რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემაა ლგბტ საზოგადოება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ცოტა ხნის წინ ბაქოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს გეების უფლებების დამცველი ისა შახმარლი. 20 წლის აქტივისტმა, მისი მეგობრების თქმით, თავი ჩამოიხრჩო. რა მდგომარეობაა ლგბტ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში? გადაცემაში მონაწილეობენ: ბაქოდან – გულარა აზიმზადე, ორგანიზაცია „აზად ლგბტ“-ს ხელმძღვანელი; ერევნიდან – ანდრეი ანდროსოვი, აქტივისტი და ლგბტ პირთა უფლებების დამცველი; თბილისიდან – ნინო ბოლქვაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" იურისტი.
Your browser doesn’t support HTML5