„წითელ წიგნში“ შეტანილი კოლხური ბზა გადაშენების პირასაა. სოკოვანი დაავადების გამო განადგურებულია ბზის კორომების 90 პროცენტამდე. ექსპერტები აცხადებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა, აუცილებელია ჩარევა, რომლის შედეგადაც შესაძლოა ბზა გარკვეულ ტერიტორიებზე მაინც გადარჩეს.
სოკოვანი დაავადება, რომელიც ბზის კორომებს ახმობს, საქართველოში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და უკვე დღეისთვის თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს დაავადება სხვა ქვეყნებშიც არის გავრცელებული, თუმცა რა ღონისძიებები შეიძლება მას დავუპირისპიროთ, ჯერჯერობით გარკვეული არ არის.
კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ კოლხური ბზის მდგომარეობა შეფასდა როგორც ეკოლოგიური კატასტროფა. სოკოვანი დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება, მას ზამთარში 5 გრადუს ტემპერატურაზეც კი შუძლია განვითარდეს, თუმცა განსაკუთრებით საშიში კარგ ამინდშია:
„საუკეთესო პირობები აქვს თბილ და ნესტიან ადგილას, რომელიც ნაკლებად ნიავდება. ამ მხრივ საუკეთესო გავრცელების ადგილი აჭარაში და სამეგრელოში იპოვა, სადაც უნიკალური ბზის კორომებია. 5 საათის განმავლობაში სოკო იზრდება, 48 საათში კი უკვე ახალ გენერაციას იძლევა. ამ თვისებების გამო, რამდენიმე წელიწადში ბზის კორომების 90-95 პროცენტი სრულიად განადგურდა“.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი იგორ ფიჩხაია აცხადებს, რომ ბზა მხოლოდ ქარიან ადგილებშია გადარჩენილი. მისი თქმით, ჩხოროწყუს რაიონში ბზა 450 ჰექტარზეა გავრცელებული, მარტვილის რაიონში კი - 1500 ჰექტარზე, თუმცა დიდი ნაწილის შენარჩუნება უკვე ვეღარ მოხერხდება.
„ფაქტობრივად, განადგურებულია! მხოლოდ ერთეულ ადგილებშია შემორჩენილი - იქ, სადაც სოკო ფოთლებზე ვერ გაჩერდა, ანუ იქ, სადაც მუდმივად ნიავი ქრის. დანარჩენ ადგილებში როგორც ახალი ნარგავები, ასევე 500-600 წლოვანი ხეებიც განადგურებულია. ჩემი აზრით, სადღაც 3-5 პროცენტი თუ იქნება გადარჩენილი... ქიმიური მეთოდით ბრძოლის საშუალებაც არსებობს, მაგრამ ქიმიური მეთოდით მათი დამუშავება შეუძლებელია, რადგან კლდე-ქარაფებზეა ეს ხეები. ბიოლოგიური მეთოდი ჯერჯერობით არ არის შემუშავებული. ყველაზე კარგი იქნება, თუ ბიოლოგიური მეთოდი შემუშავდება“.
იგორ ფიჩხაია ამბობს, რომ მთავარი ამჯერად ისაა, გადარჩენილი ხეები კონტროლზე აიყვანონ, ბუნების ძეგლის სტატუსი მიანიჭონ და ზომები მიიღონ, რომ როგორმე ეს ხეები მაინც გადარჩეს. მისივე თქმით, აუცილებელია სანერგეების გაკეთებაც.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-პატრონობის დეპარტამენტის უფროსი ნათია იორდანიშვილი ადასტურებს, რომ ბზის კორომების დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია. მისი თქმით, ამჯერად მიმდინარეობს კვლევები, რის შედეგადაც 2014 წლისთვის უკვე კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება.
„ახლა სააგენტო მუშაობს დაავადებული კორომების იდენტიფიცირებაზე, ანუ არეალის განსაზღვრაზე... 2014 წლის გაზაფხულიდან გაკეთდება სატყეო-პათოლოგიური გამოკვლევა, რომელიც უკვე მოგვცემს პროგნოზირების საშუალებას, რეკომენდაციებს, ბრძოლის ღონისძიებებს და ასე შემდეგ“.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა წლების განმავლობაში ამ დაავადების გავრცელების შეჩერება, ნათია იორდანიშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით მეცნიერებიც ვერ შეთანხმებულან, ბრძოლის რა მეთოდები იქნება ეფექტური, რამაც კოლხური ბზის შენარჩუნების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა.
სოკოვანი დაავადება, რომელიც ბზის კორომებს ახმობს, საქართველოში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და უკვე დღეისთვის თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს დაავადება სხვა ქვეყნებშიც არის გავრცელებული, თუმცა რა ღონისძიებები შეიძლება მას დავუპირისპიროთ, ჯერჯერობით გარკვეული არ არის.
კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ კოლხური ბზის მდგომარეობა შეფასდა როგორც ეკოლოგიური კატასტროფა. სოკოვანი დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება, მას ზამთარში 5 გრადუს ტემპერატურაზეც კი შუძლია განვითარდეს, თუმცა განსაკუთრებით საშიში კარგ ამინდშია:
ფაქტობრივად, განადგურებულია! მხოლოდ ერთეულ ადგილებშია შემორჩენილი - იქ, სადაც სოკო ფოთლებზე ვერ გაჩერდა, ანუ იქ, სადაც მუდმივად ნიავი ქრის. დანარჩენ ადგილებში როგორც ახალი ნარგავები, ასევე 500-600 წლოვანი ხეებიც განადგურებულია...იგორ ფიჩხაია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი იგორ ფიჩხაია აცხადებს, რომ ბზა მხოლოდ ქარიან ადგილებშია გადარჩენილი. მისი თქმით, ჩხოროწყუს რაიონში ბზა 450 ჰექტარზეა გავრცელებული, მარტვილის რაიონში კი - 1500 ჰექტარზე, თუმცა დიდი ნაწილის შენარჩუნება უკვე ვეღარ მოხერხდება.
„ფაქტობრივად, განადგურებულია! მხოლოდ ერთეულ ადგილებშია შემორჩენილი - იქ, სადაც სოკო ფოთლებზე ვერ გაჩერდა, ანუ იქ, სადაც მუდმივად ნიავი ქრის. დანარჩენ ადგილებში როგორც ახალი ნარგავები, ასევე 500-600 წლოვანი ხეებიც განადგურებულია. ჩემი აზრით, სადღაც 3-5 პროცენტი თუ იქნება გადარჩენილი... ქიმიური მეთოდით ბრძოლის საშუალებაც არსებობს, მაგრამ ქიმიური მეთოდით მათი დამუშავება შეუძლებელია, რადგან კლდე-ქარაფებზეა ეს ხეები. ბიოლოგიური მეთოდი ჯერჯერობით არ არის შემუშავებული. ყველაზე კარგი იქნება, თუ ბიოლოგიური მეთოდი შემუშავდება“.
ახლა სააგენტო მუშაობს დაავადებული კორომების იდენტიფიცირებაზე, ანუ არეალის განსაზღვრაზე... 2014 წლის გაზაფხულიდან გაკეთდება სატყეო-პათოლოგიური გამოკვლევა, რომელიც უკვე მოგვცემს პროგნოზირების საშუალებას...ნათია იორდანიშვილი