Killages-ის მუსიკა და მზადება Open air-ისთვის

Your browser doesn’t support HTML5

პროექტი Tbilisi Newcomers ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ემსახურება. 2009 წლიდან პროექტი ყოველწლიურია და 2017 წელს მეცხრედ ტარდება. წლევანდელი პროექტის გამარჯვებულია ჯგუფი Killages, რომელიც ფესტივალ Open air-ის დასკვნით დღეს დაუკრავს. ჯგუფი ქალაქ რუსთავში შეიქმნა რამდენიმე თვის წინა და, როგორც Killages წევრები ამბობენ, პროექტში გამარჯვება მათთვის მოულოდნელი იყო. რადიო თავისუფლება ფესტივალ Opne Air-ის მედიაპარტნიორია. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ჯგუფის წევრები, რატი რატიანი და გიორგი ლიპარტელიანი.