მეწყრისგან დაზარალებული სოფელი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. გურჯაანის რაიონის სოფელ კარდანახში მეწყერი 2010 წელს ჩამოწვა და მას შემდეგ მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.
კარდანახელი გიორგი ტაბახმელაშვილი ამბობს, რომ მისი სახლის შეკეთება უკვე შეუძლებელია და უნდა გაასახლონ. მისივე თქმით, ადგილობრივი მთავრობისგან დაპირება რამდენჯერმე მიიღო, თუმცა რეალურად ჯერ არაფერი გაკეთებულა:
„ცხოვრების პირობები გაუსაძლისია. გეოლოგების ჯგუფი იყო და დადეს დასკვნა, რომ აქ ცხოვრება არ შეიძლება. იმის მერე ორწელიწად-ნახევარი ხან რა გვითხრეს, ხან რა ხელისუფლებიდან. აქამდე მოვედით, მაგრამ ვაი ამ მოსვლას. რამდენი წვიმა წამოვა, გვეშინია, ზედ არ დაგვექცეს სახლები“.
მისმა მეზობლებმა ავარიული სახლი თავისი ხელით დაშალეს და ამჯერად სხვაგან ცხოვრობენ:
„წელიწად-ნახევარია, რაც დავშალეთ. იძულებულები გავხდით: ქვა გამოვარდებოდა ხოლმე, ვერანდა გამოსცილდა კედელს, კედლებმა საყრდენი დაკარგეს, ბოძები გამოეცალა. საშინელ მდგომარეობაში იყო და დავშალეთ, რომ ვინმე არ მოჰყოლოდა“.
„ეს სამი წელია განსაკუთრებით არის დაზიანებული. იქამდეც კი იყო, მაგრამ ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებით იჩინა თავი. ყველა კედელი გახეთქილია, ფანჯრები არ იხურება, კარები არ იხურება. დიდი წვიმა რომ მოდის, შიგნითაც წვიმს. შიშის ქვეშ ვცხოვრობ ამ სახლში, ყოველ წუთას შეიძლება ჩამოინგრეს“, - ამბობს დავით კორახაშვილი.
ადგილობრივების თქმით, გეოლოგების ჯგუფმა მათი სახლები შეისწავლა და სათანადო დასკვნებიც მოამზადა. გურჯაანის გამგებელი ჯონი ოსიაშვილი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ამ დასკვნებს გამგეობაში, უბრალოდ, ვერ პოულობენ და არც თავად დაზარალებულებს აქვთ ხელთ.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მერაბ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ კარდანახში მეწყერი კარგა ხანია არსებობს, მაგრამ 2010 წელს ის კიდევ უფრო აქტიური გახდა:
„გეოლოგიურმა სამსახურმა შეადგინა დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ თერთმეტი მოსახლე გადაყვანას ექვემდებარებოდა“.
მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, აღნიშნული დასკვნა მთავრობას მაშინაც გადაუგზავნეს და ახლაც შეუძლიათ მიაწოდონ, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ გეოლოგების ჯგუფი ვითარებას ხელახლა შეისწავლის. გაფრინდაშვილი ვარაუდობს, რომ კარდანახში სიტუაცია ახლა უფრო მძიმეა.
გამგებელმა ჯონი ოსიაშვილმა წერილობით მიმართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სთხოვა, ახალი გეოლოგიური დასკვნის მომზადებამდე ავარიულ სახლებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი სხვა ადგილას გადაიყვანოს:
„ვიდრე კიდევ გეოლოგიურ დასკვნებს გავაკეთებთ, თანხა არის საჭირო, რომ ეს ხალხი გადავიდეს. ერთოთახიან ბინას ვერ უყიდი. ითხოვენ ანალოგიურ ფართს და ანალოგიური ფართი არის ორსართულიანი სახლი, თავისი საკარმიდამო ნაკვეთით. ყოველ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ საკითხს სწავლობს და ვპირდებით, რომ მთავრობა ამ საკითხზე რეაგირებას მოახდენს“.
მართალია, ოსიაშვილი ამბობს, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ თემაზე მუშაობს, მაგრამ თავად სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ:
„რაც შეეხება თავად მოსახლეობის პრობლემას, რომელსაც, როგორც ჩანს, განსახლების პრობლემა აქვს, ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება და აქ უკვე ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ“.
პოპიაშვილის თქმით, კარდანახში მხოლოდ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება აქვთ დაგეგმილი და არა დაზარალებულების ბინებით დაკმაყოფილება.
კარდანახელი გიორგი ტაბახმელაშვილი ამბობს, რომ მისი სახლის შეკეთება უკვე შეუძლებელია და უნდა გაასახლონ. მისივე თქმით, ადგილობრივი მთავრობისგან დაპირება რამდენჯერმე მიიღო, თუმცა რეალურად ჯერ არაფერი გაკეთებულა:
„ცხოვრების პირობები გაუსაძლისია. გეოლოგების ჯგუფი იყო და დადეს დასკვნა, რომ აქ ცხოვრება არ შეიძლება. იმის მერე ორწელიწად-ნახევარი ხან რა გვითხრეს, ხან რა ხელისუფლებიდან. აქამდე მოვედით, მაგრამ ვაი ამ მოსვლას. რამდენი წვიმა წამოვა, გვეშინია, ზედ არ დაგვექცეს სახლები“.
მისმა მეზობლებმა ავარიული სახლი თავისი ხელით დაშალეს და ამჯერად სხვაგან ცხოვრობენ:
Your browser doesn’t support HTML5
„წელიწად-ნახევარია, რაც დავშალეთ. იძულებულები გავხდით: ქვა გამოვარდებოდა ხოლმე, ვერანდა გამოსცილდა კედელს, კედლებმა საყრდენი დაკარგეს, ბოძები გამოეცალა. საშინელ მდგომარეობაში იყო და დავშალეთ, რომ ვინმე არ მოჰყოლოდა“.
გეოლოგიურმა სამსახურმა შეადგინა დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ თერთმეტი მოსახლე გადაყვანას ექვემდებარებოდა...მერაბ გაფრინდაშვილი
ადგილობრივების თქმით, გეოლოგების ჯგუფმა მათი სახლები შეისწავლა და სათანადო დასკვნებიც მოამზადა. გურჯაანის გამგებელი ჯონი ოსიაშვილი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ამ დასკვნებს გამგეობაში, უბრალოდ, ვერ პოულობენ და არც თავად დაზარალებულებს აქვთ ხელთ.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მერაბ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ კარდანახში მეწყერი კარგა ხანია არსებობს, მაგრამ 2010 წელს ის კიდევ უფრო აქტიური გახდა:
„გეოლოგიურმა სამსახურმა შეადგინა დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ თერთმეტი მოსახლე გადაყვანას ექვემდებარებოდა“.
მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, აღნიშნული დასკვნა მთავრობას მაშინაც გადაუგზავნეს და ახლაც შეუძლიათ მიაწოდონ, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ გეოლოგების ჯგუფი ვითარებას ხელახლა შეისწავლის. გაფრინდაშვილი ვარაუდობს, რომ კარდანახში სიტუაცია ახლა უფრო მძიმეა.
რაც შეეხება თავად მოსახლეობის პრობლემას, რომელსაც, როგორც ჩანს, განსახლების პრობლემა აქვს, ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება და აქ უკვე ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ...მაგდა პოპიაშვილი