ერთი დღე დალასში: 1963 წლის 22 ნოემბერი

პრეზიდენტი ჯონ კენედი საუზმობს ტეხასში, ფორტ უორთში, ვიცე-პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონთან, და პირველ ლედი ჟაკლინ კენედისთან ერთად 1963 წლის 22 ნოემბერს, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე.

პრეზიდენტი კენედი ხალხს მიესალმება პოლიტიკური თავყრილობისას ფორტ უორთში, ტეხასში, 1963 წლის 22 ნოემბერს.

პრეზიდენტ ჯონ კენედის ოფიციალური დღის განრიგი, წინასწარ შედგენილი თეთრი სახლის მიერ. მასზე ნაჩვენებია 1963 წლის 22 ნოემბრის დილის 8:45 წუთიდან 12:30 წუთამდე მონაკვეთი.

პრეზიდენტი ჯონ კენედი და პირველი ლედი, ჟაკლინ კენედი დალასში, ლავ ფილდში, თავდასხამდე ერთ საათზე ნაკლებით ადრე.

დალასში, მეინ სტრიტზე, ხალხი ეგებება პრეზიდენტის კორტეჟს, რომელიც თავდასხმის ადგილს, დილი პლაზას გაივლის.  

პრეზიდენტი ჯონ კენედი და მისი ცოლი, ჟაკლინი, ტეხასის გუბერნატორ ჯონ კონალისთან და მის ცოლ ნელისთან ერთად, თავდასხმამდე სულ ცოტა ხნით ადრე. კონალი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა.

მოკლული პრეზიდენტის ცხედარი ჩააქვთ ენდრიუს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ვაშინგტონის მახლობლად. ცერემონას ესწრება მისი ცოლი, ჟაკლინ კენედი, და მისი ძმა, აშშ-ის გენერალური პროკურორი, რობერტ კენედი.

პრეზიდენტ კენედიზე თავდასხმის გამო დაპატიმრებული ლი ჰარვი ოსვალდის გამოსვლა პრესკონფერენციაზე დალასში, 1963 წლის 22 ნოემბერს.

1963 წლის 23 ნოემბერის დილას პრეზიდენტ ჯონ კენედის ცხედარი თეთრი სახლის "ისტ რუმში" ასვენია.