„ქართული კვალის წაშლა“ ოკუპირებულ რეგიონებში

თბილისი მოსკოვს ადანაშაულებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა ეთნიკური ნიშნით დევნასა და ქართული კვალის წაშლაში. ეს აქცენტი განსაკუთრებით მწვავედ დაისვა საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდზე, რომელსაც 12-13 დეკემბერს უმასპინძლა ჟენევამ. ჯერაც პრობლემად რჩება დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვა და ძალის არგამოყენების შეთანხმება, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი სათავისო ჭრილში განიხილავს. ამ რაუნდის მსვლელობაში მოსკოვმა გამოთქვა მკვეთრი უკმაყოფილება საქართველოს მიერ აშშ-ისგან „ჯაველინის“ სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შეძენის შესაძლებლობის გამო.