ხანძრისგან დაზარალებულები სავაჭრო ცენტრში შესვლას ითხოვენ

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ 27 თებერვალს მომხდარი ხანძრის მიზეზებისა და შედეგების შესასწავლად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. შესაბამისად, სავაჭრო ობიექტებზე შესვლის უფლება არ ეძლევათ არც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არც მოიჯარეებს.