როგორ გასცემს თბილისის საქალაქო სასამართლო საჯარო ინფორმაციას
Your browser doesn’t support HTML5
5 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტი ქეთი კუკავა. EMC-ის მიერ 30 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, გასული სამი თვის განმავლობაში გართულდა თბილისის საქალაქო სასამართლოდან საჯარო ინფორმაციის მიღება. ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოსგან ითხოვდა გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლეების სიას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ განხილული საქმეების შესახებ ინფორმაციას, მოსამართლეების მიერ განხილული საქმეების რაოდენობის შესახებ მონაცემებს და საქმეთა განაწილების შესახებ გადაწყვეტილებებს. მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის საფუძვლად სასამართლო პირადი მონაცემების დაცვას ასახელებს ან ამბობს, რომ ამ ტიპის ინფორმაციის დამუშავება და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსება არ ხორციელდება, რაც ინფორმაციის გაცემას შეუძლებელს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის მსგავს საფუძველს არ ითვალისწინებს. რატომ არის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დემოკრატიული გარემოსთვის მნიშვნელოვანი და როგორ გასცემენ სხვა სასამართლოები საჯარო ინფორმაციას - ამ საკითხებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.