ქართული ჰოკეი

ქართველი ჰოკეისტები ინტენსიურ ვარჯიშს წლის მხოლოდ სამ სეზონზე ახერხებენ. ის სტადიონი თბილისში, რომელსაც იყენებენ, სტანდარტულთან შედარებით, ბევრად პატარაა. ჰოკეისტები ამბობენ, რომ სპორტის ამ სახეობით დაინტერესება მზარდია, ინფრასტრუქტურა კი - არასაკმარისი.