კოკა რამიშვილმა სამხატვრო აკადემიის შემდეგ თბილისში იცხოვრა და იმუშავა 80-იან წლებში, როგორც მხატვარმა. ამასთან, ჩართული იყო სინთეზური თეატრის საქმიანობაში. ახლა შვეიცარიაშია, ჟენევაში.
Your browser doesn’t support HTML5
მჭიდროდ თანამშრომლობს გალერეებთან გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში. „უხილავი ფარდის“ ავტორ და წამყვან ოქროპირ რუხაძესთან ერთად კოკა რამიშვილი გიამბობთ ძველ და ახალ პროექტებზე, ძველის გამოძახილზე დღევანდელ საქმეში, იმაზე, თუ რატომ არ გაჰყვა „მეინსტრიმს“, როგორია ჟენევაში ხელოვანის ცხოვრება. თავიდან საუბარი შეეხო იმას, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს რადიოს, როგორც მედიასაშუალებას, როცა კოკა რამიშვილი თავის აზრს, იდეას თუ პოზიციას გამოხატავს. რატომ დაგვთანხმდა ინტერვიუზე?