ქეთევან მსხილაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე
Your browser doesn’t support HTML5
10 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ქეთევან მსხილაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. მან ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის პერსპექტივაზე და დღეს არსებულ გამოწვევებზე. ქეთევან მსხილაძის თქმით, სამეურვეო საბჭო ტელევიზიის მენეჯმენტს წარუდგენს კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს მაუწყებლის რეფორმა და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ რეიტინგი. ქეთევან მსხილაძისთვის საკამათო არ არის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებებია საჭირო, მაგრამ ის არ ეთანხმება გენერალური დირექტორის პოზიციას, რომ მაუწყებლის გადაცემების შეჩერების გარეშე, ის დაიღუპება.