25 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ახალგაზრდა მხატვარი, ჟურნალისტი ქეთევან კობახიძე.
ქეთის მაისის დასაწყისში ჰქონდა პირველი პერსონალური გამოფენა გალერეა "სფუმატოში", სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილი მისი ფერწერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში.