კონფლიქტით დაზარალებული თემების უსაფრთხოების პროექტის მესამე ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, კონფლიქტის ზონის სოფლებში ახორციელებს პროექტს, რომელიც თემების უსაფრთხოების საკითხებს ეხება. საერთაშორისო ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიო“ (saferworld), „მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ და „გორის საინფორმაციო ცენტრი“ რამდენიმე წელია ამ პროექტს ახორციელებენ.
პროექტის ფარგლებში თითოეულ სოფელში არსებობს საკომუნიკაციო პირი, რომელიც ფლობს და ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას ამ ორგანიზაციებს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, თავის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ სოფლებში კონკრეტულ პროექტებს ახორციელებენ. ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ სხვადასხვა სოფელში სხვადასხვა საჭიროებებია, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც კი განსხვავებული სურათია. მაგალითად, თუ დვანის მიმართულებით ეგრეთ წოდებული საზღვრის დამრღვევებს მაშინვე აკავებენ, ქვეში-არცევის და ახრისი-ციცაგიანთკარის მიმართულებით მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის და მცირე მასშტაბებით პროდუქტების გადმოტანაც ფიქსირდება, რესპოდენტი რომელიც უსაფრთხოების მიზნით საკუთარ ვინაობს არ ამხელს გვიყვება, რომ ასეთი მოძრაობა ყოველდღიურად ხდება.
განსხვავებული სურათია დვანში, სოფლის სარწყავი არხის სათავე ნაგებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამიტომ წყლის გამოსაშვებად იქ მისული დვანელების უსაფრთხოება დაცული არ არის. სოფლის მოსახლეობა მოითხოვს, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ამ საკითხის განხილვა მოხდეს. დვანის მცხოვრები ზაალ ახალკაცი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა საშიშია, რადგან მისი 2 თანასაოფლელი ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით სასჯელს ცხინვალის ციხეში იხდის.
ნიქოზელი ფერმერების უსაფრთხოებაზე კი სამართალდამცავებმა იზრუნეს და იმ მიწის ნაკვეთებთან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება დამატებითი საგუშაგო ჩადგეს, მართალია ამ ფაქტმა ოსური მხარის პროტესი გამოიწვია, მაგრამ ადგილობრივი გლეხები უფრო გაბედულად ატარებენ სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს. ნიქოზელი ლალი მელანაშვილი აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის სიახლოვეს მომუშავე გლეხები თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ.
უსაფრთხო მსოფლიოს კავკასიის პროგრამის მენეჯერი ტაბიბ ჰუსეინოვი ამბობს, რომ კონფლიქტის ზონაში ინციდენტების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ ისევ რჩება განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ადგილები, სადაც მოსახლეობას დაუცველობის შეგრძნება აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციები კონფლიქტის ზონის სოფლებში პერიოდულად კვლევებს ატარებენ და ცდილობენ ადგილობრივ მოსახლეობას გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარონ.