ზუგდიდის ბაზარში მისულ მყიდველს დღეს ხორცის დახლები ცარიელი დახვდა. მოვაჭრეებმა ასეთი პროტესტით სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნას უპასუხეს.
ხორცის გამყიდველთა თქმით, მათ საქონლის დაკვლა სპეციალურ სასაკლაოში მოსთხოვეს, რაც ხარჯების გაზრდას გამოიწვევს. მოვაჭრეები შიშობენ, რომ გაძვირებულ პროდუქტს მომხმარებელი არ შეიძენს.
„სასაკლაოში მიიყვანეთ და იქ დაკალითო. ბაზრის ხარჯი არ გვეყოფოდა? ამდენი გადასახადი გვაქვს და კიდევ ეს 50 ლარი დაგვემატა. მერე ეს სოფლიდან წამოიყვანო, სასაკლაოში მიიყვანო, - ძალიან დაგვიანდება დროში“;
„ადგილზე ექიმის ზედამხედველობით უნდა შემოწმდესო და გვიძვირებენ გადასახადს“, – აცხადებენ გაფიცული მოვაჭრეები.
ზუგდიდის ბაზრის ვეტექიმი ლია ჯღამაძე აცხადებს, რომ, მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, წლების განმავლობაში საქონელი სასაკლაოზე არ იკვლებოდა, მაგრამ ბაზარში დაავადებული ხორცის შემოტანის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დღემდე ხორცის შემოწმება ზუგდიდის ბაზრის ლაბორატორიაში ხდებოდა, რისთვისაც ხორცის გამყიდველი გარკვეულ თანხას იხდიდა.
„დაკვლის შემდგომი ექსპერტიზა ჩვენთან ტარიფით ღირს 8 ლარი. არ აქვს საქონლის ზომას მნიშვნელობა. მეწარმეები ამ შემთხვევაში ძალიან ზარალდებიან. ჯერ საქონელი უნდა იშოვონ, მერე ამას ტრანსპორტირება უნდა გაუკეთონ და უნდა მიიყვანონ იმ სასაკლაომდე, რომელსაც ლიცენზია აქვს“, – განაცხადა ლია ჯღამაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტო ზუგდიდში ხორცის გამყიდველთა მოთხოვნას არ ეთანხმება და სასაკლაოს გვერდის ავლით საქონლის დაკვლის ნებართვის გაცემას არ გეგმავს. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ვერიკო გულუამ რადიო თვისუფლებას განუცხადა, რომ მისი სამსახურის პოზიცია არის შეუვალი.
„სასაკლაოზე საქონლის დაკვლის მოთხოვნა დგას უკვე წელიწად-ნახევარია. მანამდეც არსებობდა კანონში ეს მითითება. უბრალოდ, მანამდე არ იყო სასაკლაოები. ამ ეტაპზე ყველა რეგიონში გვაქვს რამდენიმე სასაკლაო - ყოველ შემთხვევაში, ერთი მაინც, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ცხენისა და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის აღმოჩენის. მათ შორის 5 ტონა ცხენის ხორცი იყო დაავადებული სხვადასხვა ბაქტერიებით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის ძალიან საშიში. ჩვენ ვერ დავაყენებთ მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა ვერიკო გულუამ.
ვერიკო გულუას განმარტებით, საქონლის სასაკლაოზე დაკვლა ხორცის მხოლოდ მცირედ გაძვირებას გამოიწვევს, რადგან კილოგრამ ხორცზე მომსახურების საფასური 50 თეთრია. მისი თქმით, თბილისში ხორცის რეალიზება ხდება კანონის დაცვით და ამას პროდუქტის გაძვირება არ გამოუწვევია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამეგრელოში რამდენიმე სასაკლაოა, მათ შორის - ზუგდიდში, წალენჯიხაში,ჩხოროწყუში, სენაკში, მარტვილსა და ხობში. რაც შეეხება აბაშას, ვერიკო გულუას თქმით, აქ არსებული სასაკლაო არ აკმაყოფილებდა სააგენტოს მოთხოვნებს და ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს.