სამართლის საკითხების ექსპერტები, რომლებმაც კრემლის დაკვეთით კომპანია „იუკოსის“ ხელმძღვანელის მიხაილ ხოდორკოვსკის მეორე სასამართლოზე კრიტიკული ანგარიში მოამზადეს, მათ მიმართ დევნაზე საუბრობენ. ადვოკატი მიხაილ სუბოტინი აცხადებს, რომ სექტემბერში სამართალდამცველებმა მისი და მისი კოლეგის სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს.
ორი წლის წინ იმხანად რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის აპარატში არსებულმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ სამართლის ექსპერტები დაიქირავა და დაავალა მოემზადებინათ ანგარიში ნავთობმაგნატ მიხაილ ხოდორკოვსკისათვის მეორე სასამართლო პროცესის დროს წაყენებული ოფიციალური ბრალდებების თაობაზე. ამ კომისიაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობაზე დათანხმდა ადვოკატი მიხაილ სუბოტინიც. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯგუფმა ხოდორკოვსკის სისხლისსამართლებრივ დევნაში მრავალი სამართალდარღვევა აღმოაჩინა, სუბოტინის განცხადებით, იგი და მისი კოლეგები თავადვე მოექცნენ რუსეთის გავლენიანი საგამოძიებო კომიტეტის ყურადღების ქვეშ:
„ექსპერტებმა საკუთარი დასკვნები მოამზადეს. შეიძლება თქვათ, რომ არ მოგწონთ ექსპერტის დასკვნა, მაგრამ როცა აზრის გამოთქმისათვის დევნა იწყება, ეს რაღაც ველურობაა“.
ამ დევნის მიზეზი კი კონსპირაციის თეორიაა. როგორც ირკვევა, რუსეთის საგამოძიებო სამსახურები ვარაუდობენ, რომ თავის დროზე ხოდორკოვსკის მიერ დასავლეთში გატანილი თანხის ნაწილი უკან დაბრუნდა და რუსეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცათ იმის საფასურად, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს წინასწარგანზრახული ყალბი დასკვნა დაეწერა საპატიმროში მყოფი ნავთობმაგნატის საქმეზე. სუბოტინი უარყოფს ასეთ სქემაში მონაწილეობას და აცხადებს, რომ იგი მხოლოდ კომისიის დავალებას ასრულებდა.
მიხაილ სუბოტინის გარდა, პრობლემები შეექმნათ ექსპერტთა ჯგუფში მომუშავე სხვა იურისტებსაც. საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვაზე დაიბარეს რამდენიმე ისეთი ცნობილი ექსპერტი, როგორიცაა მოსკოვის ახალი ეკონომიკური სკოლის რექტორი სერგეი გურიევი, უმაღლესი ეკონომიკური სკოლის სამეწარმეო კანონმდებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოქსანა ოლეინიკი და ასევე ეროვნული კვლევების უნივერსიტეტის რექტორი ასტამურ თედეევი. დამოუკიდებელი ექსპერტების დაკითხვაზე გამოძახებას ‘შოკის მომგვრელს“ უწოდებს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა კომისიის ხელმძღვანელი მიხაილ ფედოტოვი:
„ჩემი აზრით, შეცდომაა, რომ გამომძიებლებმა დაიწყეს იმ ექსპერტების დევნა, რომლებმაც ეს საზოგადოებრივ-სამართლებრივი დასკვნა მოამზადეს, რადგან მიმაჩნია, რომ ექსპერტების მთელი მუშაობა მთლიანად კანონის ჩარჩოებში იყო მოქცეული“.
როგორც მიხაილ ფედოტოვი აცხადებს, „ეთიკური მოსაზრებებიდან“ გამომდინარე, მან გააფრთხილა ჯგუფში შემავალი სამი უცხოელი და ექვსი რუსი ექსპერტი, რომ შეიძლება მომავალში მათაც დაემუქროთ სამართლებრივი დევნა.
მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელიც ნავთობკომპანია „იუკოსის“ ხელმძღვანელი იყო, 2003 წელს დააპატიმრეს. ორწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, მას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თაღლითობისა და გადასახადების დამალვის მუხლით. 2010 წლის დეკემბერში კი ხოდორკოვსკის წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სახელმწიფო ქონების დატაცებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, რის გამოც კრემლისათვის მიუღებელი ბიზნესმენისა და კრიტიკოსის სასჯელს კიდევ ექვსი წლით პატიმრობა დაემატა. სწორედ ხოდორკოვსკიზე აღძრული მეორე სისხლის სამართლის
საქმის კანონიერებას იკვლევდა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომლის წევრები ახლა თავად განიცდიან დევნას მათ მიერ მომზადებული კრიტიკული ანგარიშის გამო. როგორც ამ ჯგუფის წევრი, ადვოკატი მიხაილ სუბოტინი აცხადებს, მისი სახლი ექვსი თვის წინ გაჩხრიკეს და წაიღეს მთელი არქივი, რომელიც სამართალდამცველებს უკან აღარ დაუბრუნებიათ:
„მე ვთხოვე მათ, თუნდაც მასალების ასლების გადაღების უფლება მოეცათ, რადგან, ალბათ, გესმით, რომ მეხსიერების ფლეშ-ბარათზე ინახება მთელი არქივი - მასალები, რომლებსაც ვაგროვებ, ადამიანებთან ჩემი მიმოწერა და ასე შემდეგ. ყველაფერი ამ ფლეშ-ბარათზეა. მთელი ნახევარი წელი უმუშევრად ყოფნა არ შემიძლია. არ მაძლევთ, არ მაძლევთ, მაგრამ, ბიჭებო, ასლები მაინც გადამაღებინეთ-მეთქი“.
