ქალაქებში გაბნეულ საინტერესო მასალებზე ნადირობა

Your browser doesn’t support HTML5

21 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ რეზი გვარამაძე და მარიამ ქარჩხაძე, რომლებიც არიან ქალაქებში გაბნეულ საინტერესო მასალებზე ნადირობის ინიციატორები. ინიციატივა და მის ფარგლებში შეგროვებული მასალები გაერთიანებულია ბლოგზე Material Hanters და ქალაქის ცხოვრების გასხვავებულად აღქმის მცდელობაა.

“მასალებზე მონადირენი” ქალაქს აღიქვამენ არა მხოლოდ როგორც არქიტექტურული ნაგებობების ან ურბანული ქსოვილის, საჯარო სივრცეების ერთობლიობას, არამედ როგორც ცოცხალი სუბიექტების, ადამიანების, პატარა და თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ვიღაცისა და ასევე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გარემოპირობების, ობიექტების, მატერიების ან სხვადასხვა ამბებისა და პროცესების შემცველ სამყაროს. ამ წამოწყებით სურთ გამოაჩინონ ქალაქის განსხვავებული, ინტიმური, შინაურული, სუბიექტური სახე, რომელიც თითოეული ქალაქში მცხოვრებისთვის ინდივიდუალური და უნიკალურია. თბილისში მცხოვრებ ყველა თბილისელს თავისი უნიკალური თბილისი აქვს, ისევე როგორც სხვა ქალაქებში მცხოვრებთ.

Your browser doesn’t support HTML5

ქალაქებში გაბნეულ საინტერესო მასალებზე ნადირობა