კარენ პენსი - არტთერაპიიდან რობერტ ფროსტამდე
Your browser doesn’t support HTML5
1 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის და მისი მეუღლის, კარენ პენსის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მეორე ლედიმ თბილისში რამდენიმე შეხვედრა გამართა. მისი ინტერესის სფეროში მოექცა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“, სადაც უკვე წლებია პაციენტებს არტთერაპიით მკურნალობენ. კარენ პენსი ასევე ეწვია მხატვარ ოლესია თავაძის ნამუშევრების გამოფენას და ის ნახატები დაათვალიერა, რომლებიც ამერიკელი პოეტის, რობერტ ფროსტის პოეზით არის შთაგონებული.