სუბოტინი არ გამორიცხავს, რომ მათ მიმართ დაწყებული დევნა საგამოძიებო ორგანოების მიერ მთელი რუსეთის მასშტაბით დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციების ტოტალური შემოწმების შემადგენელი ნაწილი იყოს. რუსეთის სამართალდამცველთა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას, ოთხშაბათს „ტრანსპარენსი ინტერნეიშენალისა“ და „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ოფისებში შევიდნენ.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, წინა კვირიდან მოყოლებული, ასობით არასამთავრობო ორგანიზაციიდან იღებენ სარეგისტრაციო და საფინანსო დოკუმენტებს. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შემოწმება სავსებით შეესატყვისება იმ კანონს, რომელიც გასულ წელს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თაობაზე მიიღეს.

ჩემი აზრით, შეცდომაა, რომ გამომძიებლებმა დაიწყეს იმ ექსპერტების დევნა, რომლებმაც ეს საზოგადოებრივ-სამართლებრივი დასკვნა მოამზადეს, რადგან მიმაჩნია, რომ ექსპერტების მთელი მუშაობა მთლიანად კანონის ჩარჩოებში იყო მოქცეული...მიხაილ ფედოტოვი
ამ დევნის მიზეზი კი კონსპირაციის თეორიაა. როგორც ირკვევა, რუსეთის საგამოძიებო სამსახურები ვარაუდობენ, რომ თავის დროზე ხოდორკოვსკის მიერ დასავლეთში გატანილი თანხის ნაწილი უკან დაბრუნდა და რუსეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცათ იმის საფასურად, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს წინასწარგანზრახული ყალბი დასკვნა დაეწერა საპატიმროში მყოფი ნავთობმაგნატის საქმეზე. სუბოტინი უარყოფს ასეთ სქემაში მონაწილეობას და აცხადებს, რომ იგი მხოლოდ კომისიის დავალებას ასრულებდა.
მიხაილ სუბოტინის გარდა, პრობლემები შეექმნათ ექსპერტთა ჯგუფში მომუშავე სხვა იურისტებსაც. საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვაზე დაიბარეს რამდენიმე ისეთი ცნობილი ექსპერტი, როგორიცაა მოსკოვის ახალი ეკონომიკური სკოლის რექტორი სერგეი გურიევი, უმაღლესი ეკონომიკური სკოლის სამეწარმეო კანონმდებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოქსანა ოლეინიკი და ასევე ეროვნული კვლევების უნივერსიტეტის რექტორი ასტამურ თედეევი. დამოუკიდებელი ექსპერტების დაკითხვაზე გამოძახებას ‘შოკის მომგვრელს“ უწოდებს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა კომისიის ხელმძღვანელი მიხაილ ფედოტოვი:
„ჩემი აზრით, შეცდომაა, რომ გამომძიებლებმა დაიწყეს იმ ექსპერტების დევნა, რომლებმაც ეს საზოგადოებრივ-სამართლებრივი დასკვნა მოამზადეს, რადგან მიმაჩნია, რომ ექსპერტების მთელი მუშაობა მთლიანად კანონის ჩარჩოებში იყო მოქცეული“.
როგორც მიხაილ ფედოტოვი აცხადებს, „ეთიკური მოსაზრებებიდან“ გამომდინარე, მან გააფრთხილა ჯგუფში შემავალი სამი უცხოელი და ექვსი რუსი ექსპერტი, რომ შეიძლება მომავალში მათაც დაემუქროთ სამართლებრივი დევნა.
მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელიც ნავთობკომპანია „იუკოსის“ ხელმძღვანელი იყო, 2003 წელს დააპატიმრეს. ორწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, მას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თაღლითობისა და გადასახადების დამალვის მუხლით. 2010 წლის დეკემბერში კი ხოდორკოვსკის წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სახელმწიფო ქონების დატაცებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, რის გამოც კრემლისათვის მიუღებელი ბიზნესმენისა და კრიტიკოსის სასჯელს კიდევ ექვსი წლით პატიმრობა დაემატა. სწორედ ხოდორკოვსკიზე აღძრული მეორე სისხლის სამართლის
მე ვთხოვე მათ, თუნდაც მასალების ასლების გადაღების უფლება მოეცათ, რადგან, ალბათ, გესმით, რომ მეხსიერების ფლეშ-ბარათზე ინახება მთელი არქივი - მასალები, რომლებსაც ვაგროვებ, ადამიანებთან ჩემი მიმოწერა და ასე შემდეგ. ყველაფერი ამ ფლეშ-ბარათზეა...მიხაილ სუბოტინი