„რუსთაველის მონუმენტსა” და ბოტანიკურ ბაღში 24-25 ივნისს კლდეზე ცოცვის ფესტივალი გაიმართება. ორი დღის განმავლობაში მოყვარული და გამოცდილი მეკლდეურები ბუნებრივ კლდესა და საგანგებოდ მოწყობილ საცოც კედელზე ერთმანეთს შეეჯიბრებიან. რა არის საჭირო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია თუ არა სპეციალური მომზადება და თუ არის ქალაქში სხვა სივრცეები კლდეზე ცოცვის მოყვარულებისთვის - ამ თემაზე „თავისუფლების დილის“ ჩართვაში საუბრობდნენ მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლევან ღამბაშიძე და მეკლდეური გურამ იმნაძე.
Your browser doesn’t support HTML5